“ენვიამ” რეკორდულად ტევადი ელემენტი შეიმუშავა

კალიფორნიაში ბაზირებულმა კომპანია “ენვია სისტემზმა” გამოაცხადა, რომ ლითიუმ-იონურ ელემენტებში ენერგიის რეკორდულად მაღალ სიმკვრივეს მიაღწია.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ექსპერიმენტული ელემენტების ენერგოტევადობამ კილოგრამზე 400 ვატ-საათს მიაღწია. ეს კი ორ-სამჯერ მეტია იმ ელემენტების ტევადობაზე, რომლებსაც თანამედროვე ელექტრომობილებზე იყენებენ. უფრო მეტიც, “ენვია” ირწმუნება, რომ მისი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ელემენტები არსებულ ლითიუმ-იონურ ელემენტებზე ორჯერ იაფიც ეღირება.

ახალ ელემენტებს ტესტირება ელექტრონული ძალური სისტემების დეპარტამენტმა, შტატ ინდიანას ქალაქ კრეინში, სამხედრო-საზღვაო ცენტრ “უორფეარის” ბაზაზე ჩაუტარა. ექსპერიმენტები აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა. “ენვია” იუწყება, რომ ექსპერიმენტების დროს, ელემენტების ენერგო-სიმკვრივე 378-418 ვატ-საათ/კილოგრამის დიაპაზონში მერყეობდა.

ასეთი მაღალი სიმკვრივე, “ენვიას” მიერ დაპატენტებული ახალი ტიპის კათოდების, ანოდების და ელექტროლიტის საშუალებით მიიღწევა. კათოდი დიდი კონცენტრაციით მანგანუმს შეიცავს და ის ეროვნულ ლაბორატორია “არგონის” მიერ შემუშავებული ეგრეთ წოდებული “ფენა-ფენა” კათოდის სრულყოფილი ვერსიაა. ის ნიკელის, კობალტის, მანგანუმის და ლითიუმ-მანგანუმის ოქსიდისგან შედგება. “ენვიამ” ამ ნარევის ნანოდაფარვის პროცესი დააპატენტა. ამგვარად დამუშავებული კათოდის სამუშაო ციკლის ხანგრძლივობა და უსაფრთხოება ჩვეულებრივ კათოდებისაზე გაცილებით მეტია. ასეთ კათოდებს მალე გამოიყენებენ პილოტურ პროექტებში, რომელთა განხორციელებაც მოგვიანებით დაიწყება. ექსპერიმენტულ ელემენტზე, ანოდად გამოყენებულია დაბალფასიანი სილიკონ-კარბონის ნანოკომპოზიტი. რაც შეეხება ელექტროლიტს, “ენვია” მის შემადგენლობას საიდუმლოდ ინახავს. ცნობილია, რომ ეს ელექტროლიტი სტაბილურობას მაღალი ძაბვის ქვეშაც ინარჩუნებს, რაც ამჟამად გავრცელებულ ელემენტებში გამოყენებულ ელექტროლიტებს არ შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ “ენვიას” სიახლით პირველი “ჯენერალ მოტორსი” ისარგებლებს, რომელმაც კალიფორნიულ კომპანიაში ახლახანს 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. რა თქმა უნდა, ავტოგიგანტი ახალი კათოდის საკუთარ ელექტრომობილებზე გამოყენების ექსკლუზიურ უფლებასაც ფლობს. ახალი ტიპის ელემენტების გამოყენებით კი გენერლები უფრო შორსმავალი და იაფი ელექტრომობილების შემუშავებას შეძლებენ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s