მთლიანად Nvidia

Posted Image

 

1. კომპანიის ისტორია
Nvidia ინტერნაციონალური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს გრაფიკის გადამამუშავებელ ჩიპებს (GPU) პერსონალური კომპიუტერებისთვის, მობილური მოწყობილობებისთვის და სუპერკომპიუტერებისთვის (workstation-ს სხვა სახელი ვერ მოვუძებნე). გარდა GPU-ებისა კომპანია აწარმიებს ინტეგრირებულ სქემებს, ჩიპსეტებს, სათამაშო კონსოლების ვიდეოდაფებს და პერსონალური კომპიუტერების დედაპლატებს. კომპანიის სათაო ოფისი სანტა კლარაში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს (ჩაულაღლაღა ATI-ს შტაბ-ბინის არქიტექტურას?)
თავად კომპანია საკმაოდ ახალი გამოდგა – იგი 1993 წელს დაფუძნდა. დამფუძნებლებმა – კერტის პრიმმა, კრის მალაჩოვსკიმ და ჯენ-სუნ ჰუანგმა კომპანიისთვის საჭირო ფული “Sequoia Capital”-ს დასცინცლეს. სხვათაშორის ამ უკანასკნელმა თავის დროზე დააფინანსა ისეთი ფირმები, როგორიცაა Apple, Atari, Electronic Arts, Google, PayPal, Yahoo, Youtube და სხვ.
2000 წელს, უკვე საკმაოდ მოძლავრებულმა Nvidia-მ შეისყიდა მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი 3Dfx, 2005-ში – ULI Electronics, ATI-ს ნორთბრიჯების მთავარი მწარმოებელი და გადაიქცა გიგანტად, რომელთან შერკინებაც უწევს საბრალო (ან არც ისე საბრალო) AMD-ATI-ს, რომელსაც დღესდღეობით ბაზრის მხოლოდ 27% უჭირავს.

2. ვიდეოდაფები
ჩავთვალოთ, რომ თქვენთვის ყველაზე მეტად ცნობილი ნაწარმი ვიდეოდაფები გახლავთ და თხრობაც სწორედ აქედან დავიწყოთ. რადგან ჩვენს ნიუსჰანტერს – Chibo-ს უკვე დაწერილი აქვს სტატია Nvidia-ს პირველ დაფებზე, პირდაპირ ჩავსვამ ჩემს სტატიაში მის ნაწერს. იმედია არ გამინაწყენდება, საავტორო უფლებები ხომ დაცულია :rolleyes:.

Posted Image

nVidiaს ისტორია დაიწყო NV1 ჩიპით, რომელიც წარმოადგინა SGS-THOMSON Microelectronics-მა სახელად STG-2000, დაფაზე ინტეგრირებული იყო 2D-დაფა,3D-ამაჩქარებელი, ხმის-დაფა და Sega Saturnის კონტროლერის პორტი, ყველაფერი ერთ PCI დაფაზე,დეტალები გაირკვა Diamond Edge 3Dით წლის შემდეგ როდესაც nVidia დაარსდა. მთავარი პრობლემა NV1ის იყო 3Dს გადამუშავება: პროცესორი იყენებდა quadratic texture mapping, QTM. ცოტა ხნის შემდეგ მოხდა მეხსიერების გადიდება 2 დან 4MB მდე.

nVidia NV1

გამოშვების თარიღი სექემბერი 1995წელი
ინტერფეისი: PCI
სიჩქარე: 12 Mtexels/s
DirectX ვერსია: –
მახსოვრობის ტიპი: EDO/VRAM
მაქსიმალური მახსოვრობა: 4 MB
მახსოვრობის ტაქტური სიხსირე 75 MHz
ბიტები: 64ბიტი
მაქსიმალური გამტარობა 0,6GB/წ
მაქსიმალური გაფართოება 600 x 1 200 / 15 ბიტი
ვიდეოშემსვლელი 1 x VGA
RAMDAC 170 MHz

NV2 ჩიპი იყენებდა რენდგენის მექანიზმს რომელიც ვერადა ვერ გამოჩდა სამყაროში, ის უნდა გამოყენებულიყო კონსულ Dreamcastში(რომლის მოვალეობაც Sega Saturnის შეცვლა იყო), მაგრამ Sega მ უარი თქვა ტექნოლოგია (PowerVR)ზე.

Riva 128 და Direct3D

Posted Image

1997 წელს nVidia გადავიდა ახალ ჩიპზე NV3 ზე რომელიც ცნობილი იყო როგორც “Riva” იშიფრება როგორც ( “Real-time Interactive Video and Animation accelerator” ). არსებობდა ორი ვერსია ამ ჩიპის Riva 128 და Riva 128ZX, განსხვავება კი ის იყო რომ ZX იყენებდა ბევრად სწრაფ RAMDACს და 4MBს მაგივრად 8MBს და ასევე ქონდა AGP 2xის მხარდაჭერა, Riva 128მ მიიღო დადებითი შეფასება, მისი მომხიბვლელი ფასისა და ხარისხის გამო, მას ქონდა ქონდა 2D და 3D, ასევე Direct3D. OpenGL დრაივერები გამოშვებული იყო მხოლოდ 128ZXზე, (QUAKE).

Nvidia NV3 (Riva 128/128ZX)

გამოშვების ტარიღი:აპრილი 1997წ მარტი 1998
ინტერფეისი: PCI/AGP 1x PCI/AGP 2x
სიჩქარე: 100 Mtexels/s 100 Mtexels/s
რენდერინგი: 1 1
ტექსტურები:1 1
ტაქტური სიხშირე:100 MHz 100 MHz
ტექპროცესორი:0,35 მკმ : 0,35მკმ
ტრანზისტორები:3,5 მლნ. 3,5 მლნ.
DirectX ვერსია: 5 5
მეხსიერების ტიპი:SDRAM SDRAM
მაქსიმალური მეხსიერება: 4 MB 8 MB
მეხსიერების სიხშირე:100 MHz 100 MHz
ბიტი: 128 ბიტი 128ბიტი
გამტარობა: 1,6 GB/წ 1,6 GB/წ
შემსვლელები: 1 x VGA 1 x VGA
RAMDAC 206 MHz 250 MHz

OEM ებში Riva 128 გახდა ძალიან პოპულარული მისი ფასის გამო,ასევე იყო Voodoo Graphics მაგრამ Riva 128 იყენებდა შედარებით მეტ ბიტს.

NV4: Twin Texels და TNT

Posted Image

1998 წელს 3Dfxმა გამოუშვა 3D-დაფა Voodoo2, მაგრამ მას ქონდა ბევრი მინუსები კერძოდ კი:16ბიტ ფერი, მხოლოდ PCIინტერფეისი (პრაქტიკაში უკვე იყო AGP მოდელები).ამის შემეგ გამოვიდა ახალი Riva TNT, პირველი სწრაფი 3D-ვიდეოდაფა დიდი მახსოვრობით (იმ დროისთვის )და შიდა 2D-შესაძლებლობები. ზოგიერთი დეტალის გარდა (ვიდეოდაფას არ ქონდა MPEG2 ის მხარდაჭერა , ATIს ვიდეოდაებისგან განსხვავებით), TNT გამოდგა ძალიან კარგი. ეს იყო პირველი ვიდეოდაფა nVidiaსგან, რომელსაც შეეძლო 1 გადაცემით დაეფიქსირებინა 2 ტექსტური, ამის გამო მიიღო მან სახელი TNT – “TwiN Texel”

nVidia NV4 (Riva TNT)

გამოშვების თარიღი: 1998
ინტერფეისი: PCI/AGP 2x
სიცქარე: 180 Mtexels/წ
რენდერინგი: 2
ტექსტური: 2
ტაქტური სიხშირე 90 MHz
ტექპროცეოსორი: 0,35 მკმ
ტრანზისტორები 7 მლნ.
DirectX ვერსია: 6
მახსოვრობის ტიპი: SDRAM
მეხსიერება: 16 MB
მეხსიერების სიხსირე: 110 MHz
ბიტი: 128
გამტარობა: 1,75 GB/წ
შემსვლელი: 1 x VGA
RAMDAC 250 MHz

TNT ვიდეოდაფა არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი როგორსაც თავიან გეგმავდნენ, nVidia ას უნდოდა გამოეშვა Voodoo2ზე სწრაფი ვიდეოდაფა რომელიც გამოიყენებდა 250ნმ ტექნოლოგიას,ტექპროცესორის სიხშირე 110MHz,200 MHz მახსოვრობისთვის, მაგრამ საბოლოოდ TNTიყენებდა 350-ნმ ტექპროცესორს 90 MHz , როგორც 3Dfx, და მახსოვრობის სიხშირე მუშაობდა 110 MHzზე.

NV5: პირველი Ultra

1999 წელს გამოვიდა ვიდეოდაფა TNT2 იგი ახლოს იყო ორიგინალ TNTსთან, 350 დან გადავიდა 250ნმ ტექნოლოგიაზე, ამის გარდა nVidia მ გამოუშვა პირველი Ultra-დაფა ბაზარზე. nVidia მ გადაწყვიტა გამოეშვა 2 ვერსია TNT2 და TNT2 Ultra, TNT2 იყო ყველაზე ძლიერი ვიდეოდაფა თავის დროზე, მისთვის ადვილი იყო გადაევლო Voodoo3 ისთვის,ასევე MPEG2 ის მხარდაჭერა, ეს იყო nVidiaს პირველი ვიდოდაფა AGP 4xზე.

Nvidia NV5 (Riva TNT2, TNT2 Ultra)
გამოშვების თარირი: მარტი 1999 მარტი 1999
ინტერფეისი: PCI/AGP 4x PCI/AGP 4x
სიჩქარე 250 Mtexels/s 300 Mtexels/s
რენდერინგი: 2 2
ტექტურები: 2 2
ტაქტური სიხშირე: 125 MHz 150MHz
ტექპროცეოსრი: 0,25მკმ 0,25 მკმ
ტრანზისტორები: 15 მლნ. 15 მლნ.
DirectX ვერსია: 6 6
მეხსიერების ტიპი: SDRAM SDRAM
მახსოვრობის მოცულობა : 32MB 32 MB
მახსოვრობის სიხშირე: 150 MHz 183MHz
ბიტი: 128 ბიტი 128 ბიტი
გამტარობა; 2,4 GB/წ 2,9 GB/წ
შემსვლელები 1 x VGA 1 x VGA
RAMDAC 300 MHz 300 MHz

თავად სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ

Nvidia GeForce.
Posted Image
ჯიფორსი ალბათ Nvidia-ს ყველაზე ცნობილი ბრენდია. იგი ვიდეოდაფებს მოიცავს, რომელთაგან პირველი 1999 წლის აგვისტოში გამოვიდა. ეს იყო GeForce 256. სურათზე მის GPU-ს ხედავთ.

Resized to 45% (was 1600 x 1600) – Click image to enlargePosted Image

თავის დროისთვის GeForce 256, იგივე NV10, რევოლუციური გახლდათ. მას შეეძლო წამში 10 მილიონი მრავალკუთხედის (თქვენებურად “პოლიგონის”) აგება და გადამუშავება. გარდა ამისა 220nm-იან GPU-ში ინტეგრირებული იყო განათების გამომთვლელ-გადამამუშავებელი, რამაც ვიდეოდაფაზე დამატებითი ჩიპის არსებობის აუცილებლობა გააქრო, Nvidia-ს პროდუქცია კი გაიაფდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მის კონკურენტ დაფებთან შედარებით Geforcec 256-ს 50%-ით მაღალი FPS ჰქონდა თამაშებში, ხოლო Direct3D 7-ის სრულმა მხარდაჭერამ დაფას ხანგრძლივი სიცოცხლე მისცა – Geforce 256-ის მხარდაჭერის მქონე ბოლო თამაში 2006 წელს გამოვიდა. ეს იყო “Star Wars: Empire at War”.

GeForce 2 სერიის მეორე წარმოადგენელია. მან მისი წინამორბედისგან მიიღო მრავალი ფუნქცია, მაგრამ გამოირჩეოდა 180nm-იანი არქიტექტურით, ჰქონდა texture mapping-ის მეორე ერთეული, რამაც fill rate გააორმაგა. სხვათაშორის სახელწოდება GeForce2 სწორედ ამ გაორმაგებული fill rate-დან წარმოსდგება. გარდა ზემოაღნიშნული სიახლეებისა GPU-მ HDPV ფუნქციაც მიიღო, რომლის წყალობითაც მადლიერმა მომხმარებლებმა გამოსახულების HDTV გაფართოებით ჩვენების საშუალება მივიღეთ. სურათზე: GeForce2 MX GPU

Resized to 43% (was 1655 x 910) – Click image to enlargePosted Image

მახასიათებლები:
GPU/Memory – 142/166MHz
მეხსიერება – max. 32MB SDR/DDR
სალტე – 32-bit
ინტერფეისი – AGP 4x

GeForce 3. ეს სერია Nvidia-მ 3Dfx-ის შეძენიდან 3 თვეში წაროადგინა – 2001 წლის მარტში. ამ სერიის GPU-ებს დაემატათ პროგრამირებადი პიქსელის და ვერტექსის შეიდერი, multi-sampling ფუნქცია, anti-aliasing ფუნქცია და საერთო ჯამშო გაიზარდა რენდერინგის ხარიხსი. GeForce3, ოღონდ NV2A სახელით, გამოიყენებოდა Xbox-ზე.

Resized to 89% (was 800 x 565) – Click image to enlargePosted Image

მახასიათებლები:
ტექნოლოგია – 180nm-150nm
GPU/Memory – 200-240/460-500MHz
მეხსიერება – 64/128MB DDR
სალტე – 128-bit
ინტერფეისი – AGP 4x

GeForce 4. ამ სერიის დაფები ნამდვილი მისწრება იყო გეიმერებისთვის. მართალია ამ დაფებს ხშირად ჯობნიდნენ GeForce3 დაფები (ზუსტად ისე, როგორც ახლა 8800GT არ უდებს ტოლს 9800GT-ს) , მაგრამ GeForce4-ს VLC, MPEG-2 და VPE დეკოდერები ჰქონდა. გარდა ამისა “დაჯილოდებული” იყო 1.1 ვერსიის ვერტექს შეიდერითა და 1.3 ვერსიის პიქსელ შეიდერით, ასე რომ არ გასჭირვებია ბაზარზე გაყიდვების ლიდერად ქცევა.

Resized to 26% (was 2816 x 2112) – Click image to enlargePosted Image

მახასიათებლები:
ტექნოლოგია – 150nm
GPU/Memory – 250-300/166-650MHz
მეხსიერება – 64/128MB
სალტე – 128-bit
ინტერფეისი – AGP 4x
გამოდიოდა GPU-ს სამი ძირითადი მოდელი – MX420 (ლოუ-ენდ), MX440 (მიდ-ენდ) და MX460 (ჰაი-ენდ).

GeforceFX, ანუ იგივე Geforce5 გაყიდვაში 2003 წელს გამოვიდა.
Posted Image
წინამორბედთან შედარებით FX სიახლეებით იყო გატენილი. მთავარი მათ შორის სრულიად ახალი არქიტექტურის მქონე, Shader Model 2-ისთვის გათვლილი GPU გახლდათ (NV30). ყველა სიკეთესთან ერთად მას DirectX 9-ს სრული მხარდაჭერა ჰქონდა. გარდა ამისა სერიის ორი დაფა – FX 5700 Ultra GDDR3 და GeForce PCX 5750 იმ დროისთვის (2004) ახალ, GDDR3 ტიპის ვიდეომეხსიერებას იყენებდა.
მახასიათებლები:
ტექნოლოგია – 130nm
GPU/Memory – 250-475/333-1000MHz
მეხსიერება – 128/256MB DDR2/GDDR3
სალტე – 64/128/256-bit
ინტერფეისი – AGP 4x, AGP 8x, PCIe

რათქმაუნდა ტექნოლოგიები წინ მიიწევდა და 2004 წლის აპრილში Nvidia-მ დაფების კიდევ ერთი სერიის – Geforce 6-ის გამოშვება დაიწყო. მათი მთავარი განსხვავება და ღირსება Shader Model 3.0-ის მხარდაჭერა, SLI (GeForce 6500 და უკეთესი)-სა და PureVideo (DVD დეკოდერის) არსებობა გახლდათ. სურათზე: PNY Geforce 6600

Resized to 65% (was 1098 x 694) – Click image to enlargePosted Image

მახასიათებლები:
ტექნოლოგია – 110/130nm
GPU/Memory – 400-500/400-1200MHz
მეხსიერება – 128/256/512MB DDR/DDR2/GDDR3
სალტე – 64/128/256-bit
ინტერფეისი – AGP 8x, PCIe

2005 წელს კი მაღაზიების თაროებზე GeForce 7 ვიდეოდაფები გამოჩნდა. კომპანიამ აქაც არ უღალატა თავის პრინციპებს (რომ ეღალატა Nvidia არც იქნებოდა) და დაფების სერია არამხოლოდ ახალი, 90nm-იანი ჩიპით აღჭურვა, არამედ “გაუჩინა” Transparency Supersampling და Transparency multisampling ანტი-ალიასინგი (TSAA და TMAA) ფუნქციები.

Resized to 89% (was 800 x 495) – Click image to enlargePosted Image

რადგან ეს უფრო დიდი, უფრო “ახალი” და “საცნობი” სერიაა, დაფების სიას და მახასიათებლებს სრულად მოვიყვან (ამოჭრილია ვიკიპედიიდან, ხარისხისთვის ბოდიში :user: ).

Resized to 71% (was 1001 x 656) – Click image to enlargePosted Image

 

Resized to 71% (was 1001 x 739) – Click image to enlargePosted Image

თავის “მამიკოს” სიახლეებში არ ჩამოუვარდა GeForce 8 სერიაც, რომლის GPU G80 პირველი იყო DirectX 10-ის მხარდაჭერით. გარდა ამისა 80nm-იანმა ჩიპმა უნიფიცირებული შეიდერი მიიღო (იხ. სტატია “ვიდეოდაფა”). სურათზე ხედავთ Geforce 8800GS-ს – დაფას, რომლიდანაც წამოვიდა 65nm-იანი ჩიპი G92.
Posted Image
და ლეგენდარული ფირმის გამოშვებული ლეგენდარული დაფა (ბლასტერ აბა რა ფირმაა?)
Posted Image
8800 GS-ს მალევე მოჰყვა GT, GTS და GTX. არცერთი მათგანი ტოლს არ უდებს შემდგომი, მეცხრე სერიის დაფებს. მერვე სერიის დაფების მახასიათებლებია:

Resized to 71% (was 1010 x 610) – Click image to enlargePosted Image

2008 წლის თებერვლის ბოლოს გამოვიდა GeForce 9 სერიაც. შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვთვლი, რომ აქ ბევრი არაფრის დაწერა შემოძლია და მხოლოდ მახასიათებლებს დაგიდებთ.

Resized to 73% (was 974 x 723) – Click image to enlargePosted Image

2009 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Nvidia-მ ყველასგან მალულად (ჰოი ვერაგო შეთქმულნო!) გამოუშვა GeForce 100 სერია. Nvidia-სავე საიტის ინფორმაციით, ამ “ზესაიდუმლო” დაფებზე ჩვეულებრივ მომხმარებლებს ხელი არ მიუწვდებათ და ისინი მხოლოდ OEM იქნება. ასე რომ მოკვდავნო, ნუ დაიღლით თავს GeForce 100-ზე ფიქრით. მით უმეტეს, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეასე სერიის დაფები სხვა არაფერია, თუარა ოდნავ მოდერნიზებული მეცხრე სერია…

Resized to 74% (was 962 x 410) – Click image to enlargePosted Image

ბევრად მნიშვნელოვანი თქვენს ცხორებაში GeForce 200 გახლავთ. სერიის გამოშვება 2008 წელს დაიწყო პირდაპირ ჰაი-ენდ დაფებით, კონკრეტულად კი GTX260-ით. მას მალევე მოჰყვა 275,280,285 და 295, რომელიც თავდაპირველად 275-ებისგან გაკეთებული “სენდვიჩი” იყო, შემდეგ კი “დიეტაზე დასვეს” და მხოლოდ ერთ PCB-ზე დაატიეს. 2009 წლის მარტში გამოვიდა 250GTS, საშუალო მომხმარებელზე გათვლილი დაფა, რომელიც 9800GTX+-ის ოდნავ გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს. დაბოლოს, სულ ცოტა ხნის წინ Nvidia-მ გადადგა ნაბიჯი უკან (ჩემი აზრით) – გამოუშვა GeForce 200 სერიის ლოუ-ენდ დაფები GT210,220 და 240. პირადად მე მაგათ სამივეს ჩემი მტვერიანი 8600GT მირჩევნია და არავის ვურჩევ ამ “სასწაულებში” ფულის ყრას. ესეც დაფების მონაცემები წვრილად:

Resized to 71% (was 1014 x 707) – Click image to enlargePosted Image

ახლა კი ყველანი დაყვლეპილი თვალებით, ან განრისხებულები, ან კიდევ უბრალოდ გადაღლილები ველოდებით Nvidia-ს ახალ სერიას, Nvidia GF, იგივე “ფერმის”. კომპანია კი არ ჩქარობს დაფების გამოშვებას და ხან ათასი პიარ-ვიდეორგოლით, ხან კი დაფის სუროგატი მაკეტით ერთობა (ან გვაბოლებს). დავიღალეთ რა, შობეთ რაღა! ვახ!

3. სპეცვიდეოდაფები
ეს რაც შეეხებოდა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის არსებულ ვიდეოდაფებს. ახლა მივხედოთ სპეცვიდეოდაფებს, კონკრეტულად კი Nvidia Quadro-ს. ეს არის ვიდეოდაფების სპეციალური სერია, რომელსაც კომპიუტერულ გრაფიკასთან მომუშავე “ძიები” იყენებენ CAD და DCC პროგრამებში.

Quadro NVS – ვიდეოდაფები გათვლილია ბიზნეს-პროგრამებისთვის და მრავალმონიტორიანი ჩვენებისთვის. NVS 2xx სერიას ერთად 2 მონიტორზე ჩვენება შეუძლია, ხოლო NVS 4xx-ს – ოთხზე. დაფების სხვადასხვა კომბინაციით შესაძლებელია Windows Vista-სა და Windows 7-ზე ერთად 10, Windows XP-ზე 12, ხოლო OS Linux-ზე კიდევ მეტი მონიტორის შეერთება (მგონი რაოდენობა შეზღუდული არ არის). სურათზე – NVS440
Posted Image
მახასიათებლები:

Resized to 91% (was 784 x 429) – Click image to enlargePosted Image

Quadro FX გამიზნულია CAD, DCC და სავიზუალიზაციო პროგრამებისთვის. ყველა დაფას აქვს 2xDVI-I კონექტორი, ხოლო ოთხი DVI-I-ს მქონე Quadro FX4700 X2-ზე 4 მონიტორის შეერთება შეიძლება. სურათზე სწორედ მას ხედავთ

Resized to 56% (was 1280 x 960) – Click image to enlargePosted Image

მახასიათებლები:
PCIe დაფები:

Resized to 74% (was 964 x 702) – Click image to enlargePosted Image

 

Resized to 74% (was 965 x 721) – Click image to enlargePosted Image

 

Resized to 74% (was 963 x 330) – Click image to enlargePosted Image

AGP დაფები:

Resized to 74% (was 961 x 708) – Click image to enlargePosted Image

 

Resized to 74% (was 963 x 252) – Click image to enlargePosted Image

Quadro SDI. ეს Quadro FX-ის მოდიფიცირებული ვერსიებიამათთვის, ვისაც რეალურ დროში სჭირდება რეალური გამოსახულებისა და ვირტუალური ფონის ერთდროულად ჩვენება, ან გადაცემაც კი. მახასიათებლები იხილეთ Quadro FX-თან.

Quadro G-Sync, მოდერნიზებული Quadro FX (კონკრეტულად FX 4600, FX 5600, FX 4800 და FX5800) აღჭურვილია Genlock და Frame Lock ფუნქციებით. გამოიყენება პროექტორების სინქრონიზაციისთვის, აგრეთვე ტელევიზიაში. სურათზე – Quadro FX 5800
Posted Image

დაფა Quadro Plex VCS (Visual Computing System), რომელიც სპეციალურად ფოტორეალისტური ინტერაქტიული დიზაინის და გამოსახულების შესაქმნელად გამოიყენება.

Quadro CX სპეციალურად Adobe Creative Suite-სთან სამუშაოდ, მისი წარმადობის გასაზრდელად გამოიყენება.
ამ ნაწილის ბოლოში, იმის უკეთესად გასააზრებლად, თუ რა წარმადობა აქვს Quadro-ს, მომყავს გრაფიკები. პირველი გრაფიკი ჩვეულებრივი ვიდეოდაფისაა, კონკრეტულად – GeForce 8800GTS-ის, ხოლო მეორე გრაფიკი, თავადვე ხედავთ რისიც (აწერია ქვევით, წაკითხვა ნუ გეზარებათ!)
Posted Image
Posted Image

4. სპეცდაფები – 2
ეს განყოფილება სპეციალურად Nvidia Tesla-სთვის გამოვყავი. მერწმუნეთ, ის ამას იმსახურებს :spiteful:. ტესლა, რომელიც ერთი შეხედვით ვიდეოდაფას წააგავს (ჩემდა სამარცხვინოდ ორიოდ კვირის წინ ჯერ კიდევ ვიდეოდაფა მეგონა), სინამდვილეში GPGPU (General Purpose GPU) გახლავთ – GPU, რომელიც მთავარ გამოთვლით ოპერაციებს ასრულებს. ანუ იმას, რისი შესრულებაც საერთოდ CPU-ს მოვალეობაა. საქმე იმაშია, რომ ჩვეულებრივ ორბირთვიან პროცესორს აქვს 2 სტრიმ პროცესორი (HT-ს მქონეს – 4), ოთხბირთვიანს – 4 (HT – 8). აი ვიდეოდაფის GPU-ს კი, მაგალითად ჩემს ჯღან-ენდ 8600GT-ს 32 აქვს. აღარაფერს ვამბობ ჰაი-ენდ დაფებზე. რაც მეტია სტრიმ პროცესორი, მით მეტი პარალელური გამოთვლის შესრულება შეუძლია პროეცსორს. მეტი თვალსაჩინოებისთვის დაგვჭირდება ახალი ერთეული – FLOPS ანუ floating point operations per second (მოლივლივე წერტილის გამოთვლა წამში :crazy: ეს ისე, ხუმრობით). იგი პროცესორების გამოთვლითი სიმძლავრის ერთეულია. 2.4GHz-ს მქონე Core 2 Duo პროცესორისთვის სიმძლავრე 19.2 GigaFLOPS უდრის, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ჭკვიანი ძიები დასხდნენ და თქვეს – “მოდით ისეთი GPU გავაკეთოთ, რომელიც CPU-ს ფუნქციებს შეასრულებს, თანაც ბევრად უკეთესად” და გაჩნდა ტესლა…
Posted Image
შეხედეთ სხვა მხრიდანაც, რათა დარწმუნდეთ, რომ მონიტორის კონექტორი ნამდვილად არ აქვს
Posted Image
იგი უზარმაზარი გამოთვლითი პოტენციალით გამოირჩევა: ყველაზე “ცუდი” ტესლას გამოთვლითი სიმძლავრე 519 GigaFLOPS გახლავთ, ანუ ზემოთ ნახსენებ ინტელის პროცესორზე 27-ჯერ მეტი… და ეს სულაც არ გახლავთ ზღვრული სიდიდე. შეხედეთ Tesla-ს დაფების მახასიათებლებს:

Resized to 88% (was 812 x 481) – Click image to enlargePosted Image

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ერთ სუპერკომპიუტერში შეგიძლიათ ჩადგათ არა ერთი, არამედ რამდენიმე ასეთი ტესლა…
Posted Image
აი მერე დაიწყება ტერაფლოპების რეკორდების ხსნა.

5. მინი GPU-ები
Posted Image
მე შეგნებულად ავუარე გვერდი GeForce-ს სერიაში შემავალ მობილურ პროცესორებს, რადგან მათში არაფერი განსაკუთრებული არ იყო, მაგრამ ამ მინი-GPU-ებს, რომლებიც PDA-სა და მობილურ ტელეფონებში გამოიყენება, ნამდვილად ვერსად გავექცევი. სერიას GoForce ჰქვია და რამდენიმე მოდელისგან შედგება:
GoForce 2150
აქვს 1.3mp კამერის, JPEG სურათისა და 2D აქსელერაციის მხარდაჭერა. შეუძლია 3mp გაფართოების სურათების ჩვენება.
GoForce 3000/GoForce 4000
4000-ს აქვს 3mp კამერის, MPEG-4/H.263 კოდეკის მხარდაჭერა. 3000 მისი იაფფასიანი ვერსიაა.
GoForce 4500
აქვს 3D გამოსახულების ჩვენების საშუალება, გეომეტრიის პროცესორი და პიქსელ შეიდერიც კი. გამოიყენება მინი-კონსოლ Gizmondo-ში:
Posted Image
GoForce 4800
აქვს 3mp კამერის და 3D აქსელერაციის მხარდაჭერა.
GoForce 5500
ეს მულტიმედია-პროცესორია, შეუძლია WMV, WMA, MP3, MP4, MPEG, JPEG ფორმატების დეკოდირება. გააჩნია 10mp კამერის მხარდაჭერა.
GoForce 5300
ამ 65nm ტექნოლოგიით დამზადებულ ჩიპს აქვს 2.25MB შიდა მეხსიერება (eDRAM), მაგრამ 3D გამოსახულების მხარდაჭერა არ გააჩნია.
GoForce 6100
ეს ყველაზე ახალი, 130nm-იანი ჩიპია. აქვს 10mp კამერისა და 802.11b/g უკაბელო ქსელის მხარდაჭერა. ჩიპის სიხშირე 250MHz-ია.

6. დედაპლატის ჩიპსეტები
Posted Image
Nvidia-მ გადაწყვიტა დედაპლატებშიც მოესინჯა ძალა. შედეგად მივიღეთ nForce – დედაპლატების ჩიპსეტები.
nForce სერიის პირველი წარმომადგენელია. მისი მხოლოდ 3 ვერსია გამოვიდა – 220, 415 და 420. გათვლილი იყო AMD Athlon და Duron პროცესორებისთვის. მახასიათებლები შეგიძლიათ ცხრილში იხილოთ:

Resized to 88% (was 814 x 266) – Click image to enlargePosted Image

nForce 2 სერიის გამგრძელებელია. იგი 2002 წელს გამოვიდა და ისიც მხოლოდ ერთ ვერსიად – nForce2 Ultra 400.
Posted Image
ამ ჩიპსეტს აქვს AMD Athlon XP, Sempron, Athlon და Duron პროცესორების მხარდაჭერა.

nForce 3 ჩიპსეტი სპეციალურად AMD Athlon 64-ისთვის შეიქმნა, მაგრამ მისმა მთავარმა ნაკლმა – ავადსახსენებელ Vista-სთან შეუთავსებლობამ მალე გამოუყვანა წირვა ჩიპსეტს.

Resized to 88% (was 815 x 180) – Click image to enlargePosted Image

როგორც იქნა, nForce 4-იდან მოყოლებული, ჩიპსეტები Intel-ის პლატფორმისთვისაც გამოდის. ჩიპსეტის ფუნქციებია:
20 PCIe ხაზის მხარდაჭერა (მაგ. 1 ცალი PCIe x16 და 4 ცალი PCIe x1);
10 USB 2.0 პორტის მხარდაჭერა;
4 SATA და 4 PATA დრაივის მხარდაჭერა RAID 0, 1, ან 0+1 რეჟიმში;
Nvidia nTune – ოვერქლოქინგის პროგრამა;
სრული სიჩქარის გამოყენების საშუალება HyperTransport-ზე (8GB/s);
რვაარხიანი AC97 აუდიოსისტემა;
Gigabit ინტერნეტი;
SLI-ს მხარდაჭერა გარკვეულ შემთხვევებში.
მახასიათებლები AMD პლატფორმისთვის:

Resized to 88% (was 812 x 409) – Click image to enlargePosted Image

მახასიათებლები Intel პლატფორმისთვის:

Resized to 88% (was 816 x 331) – Click image to enlargePosted Image

nForce 5 გამოდიოდა მხოლოდ AMD-ს პლატფორმისთვის. მან მიიღო წინამორბედის ყველა ღირსება და კიდევ:
Quad SLI და SLI LinkBoost მხარდაჭერა;
ექვსი SATA 3Gb/s HDD მხარდაჭერა;
Dual RAID 5 მხარდაჭერა.
მახასიათებლები:

Resized to 80% (was 898 x 676) – Click image to enlargePosted Image

მოგვიანებით nForce 5 nForce 6-მა შეცვალა, რომელმაც LGA 775 და AMD-ს Quad FX პლატფორმის მხარდაჭერა მიიღო. მახასიათებლები AMD-სთვის:

Resized to 87% (was 817 x 570) – Click image to enlargePosted Image

მახასიათებლები Intel-ისთვის:

Resized to 71% (was 1003 x 675) – Click image to enlargePosted Image

ბოლო, ყველაზე დახვეწილი ჩიპსეტია nForce 7 (თუმცა მივაგენი მწირ ინფორმაციას nForce 9-ზეც). გამოგიტყდებით, ამდენის დაწერა მეზარება და თავადვე ნახეთ მახასიათებლები როგორც AMD-ს:

Resized to 71% (was 1004 x 529) – Click image to enlargePosted Image

ასევე Intel-ის პლატფორმისთვის:

Resized to 71% (was 1003 x 319) – Click image to enlargePosted Image

7. SLI
Posted Image
SLI გახლავთ Nvidia-ს სპეციალური პროგრამა, რომელიც ორი ან მეტი (ჯერ-ჯერობით მაქს. 4) ვიდეოდაფის ერთ სისტემაში გაერთიანების საშუალებას გვაძლევს. იგი პირველად კომპანია 3Dfx-მა შეიმუშავა 1998 წელს სახელწოდებით Scan-Line Interleave. 2 წლის შემდეგ, როცა 3Dfx Nvidia-მ შეისყიდა, Scan-Line Interface იქცა Scalable Link Interface-ად. SLI იყენებს რენდერინგის 2 და ანტი-ალიასინგის 1 ფუნქციას იმისთვის, რომ შესასრულებელი საქმე რამდენიმე დაფაზე გადაანაწილოს. ესენია:
Split Frame Rendering (SFR). იგი აანალიზებს დასარენდერებელ გამოსახულებას და თანაბრად ანაწილებს შესასრულებელ საქმეს ვიდეოდაფებზე. საამისოდ გადასამუშავებელი კადრი გეომეტრიულად იყოფა ორ ან მეტ (რამდენი ვიდეოდაფაცაა) ნაწილად. როგორც ხვდებით, ეს მეთოდი არც ისე სრულყოფილია – თუ გამოსახულების ზედა ნაწილი რთული დასარენდერებელია, ხოლო ქვედა – მარტივი, მაშინ დაფებზე დატვირთვა არათანაბარია.
Alternate Frame Rendering (AFR). ეს მეთოდი უფრო სრულყოფილია, რადგან ერთი GPU ერთ კადრს ქმნის, ხოლო მეორე – მეორეს. დატვირთვაც თანაბრად ნაწილდება და ყველა კმაყოფილია :gigi:
SLI Antialiasing. ეს ანტი-ალიასინგის განსაკუთრებული მეთოდია. აქ ორივე (ან რამდენიცაა, რავიცი) ვიდეოდაფა ერთსადაიმავე კადრს უკეთებს AA-ს. ხარისხებია: SLI 8X, SLI 16X, SLI 32X და თქვენ წარმოიდგინეთ, SLI 64X-იც კი, Quad SLI რეჟიმისთვის. როგორია ჰაა?

8. Nvidia CUDA
Posted Image
CUDA, ანუ Compute Unified Device Architecture Nvidia-ს მიერ სპეციალურად პარალელური გამოთვლების ჩასატარებლად შექმნილი არქიტექტურაა. CUDA არის პროგრამული პაკეტი, რომლის საშუალებითაც ჩვეულებრივ (არც მთლად ჩვეულებრივ, ცოტა პროგრამირება უნდა იცოდე) მომხმარებელს შეუძლია ვიდეოდაფის GPU-ს მისცეს გამოთვლითი ფუნქცია. პაკეტს აქვს Open64 C, OpenCL და DirectCompute-ს მხარდაჭერა.
მოქმედების პრინციპი ახსნილია ქვედა სურათზე:
Posted Image

დადებითი მხარეები:
GeForce 8 და უფრო მაღალი სერიის ნებისმიერი ვიდეოდაფის გამოყენების საშულება;
გაბნეული წაკითხვა – პროგრამას შეუძლია მეხსიერების სხვადასხვა ფრაგმენტების წაკითხვა;
მარტივი პროგრამირება, რომელიც C/C++-ზეა დამყარებული;
ინფორმაციის სწრაფი და ეფექტური გაცვლა CPU-სა და GPU-ს შორის.

უარყოფითი მხარეები:
სალტის გამტარობა და CPU/GPU ლატენტურობა ხშირად “ბოთლის ყელად” იქცევა ხოლმე;
CUDA-ს მხოლოდ Nvidia-ს დაფების მხარდაჭერა აქვს.

წყარო: overclockers.ge

2 comments on “მთლიანად Nvidia

  1. გამოხმაურება: Nvidia Tesla | ბლოგი ტექნოლოგია

  2. ძალიან მომწონს ეს ბრენდი ვიდეო დაფებისა. პირადად მე ვიყენებ ნვიდიას ვიდეო კარტას და უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ 🙂 თუმცა ატის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს პირიქით რადან კონკურენტი ჰყავს ენვიდიას ეს სტიმულს აძლევს ძალიან სწრაფად განვითარდეს და ახალი ტექნოლოგიები შეიმუშავოს. კიდე მინდა ავღნიშნო რომ ნვიდია მედიცინაშიც ძალიან აქტიურად მონაწილეობს . ამ პოსტს გადახედეთ 🙂 )) https://teqnologia.wordpress.com/2012/04/24/nvidia-medicinashi/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s