RunCore InVincible: თვითგანადგურებადი ფლეშ-დისკი

მაღალმწარმოებლური ფლეშ-დისკების დეველოპერმა კომპანიამ RinCore ბაზარზე სპეციალური დანიშნულების მქონე ორი ახალი SSD-დამგროვებლის გამოჩენა დააანონსა, რომლებიც არასანქცირებული წვდომისგან დაცვის ტექნოლოგიებს უჭერენ მხარს. მოდელში InVincible მონაცემთა თვითგანადგურების ფიზიკური მექანიზმი შედის, ხოლო SSD XAPEAR დისტანციურად სმარტფონის გამოყენებით მთლიანად შლის ინფორმაციას.

InVincible-ში მონაცემთა განადგურების ორი ვარიანტია შემოთავაზებული. პირველ შემთხვევაში მონაცემები უბრალოდ იშლება მთელი დისკის ხელახლა ჩაწერით. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გათვალისწინებულია თავად დამგროვებლის ფიზიკური განადგურების ფუნქცია – NAND მიკროსქემებზე დიდი დენი მიეწოდება, როემლიც დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს.

RunCore XAPEAR აღჭურვილია ინტერფეისით USB 2.0. დამგროვებელი დისკური სივრცის საერთო სარგებლობისთვისა და დამალულად დაყოფის შესაძლებლობას იძლევა, რომლისადმი წვდომაც მხოლოდ სპეციალური RFID-გასაღების გამოყენებითაა შესაძლებელი. აგრეთვე, ფლეშ-დისკი შეიცავს ჩაშენებულ GSM-მიმღებს, რომელიც მომხმარებლის ტელეფონიდან SMS-ის მიღებისას მონაცემთა განადგურების სიგნალს იძლევა.

წყარო:http://aqualung.ge

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s