Sandy Bridge მიმოხილვა

Pentium 4-ის სერია ისე დაამთავრა კომპანია Intel-მა რომ 4GHz-ისთვის არც მიუღწევია. ყველაზე სწრაფი პროცესორი 3.8GHz სიხშირეზე მუშაობდა. შემდეგ კი მოხდა დიდი გადატვირთვა და ყველანი Core 2 Duo-ებზე გადავედით, რომლებიც 3GHz ნაკლებ სიხშირეზე მუშაობდნენ. მას შემდეგ კომპანიამ კვალვ დაიწყო სიხშირეების გაზრდა თუმცა აქცენტი უფრო წარმადობაზე კეთდებოდა ვიდრე ტაქტურ სიხშირეზე.
დღეისათვის Intel ფაქტიურად ამთავრებს იმას რაც ათწლეულის წინ დაიწყო. ერთ ნაკადიანი პროგრამის გაშვებისას Core i7-2600K პროცესორის სამი ბირთვი ითიშება და ერთი ბირთვი აგრძლებს მუშაობას 3.8GHz სიხშირეზე. ორი გამორთული ბირთვითაც კი ეს 32 ნანომეტრული ჩიპი 3.7GHz-მდე ზრდის ტაქტურ სიხშირეს. ერთადერთი მიზეზი რაც 4GHz სიხშირემდე გვაშორებს კონკურენციის ნაკლებობაა (AMD :(). კარგ დედა დაფაზე ფაქტიურად მაუსის ერთი მოძრაობით auto-აჩქარების რეჟიმში 2600K თავისუფლად აღწევს 4.4GHz სიხშირეს. მათთვის ვისაც მეტი უნდა ძალიანა დვილი იქნება 4.6-4.8GHz სიხშირის მიღწევა მხოლოდ ჰაერის გაგრილებით ყოველგვარი ექსტრემალური აჩქარების გარეშე.

Posted Image

არქიტექტურის მხრივ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახტომი Conroe ბირთვის შემდეგ. ახალი პროცესორების სახელში არ არის Sandy Bridge, ინტელი მათ უბრალოდ მეორე თაობის i3/i5/i7 პროცესორებს ეძახის.კრისტალის ზომა დიდად გაზრდილი არ არის მაგრამ უფრო მცირე ნანოტექნოლოგიის წყალობით მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრანზისტორების რიცხვი, ასევე მნიშვნელოვნად ეფექტურია გამომთვლელი ერთეული,L3 ქეშის დაყოვნება ბევრად ნაკლებია ხოლო მეხსიერების კონტროლერი ბევრად უფრო სწრაფი. იგივე ფულით რასაც ერთი წლის წინ დახარჯავდითSandy Bridge-ით თქვენ მიიღებთ 10-დან 50%-მდე წარმადობის მატებას.

Posted Image
Posted Image

ეს არის დღეისათვის არსებული პროცესორები ამ არქიტექტურაზე, წლის ბოლოსთვის იგეგმება ბირთვიანი პროცესორები High End სეგმენტისთვის, რაც შეეხება დესკტოპ პროცესორებს, ხოლო სერვერულებზე მოსალოდნელია მეტი ბირთვიც.

ახალი პროცესორები ახალ სოკეტ LGA-1155-ზე (კიდევ ერთი სოკეტი. არ აგერიოთ 1156-ში, რომელთანაც თავსებადი არ არის) და ახალ მე-სერიის ჩიპსეტებზეა.

Posted Image

ახალ ჩიპსეტზე იქნება 6Gbps SATA (სულ 2 პორტი, მეტი პორტისთვის დამატებითი კონტროლერი იქნება საჭირო) ხოლო USB 3.0-სთვის მწარმოებლებს დასჭირდებათ დედა დაფაზე დამატებითი USB 3.0 კონტროლერის ჩაშენება. ასევე ახალ მე-სერიის ჩიპსეტებზე იქნება 5GT/s PCIe 2.0სტანდარტის სლოტები.

Posted Image

ოთხბირთვიან Sandy Bridge-ს აქვს 995 მილიონი ტრანზისტორი და ალბათ Ivy Bridge-ის ლოდინი მოგვიწევს რათა ერთ მილიარდიანი ზღვარი გადავლახოთ. იმ ნაწილს რასაც ინტელი ვიდეოს (Gen 6.0 Processor Graphics Controller იგივე GT) ეძახის 114 მილიონი ტრანზისტორი მიაქვს. ეს არისDX10 გრაფიკული ბირთვი. ისევე როგორც CPU ნაწილი, გრაფიკული ბირთვმაც განიცადა გაუმჯობესება. წარმადობით ეს გრაფიკული ბირთვი შესძლებს დაახლოებით იმდენივეს რასაც 40-50 დოლარის ღირებულების დისკრეტული ვიდე დაფა. ალბათ პირველად i740-ის მერე ინტელი სერიოზულად მიუდგა გრაფიკული ბირთვის წარმოებას.

Posted Image

მიუხედავად იმისა რომ GPU ნაწილში დიდი დრო და ენერგიაა დახარჯული, მაინც Sandy Bridge პროცესორში მთავარი მიზანი CPU გაუმჯობესება იყო: თითო ბირთვს 55 მილიონი ტრანზისტორი უკავია, ოთხივე ბირთვი 216mm2 ადგილს იკავებს, სულ 2mm2-ით მეტი ვიდრე 900 სერიის Core 2 Quad(მაგრამ ბევრად უფრო სწრაფია).
თავის ახალ ჩიპში Intel-მა ჩადო ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ხდება ვიდეო ფაილების ტრანსკოდირება ისე რომ ამ პროცესში GPU არ მონაწილეობს. კომპანია ამ ტექნოლოგიას Quick Sync technology-ს უწოდებს და ალბათ პირველად სახელი კი არ აზვიადებს, არამედ პირიქით აკნინებს ტექნოლოგიის შესაძლებლობებს. ახალი ტექნოლოგია იმდენად სწრაფია, რომ აქამდე არსებული GPU საშუალებით ვიდეოს ტრანსკოდირების მცდელობები სასაცილო ჩანს მის ფონზე.

Posted Image

ახალ პროცესორებზე აჩქარების პრინციპი შეცვლილია. Sandy Bridge პროცესორში ფაქტიურად ყველაფერი ინტეგრირებულია და სიხშირის გენერატორმაც (clock generator) გადაინაცვლა დედა დაფიდან პროცესორში, რის გამოც მისი სიხშირე თითქმის სრულად ჩაკეტილია. BCLK აჩქარება მოკვდა! თუმცა ზოგიერთი პროცესორი გამოდის სრულად ღია მამრავლით, რაც საშუალებას მისცემს ენთუზიასტებს ააჩქარონ თავიანთი პროცესორები მამრავლის მომატებით.
Low End სეგმენტის პროცესორები სრულა ჩაკეტილია. ამის გამო ამ სეგმენტის Sandy Bridge პროცესორების ყიდვას ვერაფრით გირჩევთ და შესაბამისად ამ სეგმენტში AMD იქნება ბევრად უკეთესი არჩევანი.

ახალ პროცესორთან ერთად ინტელი კვალვ გვაიძულებს ახალი სოკეტზე გადავიდეთ. Intel-ის კაპიტალის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით ახალი პროცესორები არ იქნება LGA-1156 დედა დაფებთან დავსებადი და ახალი LGA-1155 დედა დაფების შეძენა მოგვიწევს მე6 სერიის ჩიპსეტით. თუმცა ძველი ქულერების გამოყენებას შევძლებთ მით უმეტეს ქულერების ბაზარი ინტელისთვის საინტერესო არ არის.

Posted Image
Clarkdale (მარცხნივ) Sandy Bridge (მარჯვნივ)

Sandy Bridge არქიტექტურაზე გამოვიდა 29 სხვადსხვა პროცესორი უკვე. ჯამში 15 მობილური სეგმენტისთვის და 14 დეკსტოპ სეგმენტისთვის. მობილური სეგმენტის პროცესორების მიმოხილვა Core i7-2820QM თამადობით შეგიძლიათ ნახოთ აქ.
შედარებისთვის წინა წელს Intel-მა წარმოადგინა 11 მობილური Arrandale პროცესორი და დეკსტოპ პროცესორი. მანამდე კომპანიამ დაანონსაLynnfield 3 პროცესორი და ასევე ცალი Clarksfield პროცესორი. ის რომ Sandy Bridge ინტელის ყველაზე დიდი პარტიაა თქმა აღარ უნდა. ახალიCore i7-ები მხოლოდ ბირთვიანია (დესკტოპ სეგმენტშო), Core i5 შეიძლება იყოს ან ბირთვიანი, ხოლო Core i3 მხოლოდ ორ ბირთვიანი პროცესორებია.

Posted Image

კომპანია გვპირდებოდა რომ მისი ახალი პროდუქტები არ იქნებოდა მხოლოდ მარკეტინგული სვლები და აი ჩვენ უკვე აქ ვართ და როგორც ჩანს კვლავ
პროცესორების მარკირებასთან გვაქვს საქმე, ერთი და იგივე კრისტალი და სხვაობა მხოლოდ სიხშირეები და ბირთვების რაოდენობაა? კომპანიაApple პრინციპში იგივეს აკეთებს, და ეს ის კომპანიაა რომელიც დღემდე კატეგორიულად წინააღმდეგია რომ მის მაუსზე ერთზე მეტი ღილაკი იყოს.

კომპანია ახალ პროცესორებს მე2 თაობას უწოდებს, მიუხედავად იმისა რომ რეალურად Core პროცესორებმა სამი თაობა გაიარეს უკვე (Conroe,Nehalem, და Westmere). სწორედ თაობის აღმნიშვნელია პირველი ციფრი სახელში და ახალი თაობის პროცესორებს ციფრიანი სახელი აქვთ. სავარაუდოდ მომავალში Ivy Bridge პროცესორების სახლეში ჩვენ ვნახავ 3-იანს.

ასევე სახელი ბოლოში არის სიმბოლოები მაგალითად ნიშნავს ღია მამრავლს (როგორც Black Edition AMD-ს შემთხვევაში). პროცესორების Kსიმბოლოს გარეშე ჩაკეტილი მამრავლით იქნებიან. ასევე არსებობს T და S პროცესორები რომლებიც გათვლილია OEM მწარმოებლებზე და მცირე ზომის და დაბალი ენერგომოხმარების სისტემებზე. S ნიშნავს “performance optimized lifestyle” და აქვთ 65W ენერგომოხმარება, ხოლო Tპროცესორები არის “power optimized lifestyle” და აქვთ 35W ან 45W ენერგომოხმარება. რა თქმა უნდა სიხშირე შემცირებულია ამ პროცესორებში. ასეთი რამ ადრეც გაუკეთებიათ Intel-საც და AMD-საც უბრალოდ Sandy შემთხვევაში არჩევანი საკმაირსზე მეტია.
პროცესორების დიფერენცირებისთვის ადრე კომპანია იყენებდა ტაქტურ სიხშირეს და ქეშის ზომას. შემდეგ დაემატა ბირთვების რაოდენობა და Hyper Threading. ეხლა უკვე GPU დამატებით არჩევანი კიდევ უფრო გაიზარდა.

Nehalem და Westmere პროცესორების აჩქარებისთვის მომხმარებელს შეეძლო BCLK გაზრდა 133MHz-დან თითქმის ორჯერ მეტ სიხშირემდე, პლუს მულტიპლერით მანიპულერბის საშუალება გარკვეულ წილას. Sandy Bridge პროცესორებში BCLK არის 100MHz რადგან ჩიპზეა მიბმული სიხშირის გენერატორიც (PLL), ასევე SATA და PCIe და მეხსიერების კონტროლერიც. ყოველივე ამის გამო BCLK ფაქტიურად ჩაკეტილია და მისი გაზრდის საშუალება მინიმალურია. არსებობს ინფო რომ 115MHz მიუღწევიათ მაგრამ რეალურად 103—105MHz უკვე მაქსიმუმია რომლის იქითაც შესაძლოა რაიმე კომპონენტი დავაზიანოთ. ხოლო 105MHz BCLK Core i7-2600 პროცესორზე იქნება აჩქარება 3.4GHz-დან 3.57GHz-მდე მხოლოდ იმის იქით კი ასეთი მეთოდით აჩქარება მკვდარია Sandy Bridge-ზე.

ერთადერთი აჩქარების საშუალება მამრავლის გაზდრაა, ხოლო თუ თქვენს პროცესორს Turbo არა აქვს (მაგალითად Core i3-2100 სერია) მაშინ თქვენ მხოლოდ სტოკ სიხშირით შეგიძლიათ ითამაშოთ. ალბათ ეს კარგი სიახლეა AMD-სთვის რადგან ამ სეგმენტში სერიოზულ კონკურენციას გაუწევს Intel-ს. თუ თქვენ პროცესორს აქვს Turbo (მაგალითად Core i5-2400), მაშინ თქვენ ე.წ. “შეზღუდული აჩქარების” საშუალება გეძლევათ. ანუ რეალურადTurbo-ს მაქსიმალურ მამრავლამდე აჩქარების საშუალება, რაც დაახლოებით 4GHz სიხშირეს ნიშნავს.

Posted Image

თუ შევხდევათ Core i5-2500 მაგალითსი მისი სიხშირე 3.3GHz-ია. როცა მხოლოდ ერთი ბირთვია დატვირთული პროცესორი 3.7GHz სიხშირეზე ადის ტურბო რეჯიმში. აჩქარებით ჩვენ შეგვიძლია მაქსიმუმ 4.1GHz-მდე ავიდეთ ერთი ბირთვზე, მაგრამ თუ ოთხივე ბირთვი დატვირთულია მაქსიმალური სიხშირე 3.8GHz იქნება აჩქარებით.

რაც შეეხება სერიის პროცესორებს ღია მამრავლით, ასეთი ჯერჯერობით სულ ორია Core i5-2500K და Core i7-2600K და მამრავლის წვალება შეიძლება 16x-დან 57x-მდე.

Posted Image

აჩქარების პოტენციალი სასიამოვნოდ დიდი აქვს (თუმცა ინტელი ყველანაირად კლავს ამ პოტენციასლ სხვადასხვა ლიმიტებით). ორივე პროცესორი თავისუფლად აღწევენ ~4.4GHz სიხშირეს დაბალი პროფილის მქონე BOX ქულერითაც კი.

Posted Image

სულ ეს არის რაც გვჭირდება 4.4GHz-სთვის მაგრამ ოდნავ უკეთესი ქულერით და მეტი ძალისხმევით მიიღწევა 4.6-დან 5.0GHz-მდე სიხშირე.

Posted Image

რამდენად სტაბილური იქნება ამ სიხშირეებზე ძნელი სათქმელია მაგრამ 4.5GHz-მდე აჩქარება უპრობლემოდ მოხდება. სერიის პროცესორებში დამატებითი თანხის გადახდა მოგვიწევს, 2500K დაახლოებით 11 დოლარით მეტი ღირს ვიდრე 2500 ხოლო 2600K 23 დოლარით ძვირი ვიდრე 2600. ასევე ბონუსის სახით სერიის პროცესორებზე HD Graphics 3000 გვექნება HD Graphics 2000-ის მაგივრად.
მეხსიერების აჩქარება ასევე მხოლოდ მამრავლის მატებით იქნება შესაძლებელი რის გამოც უფრო შეზღუდულია ვიდრე P55 ჩიპსეტზე, სამაგიეროდ მეხსიერების მამრავლი არაფერზე არ არის მიბმული და პროცესორისგან დამოუკიდებლად აჩქარდება ისევე როგორც GPU მამრავლი.

ჯერჯერობით ინტელი ორ ჩიპსეტს გვთავაზობს სერიას რომელსაც არა აქვს ინტეგრირებული ვიდეოს მხარდაჭერა და სერია რომელსაც აქვს. ასევე P67 ჩიპსეტს აქვს 2×8 CrossFire და SLI მხარდაჭერა მაშინ როცა H67 მხოლოდ ერთი x16 სლოტი აქვს. პროცესორში სულ 16 ცალი PCIe 2.0არხია.

Posted Image

H67-ს აქვს მეხსიერების და ვიდეო დაფის აჩქარების ფუნქცია მაგრამ არა პროცესორის, ასე რომ თუ პროცესორის აჩქარება გინდათ P67 დედა დაფა გჭირდებათ.

რომ არა SSD-ეები არავის დასჭირდებოდა მეტი გამტარობის მქონდე SATA. მაგრამ SSD-ებმა ყველაფერი შეცვალეს. ჯერჯერობით ერთადერთი SSDრომელიც 6Gbps sata პორტის გამტარობას იყენებს Crucial-ის RealSSD C300 მოდელია. მომავალში მინიმუმ კიდევ ორი ასეთი დევაისი იქნება გაყიდვაში SandForce-ის SF-2000 კონტროლერზე აგებული. და ყველა ამ SSD-ისთვის 3Gbps SATA გამტარობა საკმარისი აღარ იქნება.

Posted Image

სურათზე 6Gbps SATA პორტები და ოთხი ცალი შავი 3Gbps SATA პორტები. როგორც ხედავთ ინტელმა თავის ახალ ჩიპსეტებში ჩადო 4 sata-300-თან ერთად 2 ცალი sata-600 პორტის კონტროლერი.

ეხლა კი ვნახოთ 128GB RealSSD C300 გამტარობის შედარება სხვადასხვა პლატფორმაზე. Intel X58 (3Gbps)Intel P67 (3Gbps და 6Gbps), AMD’s 890GX (6Gbps) და Intel-ის X58 Marvell 9128 6Gbps SATA კონტროლერით.

Posted Image

Posted Image

Posted Image

Posted Image

ტესტების მიხედვით საკმაოდ ახლოს დგას შედეგები ერთმანეთთან და X58-საც კი საკმაოდ კარგად უჭირავს თავი 6Gbps პლატფორმებთან შედარებით. ასევე AMD-ს სერიის ჩიპსეტი არაფრით ჩამოუვარდება ინტელის მე6 სერიის და Marvell-ის 91xx კონტროლერებს.

Sandy Bridge პლატფორმასთან ერთად ბევრი მწარმოებელი გადადის UEFI-ზე 32-ბიტიანი BIOS-ის მაგივრად. ერთ-ერთი უპირატესობა ახალ სისტემას ექნება ის რომ უპრობლემოდ მოხდება ერთ partition-იანი 3TB მოცულობის HDD-დან ოეპრაციული სისტემის ჩატვირთა. ASUS-ის და არა მარტო ყველამე6 სერიის დედა დაფა ახალ UEFI-ის იყენებს თავისი GUI-ით (Graphical user interface) და რა თქმა უნდა მაუსის მხარდაჭერით.

http://youtube.com/v/YLwHKHqBitc

ზოგიერთს შეიძლება შეუყვარდეს ახალი ინტერფეისი, ზოგიერთს პირიქით შესძულდეს. ზოგ შემთხვევაში მაუსი უფრო სწრაფი იქნება კლავიატურაზე, ზოგჯერ პირიქით ნელი. UEFI-ში ჩადებული იქნება მაუსის scroll ფუნქციაც რაც ასევე გაადვილებს ნავიგაციას.

P55 ჩიპსეტებისგან განსხვავებით თქვენ შეგიძლიათ SATA კონტროლერი compatible/legacy IDE mode-ში დააყენოთ. ისევე როგორც X58 ჩიპსეტზე. ეს ფუნქცია დაგეხმარებათ HDDERASE იგივე secure erase (ოპერაციულ სისტემაში delete ფუნქციის გამოყენებისას იშლება მხოლოდ სახელი ისე რომ სისტემა ვერ პოულობს ფაილებს, სინამდვილეში ფაილი ისევ მყარ დისკზეა სანამ მას რამე ახალი ფაილი არ გადაეწერება, ამ პრინციპის იყენებნ File recovery პროგრამები წაშლილი ფაილების აღდგენისას) შემთხვევაში. თუ თქვენ არ გინდათ HDDERASE გამოყენება მე6 სერიის დედა დაფებზე თქვენHDDERASE4 გაშვება რათა გაანულოთ UEFI ბიოსის დაცვის სისტემა, ხოლო შემდეგ გაუშვათ HDDERASE3 რათა სრულად წაშალოთ ყველაფერი დისკზე.

ალბათ ყველაზე დიდი წინსვლა POST ეკრანის გავლის დროა. ძველ ჩიპსეტებზე ამას 29.4 წამი მიქონდა ეხლა კი ეს პროცესი 22.4 წამი გრძელდება.

რაც შეეხება Z68 ჩიპსეტს. თუ H67 ჩიპსეტზე თქვენ შეგიძლიათ ინტეგრირებული ვიდეოს გამოყენება და მეხსიერების და ვიდეოს აჩქარება, ამ ჩიპსეტზე პროცესორის ღია მამრავლს ვერ გამოიყენებთ. P67 ჩიპსეტზე ღია მამრავლის გამოყენება შეიძლება მაგრამ თქვენ ვერ გამოიყენებთ ინტეგრირებულ ვიდეო დაფას. წლის მეორე მეოთხედში გამოვა Z68 ჩიპსეტი რომელსაც ექნება ღია მამრავლის და ინტეგრირებული ვიდეოს გამოყენების ფუნქციაც. ასევე Z68 ჩიპსეტზე იქნება რამე SSD Caching ტექნოლოგია რომელიც ინტელის Rapid Storage Technology 10.5 დრაივერის გამოსვლასთან ერთად გაჩნდება. SSD caching უნდა იყოს რაღაც SSD/HDD ჰიბრიდის მსგავსი ერთ partition-ში გაერთიანებული ხოლო დრაივერი განსაზღვრავს სად შეინახოს ინფო SSD ნაწილზე თუ HDD ნაწილზე. ჯერჯერობით უცნობია ახალი 10.5 დრაივერით თუ იქნება ანალოგიური ფუნქციის P67 და H67ჩიპსეტებზე ჩართვა შესაძლებელი.

წლის მე4 მეოთხედში გამოდის LGA-2011 სოკეტი. რომლის კოდური სახელიც Sandy Bridge-E იქნება და ამ სერიაში შევა 4 ბირთვიანი და 6 ბირთვიანი პროცესორებიც უფრო მეტი L3 ქეშით. Sandy Bridge-E ექნება ინტეგრირებული PCIe კონტროლერი ისევე როგორც 1155 სოკეტს მაგრამ მას არ ექნება ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი. ასევე მაქსიმალური TDP არის 95W ხოლო ახალ სოკეტზე TDP გაიზრდება 130-მდე ისევე როგორც 1366სოკეტზე. რა თქმა უნდა საჭირო იქნება ახალი სოკეტი LGA-2011 და პროცესორების ფასი დაიწყება 294 დოლარიდან სრულ 999 დოლარამდე.

თუ თქვენ გაინტერესებთ ტექნოლოგიური დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სტატია სრულად http://www.anandtech…3-2100-tested/9
მე აქ ვეცდები შედარებით გასაგებად ავხსნა თუ რამდენად ეფექტურია Quick Sync ტექნოლოგია.
ეს არის ცხრილი რომელიც ასახავს 200,000 კადრიანი ფილმის დეკოდირების სიჩქარეს. ფილმი არის Casino Royale Blu-ray ფორმატში რომელიც გადაყვანილი იქნა 15Mbps 1080p H.264 ფორმატში.

Posted Image

როგორც ხედავთ 200 დოლარიანი პროცესორი ბევრად უფრო სწრადა ახდენს ვიდეოს ტრანსკოდირებას (ფორმატის შეცვლას). Radeon HD 6970ვერაფრით ჯობნის 6870-ს და ორივე იგივე სიჩქარით ახდენს კოდირებას რასაც Core i5-2500K Quick Sync გარეშე.

NVIDIA-ს 460 15.7%
 პროცენტით უფრო სწრაფია მაგრამ რეალურად ამ სიჩქარეში იაკრგება ხარისხი. ხოლო ინტელის Quick Sync 48%-ით უფრო სწრაფია ვიდრე GTX 460 და 71%-ით უფრო სწრაფი ვიდრე HD 6970.

შემდეგი მაგალითი უკვე დეკოდირებული 15Mbps 1080p x264 ხარისხის Quantum of Solace Blu-ray ფილმი, რომლის კოდირება ხდება iPhone 4-ისთვის4Mbps 720p H.264 ხარისხის ფორმატში.

Posted Image

აქ ბირთვიანი Phenom II X6 1100T უფრო სწრაფია ვიდრე Core i5-2500K რომელსაც არ აქვს Hyper Threading. ორივე დაახლოებით HD 6870 სიჩქარეს უტოლდება. GTX 460 უფრო სწრაფია ვიდრე ნებისმიერი x86 CPU. და კვალვ Quick Sync ჯიბეში ისვავს ყველას :) 200 კადრით წამში 2X-ზე უფრო მეტად სწრაფია ვიდრე Core i5-2500K და Phenom II X6 1100T. ხოლო GTX 460 ვიდეო დაფას ორჯერ აღემატება.

მესამე მაგალითი 12Mbps 1080p x264 კოდირებული The Dark Knight ფილმია რომელიც 640×480, 1.5Mbps ხარისხში გადაგვყავს iPod Touch-ისთვის.

Posted Image

აქ 6970 აჩვენებს მცირე უპირატესობას 6870-თან შედარებით, თუმცა x86 პროცესორების სიჩქარისგან შორს დგას, ხოლო Quick Sync თითქმის 4ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე 6970 და ორჯერ უფრო სწრაფი ვიდრე სხვა დანარჩენი.
ერთი მომენტია Quick Sync მუშაობს მხოლოდ მაშინ როცა პროცესორის ინტეგრირებული GPU ჩართულია ანუ დისკრეტულ ვიდეო დაფასთან ერთად ან P67 ჩიპსეტზე ჩვენ Quick Sync ტექნოლოგიას ვერ ვამუშავებთ. ინტელი კვპირდება რომ მომავალში ეცდება ეს პრობლემა გადაჭრას.

ყველა მე2 თაობის Core პროცესორს აქვს კრისტალში ინტეგრირებული ვიდეო HD Graphics 3000 რომელსაც 12 ბირთვი (EU როგორც მას ინტელი ეძახის) აქვს და HD Graphics 2000 რომელსაც 6 EU აქვს. სიხშირე ორივეს ერთი და იგივე აქვს თუმცა სხვადასხვა პროცესორზე GPU ტურბო სხვადასხვა იქნება. ყველა EU 128 ბიტიანია რაც ნიშნავს რომ თითო EU დაახლოებით Cayman-ის ერთი Streaming Processor-ის დონის არის. ამასთან ყველა მობილური სეგმენტის პროცესორს ექნება HD Graphics 3000.
Clarkdale-ისგან განსხვავებით ახალი სერიის HD ვიდეო დაფებს აქვთ Turbo და თუ პროცესორი დაბალ სიხშირეზე მუშაობს ვიდეოს შეუძლია გაზარდოს თავისი სიხშირე. სტანდარტული სიხშირე ორივე GPU-სთვის არის 850MHz მაგრამ Turbo რეჟიმში მისი სიხშირე აღწევს 1100MHz-ს გარდა Core i7-2600/2600K პროცესორებისა რომელთა GPU-ს მაქსიმალური ტურბო სიხშირე 1350MHz-ია.

Posted Image

ცოტა სხვანაირად არის საქმე მობილურ სეგმენტში. GPU სიხშირე 650MHz-ია მაგრამ ტურბო რეჟიმში 1300MHz აღწევს. საინტერესოა რომ ინტელმა უკეთესი ვიდეო დაფით აღჭურვა პროცესორები რომლებთან ერთადაც სავარაუდოდ მხოლოდ დისკრეტულ ვიდეო დაფებს გამოიყენებენ მომხმარებლები, ალბათ პროცესორების ფასის უფრო მეტად გასამართლებლად. სულ სხვანაირად არის მობილურ სეგმენტში სადაც ინტელმა ყველა პროცესორი HD 3000-ით აღჭურვა რათა OEM მწარმოებლების გული მოეგო.

რაც შეეხება ინტეგრირებული გრაფიკული ვიდეოს წარმადობას. შესადარებლად გამოყენებულია ორო ვიდეო დაფა Radeon HD 5450 80 SP-თი 650MHzსიხშირეზე მომუშავე, 64 ბიტიანი მეხსიერბეის ინტერფეისით და 1600MHz GDDR3 მეხსიერებით, რომლის ფასი დაახლოებით 45 დოლარია, ხოლო მეორე ვიდეო HD 5570-ია რომელიც 70 დოლარი ღირს 400 SP აქვს 650MHz სიხშირეზე, 128 ბიტიანი ინტერფეისი და 1800MHz GDDR3 მეხსიერება.

ეხლა ვნახოთ ტესტირების შედეგები Dragon AGE – 1024×768 თამაშში.

Posted Image

Core i3-2100 და Core i5-661 ერთი და იგივე წარმადობას აჩვენებენ და ოდნავ ჯობნიან AMD-ს 890GX. ამ სეთინგებზე სამივე ვიდეო დაფით თამაში შესაძლებელია FPS-ის გათვალისწინებით. HD Graphics 3000 ბევრად სწრაფია ვიდრე Clarkdale-ის გრაფიკული ბირთვი და HD 5450 ვიდეო დაფასაც ჯობნის. ხოლო HD 5570 57%-ით უფრო უკეთესია ვიდრე HD 3000.

Dawn of War II – 1024×768

Posted Image

აქ ინტელის გრაფიკული ბირთვები HD 5450 ვიდეო დაფასაც ჩამორჩნენ. და 25%-ით ნაკლები წარმადობა აჩვენეს.

Call of Duty: Modern Warfare 2 – 1024×768

Posted Image

ინტელის HD 3000 ვიდეო დაფები HD 5450-ზე 5%-ით უკეთეს წარმადობას აჩვენებენ რასაც ვერ ვიტყვით HD 2000 ვიდეოზე, რომელიც 890GX-სთანაც კი აგებს.

BioShock 2 – 1024×768

My link

კვლავ HD Graphics 3000 ვიდეო დაფები Radeon HD 5450-ზე სწრაფი არიან.

World of Warcraft – 1024×768

Posted Image

HD Graphics 3000 ვიდეო დაფები კვლავ ჯობნიან Radeon HD 5450 ვიდეოს და აქ FPS საკმაოდ მაღალია ნორმალური თამაშისთვის.

HAWX – 1024×768

Posted Image

HD 5570 რჩება ლიდერად ხოლო Sandy Bridge სადღაც $40-$50 GPU დონის შედეგებს აჩვენებს.

Starcraft II – 1024×768

Posted Image

ალბათ ეს თამაში არ არის Sandy Bridge-ის ძლიერი მხარე.

პროცესორის ტესტი
Posted Image

Call of Duty: Black Ops – 1024×768

Posted Image

ამ ტესტში 2000 და 3000 დაფებს შორის დიდი სხვაობა არც არის.

Mafia II – 1024×768

Posted Image

ამ თამაშში კადრის ცვლა ძალიან დაბალია და მოგიწევთ 70 დოლარის დახარჯვა თუ გინდათ რომ სიამოვნება მიიღოთ თამაშისგან. თუმცა თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თქვათ რომ ვიდეო დაფასა ეს თამაში “მიაქვს”.

Civilization V – 1024×768

Posted Image

აქ წარმადობა ძალიან დაბალია. HD 5450 ვიდეო დაფაზეც კი არ იქნება გამოსახულება კარგი.

Metro 2033 – 1024×768

Posted Image

ასეთი ახალი თამაშების სათამაშოდ ინტელის გრაფიკული ბირთვი ისევე როგორც დაბალი დონის დისკრეტული ვიდეო დაფები არ გამოდგება.

DiRT 2 – 1024×768

Posted Image

ალაგ-ალაგ ჩავარდნების მიუხედავად ამ თამაშში წარმადობა ასე თუ ისე მისაღებია.

ყველა ტესტი აქამდე 1024×768 რეზოლუციაზე ჩატარადა, საინტერესო როგორ იცვლება წარმადობა HD Graphics 3000 და HD 5450 ვიდეო დაფებზე როცა რეზოლუცია იზრდება. ამ ორმა ვიდეო დაფამ შედარებით ერთნაირი შედგეები აჩვენეს ტესტებში.

Posted Image

მაღალ სიხშირეზე სხვაობა მცირდება ვიდეო დაფებს შორის.

Posted Image

Call of Duty-ში პირიქით სხვაობა იზრდება რადგან მაღალ რეზოლუციაზე თამაში უფრო მეტად ტვირთავს ვიდეოს გამომთვლელ ბირთვს.
საბოლოო ჯამში HD Graphics 3000 ისევე სკალირებს რეზოლუციაზე როგორც დაბალი დონის დისკრეტული ვიდეო დაფები.

Posted Image

თუ უკანასკნელ დიაგრამას შევხედავთ HD Graphics 3000 უფრო ძნელად იტანს დეტალების ხარისხის გაზრდას ვიდრე დისკრეტული ვიდეო დაფები.

როგორც გითხარით ინტელის HD Graphics 2000 და 3000 სტოკ სიხშირე 850MHz-ია. 32 ნანომეტრული ტექნოპროცესის წყალობით აჩქარების პოტენციალი საკმაოდ დიდია, პლუს არანაირი შეზღუდვა აჩქარებაში. Core i3-2100-ის HD Graphics 2000 აჩქარებით 1.6GHz სიხშირემდე შესაძლებელია ვინდოუსის ჩატვირთვაც და თამაშის გაშვებაც კი მაგრამ სისტემა სტაბილურია 1.4GHz სიხშირეზე რაც 64.7% აჩქარებაა.

Posted Image

ზოგიერთ თამაშში 6 EU-ს მქონე HD Graphics 2000 აჩქარებით HD Graphics 3000-ის წარმადობაც კი მივიღეთ.

იგივე ექსპერიმენტი ჩატარადა Core i5-2500K ვიდეო დაფაზე, იმის სანახავად მიაღწევდა თუ არა HD 5570-ის დონეს. მაქსიმალური სიხშირე 1.55GHzიყო (თითო ბიჯზე 50MHz-ის მომატება შეიძლება)

Posted Image

82.4% აჩქარებით მიიღება 0.6%-დან 33.7%-მდე მატება. შეიძლება ეს არ არის საშინელი შედეგი მაგრამ ნამდვილად არ არის კარგი შედეგი.

ეხლა გადავიდეთ პროცესორის ტესტირებაზე:

სატესტო სისტემა:

Posted Image

SYSMark 2007 შედეგები

Posted Image

აქ როგორც ხედავთ 2600K ჩემპიონია და 317 დოლარიანი ჩიპი ინტელის Core i7 980X ჯობნის. 2500K-ც კი უფრო კარგ შედეგს აჩვენებს ვიდრე 980X. ასევე საინტერესოა რომ Sandy Bridge 20%-ით ჯობნის იგივე ფასისი Core i5 750 პროცესორს. სამაგიეროდ Core i3 2100 მხოლოდ 5%-ით ჯობნისClarkdale-ს.

Adobe Photoshop CS4 Performance

Posted Image

ისევ 2600K 9.7%-ით უფრო სწრაფია ვიდრე 980X ხოლო 2500K თითქმის იგივე შედეგს აჩვენებს. Core i3 2100 ბევრად უკეთეს შედეგეს აჩვენებს ვიდრე i3 540 და დაახლოებით 30%-ით ჯობნის და უთანაბრდება AMD Phenom II X6 1100T შედეგს.

ვიდეოს კოდირების შედეგები:

Posted Image

მიუხედავად Quick Sync უპირატესობისა ჯერ-ჯერობით არ არსებობს პროგრამა რომელიც გამოიყენებს ინტელის კოდირების ძრავს. თუმცა Sandy Bridge მაინც ბევრად სწრაფია კოდირებისას.
ხოლო WME ტესტში მაინც ჩანს უპირატსობა ახალი არქიტექტურის გამო.

Posted Image

Graysky’s x264 ტესტში Core i7 980X გარდა ვერც ერთი პროცესორი ვერ ჯობნის Sandy Bridge-ს. Core i7 2600K 10%-ით უფრო სწრაფია ვიდრე Core i7 975 ხოლო 2500K ადვილად უმკლავდება თავის Lynnfield კონკურენტებს.

Posted Image
Posted Image
Posted Image
Posted Image

წარმადობა 3D რენდერში (მიშა ეს ნახე რა :))

3dsmax 8 benchmark 
Posted Image

2600K მცირედ ჯობნის 980X პროცესორსაც კი, ხოლო 2500K Hyper Threading-ის გარეშე ადვილად უმკლავდება i7 975 პროცესორს.

Cinebench რომელიც შექმნილია Cinema 4D წარმომადგენლების მიერ.

Posted Image

ერთი ნაკადის ტესტში Core i3 2100-ც კი უფრო სწრაფია ვიდრე 980X!

Posted Image

POV-Ray ბენჩმარკი

Posted Image
Posted Image

ფაილების კომპრესია და დეკომპრესია (არქივაცია)

Par2

Posted Image

სერიის პროცესორები 980X-ზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ.

ყველა ტესტში აქამდე Sandy Bridge საოცარ შედეგებს აჩვენებს და 2600K უფრო სწრაფია ვიდრე 980X რეალურ პირობებში. 7-Zip ბენჩარკი ნაკადებზე დამოკიდებული ტესტია და ვნახოთ რა შედეგს მოგვიტანს ბირთვი.

Posted Image
Posted Image
Posted Image

Visual Studio 2008

ამ ბენჩს შეუძლია სრული 12 ნაკადის დატვირთვა და როგორც ხედავთ შდეგებით 2600K ვერ ჯობნის 980X თუმცა სხვა დანარჩენ პროცესორებზე მინიმუმ 12%-ით უმჯობესია. 2500K-საც არა უშავს თუმცა რადგან მას არა აქვს Hyper Threading Phenom II X6 1100T-სთანაც კი აგებს.

Posted Image

Flash Video Creation
Posted Image

Excel Math Performance
Posted Image
Posted Image

არ არსებობს ბაზარზე Sandy Bridge-ზე უკეთესი პროცესორი თამაშებისთვის. Core i5 2500K და 2600K ლიდერობენ ყველგან.

ტესტები ჩატარდა GeForce GTX 280 ვიდე დაფით 1680 x 1050 გაფართოებით და AA/AF გამორთული.

Fallout 3
Posted Image

Left 4 Dead 
Posted Image

Far Cry 2

Posted Image

Crysis Warhead
Posted Image

Dragon Age აქ ვიდე დაფა HD 5870 იყო
Posted Image

Dawn of War II
Posted Image

World of Warcraft 
Posted Image

Starcraft II – heavy CPU test
Posted Image

Civ V აქ უკვე ვიდეო დაფა GTX 580 იყო.
Posted Image
Posted Image

დენის მოხმარება:

32 ნანომეტრული ტექნოლოგიის წყალობით დენის მოხმარება საკმაოდ დაბალია მით უმეტეს როცა ინტეგრირებული ვიდეო დაფა გარმოთულია.

Idle რეჯიმში
Posted Image

დატვირთვისას
Posted Image

საბოლოო ჯამში Sandy Bridge არ არის უზარმაზარი ნახტომი წინ და იგი არ წარმოადგენს ultra-high-end პროცესორს. ეს ალბათ უფრო გუშინდელი წარმადობაა რომელიც იაფად მივიღეთ დღეს. ალბათ Sandy Bridge არის X58 სისტემის დამაგვირგინებელი რგოლი. და დღეისათვის რეალურად ჯობია Core i7-2600K იყიდო ვიდრე Core i7-980X თუ გავითვალისწინებთ ფასის სხვაობას და ფაქტიურად იგივე წარმადობას თუ უფრო მეტსაც არა ზოგიერთ შემთხვევაში. 317 დოლარად თქვენ შეგიძლიათ დაახლოებით ისეთივე წარმადობა მიიღოთ როგორიც 999 დოლარად X58 ჩიპსეტზე. Core i5-750/760 თუ შევადარებთ 10-50% სხვაობა გექნებათ სხვადასხვა შემთხვევაში. უმეტესი უპირატესობები არქიტექტურის დამსახურებაა.

მიუხედავად იმისა რომ ყველგან სხვადასხვა შეზღუდვები დაგვიწესა ინტელმა, მაინც Sandy Bridge ერთ-ერთი ყველაზე კარგი სარაზგონო ჩიპია რაც აქამდე გამოსულა. ერთადერთი ყველანაირად ჩაკეტილი სისტემა Core i3-ია და აქ უკვე ალტერნატივის სახით გვევლინება AMD. Core i3-2100 მაინც ნაბიჯია წინ მაგრამ არა ისეთი როგორიც 2500K. თქვენ იღებთ დაახლოებით 5-20% მატებას.

ერთ კრისტალში გაერთიანებული GPU და ასევე Quick Sync საკმაოდ წინ წადგმული ნაბიჯია. Clarkdale/Arrandale ბირთვზე ინტელის გრაფიკული ბირთვი $40-$50 ფასის დისკრეტულ ვიდეო დაფებსაც ვერ უწევდა კონკურენციას. Sandy Bridge-ზე ინტელმა შეძლო ამ წარმადობის მიღება. შემდეგი ნაბიჯი 70 დოლარის ღირებულების ვიდეო დაფების დონის მიღწევაა. თუმცა HD Graphics 2000 ვერსია მაინც საკმაოდ სუსტია.

პრინციპში ეს საბოლოო სიტყვა ვიდეო დაფის განხილვას უფრო მომაგონებს რადგან სწორედ ამ ნაწილში უჭირს სენდის. არ დაგავიწდეთ რომ ინტელმა პროცესორი გამოუშვა და იქ სადაც პროცესორის წარმადობაა საჭირო კომპანია სიმაღლეზე დგას.

იმედია თავი არ მოგაწყინეთ ამ მეტად საინტერესო მიმოხილვით

წყარო და ნაკადული შეგიძლიათ იხილოთ აქ
http://www.anandtech…3-2100-tested/1

წყარო: overclockers.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s