გაინტერესებთ!!! რა ნაწილებით არის აწყობილი კომპიუტერი?

ყველამ იცის რომ კომპიუტერი გარეგნულად შედგება:

  • ეკრანი
  • მონიტორი
  • კლავიატურა
  • მაუსი
  • კეისი
  • დინამიკები
  • მიკროფონი
  • ვიდეო თვალი

მაგრამ ბევრმა მომხმარებელმა არ იცის თუ რა არის შიგნით.მოდი ცოტა ღრმად ჩავიხედოთ და ვნახოთ თუ რა იმალება კეისის კედლების შიგნით…

1) პროცესორი.

კომპიუტერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, შეიძლება ითქვას ტვინი,რომელიც მართავს მთელ კომპიუტერულ სისტემას.

2) ოპერატიული მეხსიერება.

ეს არის მეხსიერების ბარათი, რომელშიც კომპიუტერის მუშაობის დროს ინახება ინფორმაცია. ყველა გაშვებული პროგრამა მათ შორის ოპერაციული სისტემა იტვირთება ოპერატიულ მეხსიერებაში.

3) დედა-დაფა.

მთავარი მიკროსქემების შეკრება რომელზეც დგებიან ან რომელსაც უერთდებიან დანარჩენი შემადგენელი ნაწილები ან მოწყობილობები.

4) მყარი დისკი.

ეს არის იგივე “ვინჩესტერი” სადაც ინახება ჩვენ მიერ ჩაწერილი ფაილები ასევე ვინდოუსის პროგრამები.

5) ვიდეო ადაპტერი,ვიდეო კარტა.

ეს მოწყობილობა უზრუნველყოფს გამოსახულებას და მის ხარისხს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ეკრანზე.

6) ოპტიკური წამკითხველი და ჩამწერი (DVD-RW)

ოპტიკური წამკითხველი  CD, DVD, VCD და სხვა ტიპის დისკების წაკითხვის საშუალებას იძლევა. ასევე მას შეუძლია ამავე ფორმატის დისკებზე ინფორმაციის ჩაწერა.

7) კვების ბლოკი 

ეს არის ენერგიის მიმწოდებელი მოწყობილობა რომელიც ელექტრო ენერგიით ამარაგებს კეისის მთელ სისტემას.

8) კეისი 

ეს არის ყუთი სადაც თავსდება კომპიუტერის ზემოთ ხსენებული ნაწილები.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s