Cyborg R.A.T. 7Cyborg R.A.T. 7

ამჯერად განვიხილოთ სათამაშო მანიპულატორი, რომლის პრინციპია — „ერგონომიკა უპირველეს ყოვლისა“. მართლაც, ძალიან მაღალი სენსორული გაფართოება, ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე, განსხვავებული ტექნოლოგიები. ეს ის მცირეთაგანი, რითაც გამოირჩევა ჩვენი დღევანდელი გმირი.

ან მოწყობილობის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ „თაგუნა უნდა ერგებოდეს ხელს“. დიზაინერულ ეპოქაში, გასათვალისწინებელია ის, რომ დიზაინი, რომელსაც შეიმუშავებენ ამა თუ იმ საგნისათვის, მხოლოდ ინტერიერის შესახამებლად არ გამოიყენება, რაც ხშირად მოსდით ხოლმე დიზაინერებს და პრაქტიკულობა სრულიად ავიწყდებათ.

 

აი ამ „კიბორგ თაგუნაზე“ კი ამას ვერ ვიტყვით, თავისი დიზაინისა და პრაქტიკულობის შეხამებით, ყველაზე გამორჩეულია დღევანდელ სხვა მაგალითებს შორის.

ძნელია თქვა, თუ რა პარამეტრების ვარირებას ვერ შეძლებს ეს „Cyborg R.A.T. 7 თაგუნა“. ერთადერთ რაც მას არ შეუძლია, არის სიმძიმის ცენტრის ცვლილება. მიუხედავად ამისა, სიმძიმის ბალანსი ისე კარგად აქვს განაწილებული, რომ მისი მართვა ყველანაირ მასასა და კონფიგურაციაში ძალიან კომფორტულია.

ექვსგრამიანი სიმძიმეების მეშვეობით, Cyborg R.A.T. 7-ის  მასა შეიძლება გავზარდოთ 30 გრამამდე. სიმძიმეები მაგრდება ზამბარით და დამატებით ფიქსირდება ხრახნით. რაშიც შედის ფიგურული მილი, ეს საჭიროა იმისათვის, რომ მოხდეს გვერდითი ზედაპირების დარეგულირება.

პირველ რიგში, ამ მილით შეიძლება, ცერა თითთან მდებარე R.A.T. 7-ის ნაწილის გამოტანა იმისათვის, რომ მოერგოს ჩვენი სურვილის მიხევით. შემდეგ ამ მილის მოშვეობით შეიძლება მთელი მარცხენა მხარის მდებარეობის შეცვლა. ამით ხდება კუთხეების ცვლილება ამ ნაწილებს და ცენტრალური ღერძის კუთხეს შორის. ცოტა რთულად კი ჟღერს, მაგრამ რეალურად ყველაფერი ძალიან მარტივი, მოსახერხებელი და თანაც სახალისოა.

კომპლექტში არის სამი პლასტიკური პანელი:

ერთი – წამონაზარდების გარეშე, რბილი  ზედაპირით;

მეორე – ანალოგიური ფორმით, ზედაპირი ტექსტურირებული რეზინით;

მესამე – რბილი ზედაპირით პატარა თითთან წამონაზარდით.

მათი შეცვლაც ძალიან მარტივია, მოხსენი ხრახნი, მოხსენი პანელი, დააყენე სასურველი და დაამაგრე ხრახნი, ამ ყველაფრისთვის რამდენიმე წამია საჭირო.

ასევე მარტივია R.A.T. 7-ის მარჯვენა მხარეს, ქვემოთ მდებარე ნაწილების რეგულირება. ამისთვის არაფერი არ არის საჭირო, თითის გარდა. უბრალოდ მიაწვებით თითით ფიქსატორის გასაწევად და მზადაა მოსახსნელად და პანელის შესაცვლელად. კომპლექტში აქაც არის სამი ვარიანტი:

რეზინის – ისეთივე როგორიც უკანა პანელს ჰქონდა;

ანალოგიური რბილი ზედაპირით;

და კიდევ ერთი ანალოგიურად რბილი ზედაპირით, უბრალოდ წინა ორ ვარიანტთად შედარებით 4 მილიმეტრით მაღალი.

ამ მეთოდების კომბინაციით, თაგუნა შეიძლება პრაქტიკულად ყველა მტევანს მოერგოს, როგორც მამაკაცისას ასევე ქალისას. ისე რომ მუშაობისას მტევანი სრულებით არ იღლება და თავისუფალ მდგომარეობაშია. R.A.T. 7 ეჩვევი რამდენიმე წამში და მასი დათმობა ძალიან  ძნელი ხდება.

R.A.T. 7-ის დამატებითი ელემენტები მოთავსებულია სპეციალურ მსუბუქ პატარა ყუთში.

R.A.T. 7-ის მთელი კონსტრუქციის საფუძველი არის მკვრივი და მსუბუქი ალუმინის შენადნობის ლითონის ფირფიტა. მასზე დამაგრებულია შავი პლასტიკური კორპუსი. მისი დიდი ნაწილი სქროლის გამოტოვებით, არის რბილი ზედაპირის.

მეორე ჰორიზონტალური ბურთულა აგებულია ლითონისაგან და ანალოგიურია ექვსკბილა მილისა. სათამაშო თაგუნასთვის, ასეთი ბურთულის არსებობა დიდი პლიუსია, რადგან მისი მეშვეობით, წამებში შეიძლება ჰორიზონტალური ჩანაწერების გადამოწმება, მაგალითად იარაღის ჩამონათვალის გადათვალიერება და შემთხვევით ღილაკზე „არა“-ს დაჭერის მინიმუმამდე დაყვანა.

ძირითად მარჯვენა და მარცხენა ღილაკებზე დაწკაპება ხდება ძალიან მარტივად და გამოკვეთილად.  სენსორის გაფართოების (dpi) ღილაკზე დაწკაპება, რომელიც მდებარეობს მთავარ ბურთულასთან, ხდება შედარებით მძიმედ, ლოგიკურია რადგან, ამ საშუალებით ხდება შემთხვევით დაჭერის თავიდან აცილება. ასევე ფუნქციონირებს რეჟიმების გადართვის ღილაკიც. რეჟიმი და გაფართოება გამოისახება სინათლის ინდიკატორებით კუთვნილ ღილაკზე და მარცხენა ნაპირზეც შესაბამისად.

ღილაკები „წინ“-„უკან“ – განლაგებულია Cyborg R.A.T. 7-ის მარცხენა მხარეს.

ღილაკი “Precision Aim”, რომელიც მონიშნულია წითელი ფერით და მიზნის ლოგოთი, პასუხისმგებელია წამიერად გადაიყვანოს მგრძნობიარე სენსორი წინასწარ დაყენებულ რეჟიმზე, იმისათვის რომ მაქსიმალურად ზუსტად გამოიყენოთ დანიშნულებისამებრ თქვენი კურსორი.

Cyborg R.A.T. 7 მაქსიმალური გაფართოება არის 5600dpi, რომელსაც აქვს საშუალება არეგულიროს ეს გაფართოება, შეცვალოს მგრძნობელობა  X  და Y ღერძების მიმართ. დრაივერის საშუალებით ეს ფუნქციები დარეგულირდეს ღილაკის მეშვეობით.

იმისთვის, რომ დავაკონფიგუროთ Cyborg R.A.T. 7, პირველ რიგში უნდა დავაინსტალიროთ დრაივერი, რომელიც მოყვება. რათქმაუნდა დრაივერის დაყენების გარეშე, იქნება ჩვეულებრივი ორღილაკიანი თაგუნა, მაგრამ სრულფასოვანი Cyborg Smart Technology Software ხელსაწყოს დაყენება ამ თაგუნას სუპერ მაუსად აქცევს. ამის შემდეგ მოითხოვს კლავიატურის და მაუსის დრაივერების კიდევ ერთხელ დაყნებას. ST Software-ს ინსტალატორის მეშვეობით: აირჩიეთ „რეკომენდირებული“ და უკვე შემდეგ შეძლებთ პროფილის რედაქტორის გაშვებას.

ვაინსტალირებთ R.A.T. 7-ის დრაივერს

ვაინსტალირებთ დრაივერს ST Software-ს კორექტური მუშაობისთვის

და შემდეგ შეიძლება ხელსაწყოს გაშვება

ხელსაწყოში ხელმისაწვდომია 4 ჩანართი: „პროდუქტი“, „პარამეტრები“, „დაპროგრამება“ და „მხარდაჭერა“.

ჩანართი „პროდუქტი“

საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ ინტერფეისის ენა და firmware-ის ვერსიას გვეუბნება.

ჩანართი „მხარდაჭერა“

გადავყავართ დრაივერის გადმოსაწერ გვერდზე, ასევე ინსტრუქციის გაცნობის საშუალებასაც იძლევა.

ჩანართი „პარამეტრები“

უბრალო ფუნქციონალური ინტერფეისი

ჩანართი „დაპროგრამება“

ყველანაირი პარამეტრების დაყენება, ღილაკების მაკროსებზე კონცენტრირებულია სანიშნე „დაპროგრამება“-ში.

ჩანართი „მხარდაჭერა“

გადავყავართ დრაივერის გადმოსაწერ გვერდზე, ასევე ინსტრუქციის გაცნობის საშუალებასაც იძლევა.

ყველა ღილაკისთვის შეიძლება სხვადასხვა ფუნქციის მინიჭება, შეცვლა, წაშლა. ყველა პროფილისთვის ცალ-ცალკე შეიძლება სხვადასხვა X და Y ღერძის მგრძნობელობების მინიჭება, რაც სწრაფად რეაგირების საშუალებას იძლევა. პროფილი შეიძლება შეინახოთ, ოღონთ რათქმაუნდა მხოლოდ კომპიუტერში, რადგან თაგუნას თავისი ინტეგრირებული მეხსიერება არ აქვს.

ST Software ყველა საჭრო ფუნქციის გამოყენების საშუალებას იძლევა, უბრალოდ კარგად დაკონფიგურირებისათვის ცოტა დროა საჭირო, რომ სათანადოდ გაერკვეთ პროგრამაში.

საბოლოო ვერდიქტი რომ გამოვიტანოთ, Cyborg R.A.T. 7 არის იდეალური „თაგუნა“ ყველანა ტიპის ადამიანისათვის. მისი მორგება ყველა ზომის მტევანზე შეიძლება. დიზაინიც გასაკუთრებული აქვს და ყველასგან გამორჩეული.  რაც ყველაზე მთავარია, შეძლებთ იდეალურად გამოიყენოთ როგორც თამაშებისთვის, ასევე სხვადასხვა პროგრამებისთვის მოახდინოთ მისი კონფიგურაცია.

წყარო:go.ge

One comment on “Cyborg R.A.T. 7Cyborg R.A.T. 7

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s