3D სათვალეები

იმას უნდა ხვდებოდეთ რომ სტერეოსკოპული ეფექტი იქმნება ორი სხვადასხვა კუთხით გადაღებული სურათების ზედდებისას, თითოუელ სურათს თავისი ‘მარკერი’ უდნა ჰქონდეს, რათა სათვალემ მოხაერხოს მათი გარჩევა.
არსებობს ბევრი სხვადასხვა 3D ჩვენება/მიღების ტექნოლოგია, თუმცა მე განვიხილავ მხოლოდ ყველაზე გავრცელებულებსა და აქტუალურებს.

– ყველაზე გავრცელებული – ანაგლიფური 3D (Anaglyph 3D)

Posted Image

ამას ყველაზე პირველად ვწერ, რადგან მისი გაკეთება ყველას შეუძლია ვისაც 10 ლარი აქვს :)

ანაგლიფური 3D მიიღება ორი სურათის შრისგან, რომელთაგან ორივე არის სხვადასხვა ფრად გაფერადებული რათა სათვალის მიერი მისი ამოცნობა მოხდეს.

ასეთებიდან ყველაზე გავრცელებული არის წითელი/ციანიდისფერი (წითელი/ლურჯი) მასალა/სათვალე. ანუ თუ თქვენ გინახავთ ისეთი ვიდეოები, სურათები ან თამაშები სადაც ყველაფერი გაორებულია და სხვადასხვა ფრადაა გაფერადებული, ესეიგი – ანაგლიფურია.

Posted Image

გაგიმართლად, რადგან ანაგლიფური 3D არ მოითხოვს არანაირ კომპიუტერულ მოთხოვნილებებს, მხოლოდ და მხოლოდ 3D ანაგლიფურ სათვალეს, რომელიც ასე გამოიყურება:

Posted Image

ან უფრო მოდურად :D

Posted Image

გაითვალისწინეთ – ანაგლიფური სათვალე შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის ვარიაციებში და არა მხოლოდ წითელი/ციანიდისფერი, თუმცა ყველაზე გავრცელებული ეს უკანასკნელია.

Posted Image

Posted Image

Posted Image

ასევე თქვენ შეიძლება ინტერნეტში ნახოთ უამრავი ვიდეო, თუ როგორ უნდა გააკეთო ასეთი სათვალე ხელით (მარკერებით და კიდე რაღაც ფოლგით), თუმცა უნდა იმედები გაგიცრუოთ – მრავალგზის მიცდია ასე გაკეთება და ნორმალური შედეგი არც ერთმა უჩვენა. ამიტომ გირჩევთ იყიდოთ.

• ვყიდულობთ 3D ანაგლიფურ სათვალეს, რომელიც დაახლოებით 10-15 ლარამდე ღირს თბილისში (კინოთეტრ რუსთაველშიც იყიდება). როგორც წესი იქნება წითელი/ციანიდისფერი, და საერთოდ სასურველია რომ ეს ფერები იყოს და არა სხვა.

სათვალე ვიყიდეთ, მაგრამ ახლა ავხსნი, თუ როგორ მივიღოთ სიამოვნება :)

ვარიანტი 1: http://www.youtube.com -ს აქვს ანაგლიფის (და ასევე სხვა ტიპის 3D-ს) მხარდაჭერა, არის ვიდეოები რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ზემოთხსენებული სათვალით. უბრალოდ მოძებნეთ anaglyph video. ასეთი ვიდეოების ამოცნობა ადვილია – გაორებული და გაფერადებულია სესაბამის ფერებად.

ვარიანტი 2: თქვენ შეიძლება გქონდეთ 3D-ში გადაღებული სურათები, ან ინტერნეტში დაძებნოთ anaglyph photos/images

ვარიანტი 3: PowerDVD 10/11-ს აქვს მხარდაჭერა რომ რეალურ დროში ვიდეო უჩვენოს 3D ეფექტით, თუმდაც ანაგლიფურით.
აი ასე:

Posted Image

Posted Image

ვარიანტი 4: nVidia-ს მომხმარებლებო, თქვენ კი შეგიძლიათ ისარგებლოთ დრაივერს მოყოლებული ხელსაწყოთი, nVidia Control Panel-ში უნდა ჩართოთ სტერეოსკოპული 3D – ანაგლიფური და ამიერიდან შეგეძლებათ ნებისმიერი თამაში რეალურ დროში ანაგლიფური გახადოთ.

Posted Image

მსგავსი ანალოგი AMD/ATI-საც აქვს.

ასევე არის მესამე მსგავსი ფუნქციის დრაივერი/პროგრამა:
http://www.iz3d.com/ <- შეუძლია თამაშები ანაგლიფში გაუშვას.

გაითვალისწინეთ – ამ ფუნქციის ჩართვის შემდგომ თამაშებში FPS დაეცემა, თუ ნორმალური ან კარგი ვიდეო ბარათი გაქვთ შეგიძლიათ ამაზე დიდად არც იდარდოთ :)

ვარიანტი 5: დაძებნეთ ინტერნეტი 3d კინოებზე, როგორც წესი, უმრავლესობა ანაგლიფურია, რადგან ინტერნეტში სხვა ტიპის 3D დიდად გავრცელებული არ არის.

ეს იყო ყველაფერი ანაგლიფზე – ანაგლიფური სათვალე, შესაბამისი კინო-ვიდეო/სურათი/თამაში.

დადებითი მხარე: იაფი, ადვილი ხელმისაწვდომობა, ინტერნეტში გავრცელებული უამრავი რესურსი.
უარყოფით მხარე: ფერადი მარკერების გამო ფერები ძალიან გაფუჭებულია, დროთა განმავლობაში თვალებს ტკენს, მისი ხშირი მოხმარება თავის ტკივილს იწვევს, ხოლო ძალიან ხშირი მოხმარება (24/7 :D) ხელს უწყობს სივრცობრივი აღქმის დაქვეითებას.

– აქტიურჩამკეტიანი პოლარიზებული სათვალე (Active-shutter Polarized 3D Glasses)

ეს უკვე სერიოზული წინსვლაა, ფანტასტიკრუი ეფექტი, მაგრამ ძვირადღირებული სიამოვნება.

პოლარიზებული 3D (თუ რა არის პოლარიზებული 3D, იხილეთ მიკიპედიაში, თუმცა მგონი უდნა იცოდეთ საერთოდ პოლარიზაციის მოვლენა ფიზიკაში) მოითხოვს სპეციალურ სათვალესა და ეკრანს, და შესაბამის ვიდეო/სურათს.

სათვალე:

Posted Image

Posted Image

Posted Image

ყველაზე გავრცელებული და პოპულარული 3D სათვალე PC-სთვის, რომელიც “ultimate” გეიმერებისთვის მისწრებაა, ეს არის nVidia 3D Vision Kit.

კომპლექტი შედგება სათვალისგან, საწმენდი ნაჭრისგან, კონტროლერისგან (რარაც ინფრაწითელი ტალღების გადამცემია), სტერეოდან 2,5მმ-ზე გადამყვანი აუდიო კაბელისგან, USB კაბელისა და დამტენი კაბელისაგან.

სათვალის სტრუქტურა:

Resized to 89% (was 800 x 707) – Click image to enlargePosted Image
Resized to 89% (was 800 x 503) – Click image to enlargePosted Image

აქტიურჩამკეტიანი პოლარიზებული სათვალეს ლინზის მაგივრობას უწევს თხევადკრისტალური შრეები, რომელნიც განსხვავებულ ვოლტაჟზე ბნელ შეფერილობას იღებენ, ისე კი გამჭვირვალეები არიან.

ასეთი ტიპის სათვალე მოითხოვს შესაბამის მონიტორს. ეს უნდა იყოს 120Hz-იანი მონიტორი. რატომ 120? ახლავე აგიხსნით. საერთოდ ეს ეკრანის „ჰერცები“ არის მონიტორზე წამში სურათის განახლების სიხშირე. ანუ 120ჰერცი ნიშნავს რომ ყოველ წამში სურათი 120ჯერ განახლდება. საერთოდ რაც მეტია ეს მაჩვენებელი, მით უკეთესი – მეტი სიხშირე მეტად გლუვ და რეალურ მოძრაობას გვიჩვენებს.

Resized to 89% (was 800 x 800) – Click image to enlargePosted Image

როდესაც კომპიუტერში ჩართულია პოლარიზებული 3D, ამ დროს შესაბამისი მასალა (ვიდეო, სურათი ან თამაში) იყოფა ორ შრედ, გვეჩვენება თითქოს გაორებული არისო – თუმცა ანაგლიფურისგან განსხვავებით ორივე მსგავსი შრეა და არა გაფერადებული, რის გამოც ჩვენების ხარისხი არანაირად არ იკარგება!
როდესაც პოლარიზებულ სათვალეს გავიკეთებთ, თითოუელ თვალზე მოვა გამოსახულება 60-60ჰერცით. ანუ რადგან ეკრანი მთლიანობაში 120 ჰერციანი, შესაბამისად შესაძლებელია გამოსახულების ორად გაყოფის, რომელთაგან თითოეულზე მოვა 60-60 ჰერცი. 60 ჰერცი კი ის მინიმუმია რაც 3D-სთვისაა საჭირო (ამიტომაც გჭირდებათ 3D მონიტორის ყიდვა)

Resized to 89% (was 800 x 678) – Click image to enlargePosted Image
Resized to 89% (was 800 x 567) – Click image to enlargePosted Image

ახლა კი როდესაც ეს სათვალე+მონიტორი გექნებათ, საჭიროა შესაბამისი მასალა.

ვარიანტი 1: http://www.youtube.com -ს აქვს ანაგლიფურის გარდა პოლარიზებული 3D-ს მხარდაჭერა, შეგიძლიათ დაძებნოთ და ისიამოვნოთ.

ვარიანტი 2: თქვენ შეიძლება გქონდეთ 3D-ში გადაღებული სურათები, ან ინტერნეტში დაძებნოთ 3d photos/images. არის უამრავი პროგრამა, რომელტაც შეუძლიათ პოლარიზებული სურათების გახსნა, ერთ-ერთი თვითონ nvidia-ს დრაივერსაც კი მოყვება.

ვარიანტი 3: PowerDVD 10/11-ს აქვს მხარდაჭერა რომ რეალურ დროში ვიდეო უჩვენოს 3D ეფექტით, შესაბამისი მენიუდან უნდა ამოირჩიოთ პოლარიზებული.

ვარიანტი 4 თამაშისათვის კი კვლავ დრაივერს ვისარგებლებთ.

გაითვალისწინეთ, ამ შემთხვევაში ბევრად ძლიერი ვიდეო დაფა გჭირდებათ ვიდრე ანაგლიფურის შემთხვევაში. მინიმუმ GTX260-ის დონის მაინც!

Posted Image

Resized to 89% (was 800 x 250) – Click image to enlargePosted Image

ვარიანტი 5: დაძებნეთ ინტერნეტი 3d. rutracker.org-ზე არის რამდენიმე პოლარიზებული კინოები და ვიდეოები.

შევაჯამოთ: ვყიდულობთ nVidia-ს სათვალეს, ხოლო რადგან თითოეული შრე მოითხოვს 60-60ჰერცს – უნდა ვიყიდოთ 120 ჰერციანი მონიტორი და ბოლოს – შესაბამისი მასალა!

P.S. 3D Vision Kit-ს შეუძლია მუშაობა CRT მონიტორებზე 100ჰერც სიხსირეზე მაქსიმუმ 1024×768 გაფართოებაზე, LCD -დან მოყოლებული კი შეზღუდული არ არის, ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ პროექტორებისთვისაც!

დადებითი: ჩვენების ხარისხი იგივეა (და 3D ხო მთლად უკეთესი!), უფრო მძაფრი აღქმა ხდება – არამარტო სიღრმის, არამედ საერთოდ გარემოსი.
უარყოფითი: ძვირია, მოითხოვს ცალკეულ მონიტორებს, რომელიც ასევე ძვირი ღირს, და რადგან თხევადკრისტალური შრეებისგან შედგება, ხშირი გამოყენება თვალებს ვნებს.

– პასიურჩამკეტიანი 3D

ეს ბოლო გამოუყენებელია PC-ისთვის, მაგრამ ხშირად ისმსი ხოლმე კითხვა თუ ‘წავა’ თუ არა კინოტეატრის სათვალე კომპიუტერზე.
პასუხი არის – არა. რადგან კინოთეატრში გამოიყენება პასიურჩამკეტიანი პოლარიზებული სათვალე:

Resized to 71% (was 1000 x 666) – Click image to enlargePosted Image

Posted Image

ჩემი აზრით ეს ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური გადაწყვეტილებაა 3D-ში, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ კინოტეატრის პირობებში შეიძლება.
აგებულება – უფრო მეტად კი კომპონენტები, თითქმის იგივე აქვს რაც ანაგლიფურს. იმ განსხვავებით რომ არ არის გაფერადებული და + თითოეული შრე არის პოლარიზებული. კინოტეატრში გაორებული გამოსახულების სინათლე ცალ-ცალკე ხვდება თითოეულ თვალს და ქმნის მძაფრ სამგანზომილებიან ეფექტს.
დადებითი: ხარისხი არ იკარგება, იაფი საშუალება, საკმაოდ უსაფრთხო მოხმარების მხრივ.
უარყოფითი: სამომხმარებლოდ გამოუყენებელი, ხოლო რადგან თვალს აქტიურად ვამოძრავებთ გარკვეული დაძაბვა ხდება ალბათ და მაინც რეკომენდაციას არავის ვაძლევ რომ ხშირად მოიხმარონ.
წყარო: http://www.overclockers.ge

3 comments on “3D სათვალეები

  1. ანაგლიფური სათვალე არამარტო თვალებზე არამედ ტვინზეც მოქმედებს. ჩემი აზრით ჯობია შეაგროვო ფული და აქტიურჩამკეტიანი პოლარიზებული სათვალე იყიდო ვიდრე ანაგლიფური. ანაგლიფურს ასევე არ აქვს ფოკუსირების საშუალება და ამიტომ უფრო იდზაბება ტვინიც და თვალიც და უფრო ცუდი გამოსახულება აქვს აქტიურჩამკეტიანი პოლარიზებული სათვალესთან შედარებით. მე უკვე დავიწყე ფულის შეგროვება და ალბათ 2 კვირაში უკვე მექნება თანამედროვე 3D სათვალეები თავისივე მიმღებით. (გააჩნია ებეიზე რა ფასად ვიშოვი 😀 😀 🙂 ) თან ამას ფოკუსირების უნარიც აქვს და სხვადასხვა მანძილიდან შეგეძლება უყურო შენთვის სასურველ ფილმს,სურათს ან თამაშს 🙂

    • გეთანხმები აანაგლიფური სათვალე მე მაქვს 5 წუთი რომ მეკეთა თავი სასტიკად ამტკივდა… იმის მერე არ მიხმარია 😀 😀

  2. გაუმარჯოს ლეპტოპი ვიყიდე და nVidia 3D Vision Kit მოყვა მაგარამ მგონი სრული კომპლექტით არა , ინფრაწითელი ტალღების გადამცემი არ მოყვა , და თან ვერაფერი გაუგე ტესტი კი გავაკეთე და ჩვეულებრივ 3d ში აჩვენებდა მარა 3dvisionlive.com საიტზე ვერ უყურებ 3D დამეხმარებით ან სრული კომპლექტით რატო არ მოყვა ?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s