Nvidia Geforce GTX670 2GB მიმოხილვა

როდესაც კომპანია AMD-მ წარმოადგინა თავისი 28 ნანომეტრიული GCN არქიტექტურაზე დამზადებული ვიდეობარათები,Nvidia-ს დაახლოებით 2-3 თვე დასჭირდა პასუხისთვის და გამოუშვა GK104 GPU-ზე დაფუძნებული ერთბირთვიანი GTX680 და ორბირთვიანი GTX690.

კომპანია Nvidia კი დღეს გვაცნობს GTX670-ს,რომელიც ასევე GK104-ზეა დაფუძნებული,თუმცა მის დიდ ძმასთან შედარებით, მას აქვს ცოტათი უფრო სუსტი მონაცემები. მოდით გადავავლოთ თვალი GTX670-ის მახასიათებლებს და მის შედარებას GTX680,GTX580 და GTX570-თან.
Posted Image

როგორც ხედავთ, GTX670-ს აქვს შედარებით ნაკლები CUDA პროცესორი, ტექსტურული იუნიტი,Rops-ი და ასევე მისი Core Clock და Boost Clock სიხშირეები ნაკლებია.თუმცა, GTX670 – GTX680-თან შედარებით, 100 დოლარით იაფი ღირს და 25 ვატით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

მოკლედ რომ ვთქვათ, GTX670-ს GTX680-თან შედარებით 9%-ით ნაკლები Core Clock აქვს.აქვს ასევე 1-ით ნაკლები SMX-ები და 16-ით ნაკლები ტექსტურული იუნიტი.შევხედოთ GTX670-ის რეფერენსულ დიზაინს:

Posted Image

ასევე შევხედოთ მის GPU-Z-საც:

Posted Image

თუმცა კომპანია Nvidia-ს პარტნიორები მას გამოუშვებენ როგორც რეფერანს-ქულერით,ასევე ნახევრად და სრულად კუსტარული ქულერით.მათ ზოგიერთ ფოტოს შეგიძლიათ შეხედოთ აქ – http://www.anandtech…ry/Album/1953#1

ასევე ვნახოთ ფასების შედარება სხვა ბარათებთან:

Posted Image

GTX670-ის კონკურენტი HD7950 იქნება.

შეეგებეთ Geforce GTX670

შედარებით დაბალი ენერგო მოხმარების ხარჯზე GTX670 9.5ინჩის სიგრძისააა,როდესაც GTX680-ის სიგრძე 10 დუიმია.
მაგრამ  PCB მხოლოდ 6.75 ინჩის სიგრძისაა,3.25 ინჩით მოკლე, ვიდრე GTX680-ისა.

ამ ყველაფრის ნათლად დასანახად, შევხედოთ ფოტოს:
Posted Image
შენიშვნა: ამ სურათზე მოცემულია EVGA-ს ვიდეობარათი, რომელიც რეფერენსულის იდენტურია

პატარა PCB შემთხვევითობა არააა,რადგან ვიდეობარათისთვის,რომელიც  მხოლოდ 170 ვატს მოიხმარს, Nvidia-ს უფრო გრძელი PCB არ სჭირდება.

შევხედოთ GTX670-ის ზედა ნაწილს:
Posted Image

კომპანია Nvidia ამბობს რომ GTX670 იყენებს იგივე ქულერს რომელსაც GTX680.თუმცა მიუხედავად ამისა, ხმაურის დონეები მაინც სხვადასხვაგვარი აღმოჩნდა.

შევხედოთ ასევე ვიდეობარათის მხოლოდ PCB-ს:
Posted Image

დაბალი ენერგომოხმარების გამო, GTX670-ის PCB მოკლეა,VRM Circuitry კი, ამჟამად მის ზემოთა
ნაწილშია, თუმცა ისინი მცირე ზომისანი არიან. ამგვარად, GTX670 არ გამოგვადგება Heavy Overclocking-ის დროს. Nvidia ასევე
ვოლტაჟის მომატების ნებასაც არ გვრთავს. წინა პლანზე მხოლოდ 4 და 8 Hynix R0C GDDR5 RAM ჩიპებია, ხოლო
დანარჩენი 4 – უკანა ნაწილზეა.ასევე ვიდეობარათის ზედა იარუსზე ჩვენ ვხედავთ PCIe დენის მაკავშირებლების
პორტს და SLI-ხიდს. გარდა ამისა, Nvidia-ს იგივე I/O აქვს გამოყენებული GTX670-ში,როგორიც
GTX680-ში და აქედან გამომდინარე, მათი Output პორტები იდენტურია.

ტესტები

ტესტებში GTX670-ისთვის გამოყენებული იყო დრაივერების ვერსია 301.33, GTX680 და GTX690-ისთვის – 301.34,
Nvidia-ს დანარჩენი ვიდეობარათებისთვის კი – 301.24.

შევხედოთ კონფიგურაციას:

Posted Image

Crysis Warhead

Posted Image

Posted Image

Posted Image

თუ GTX680-ის სისუსტე იყო Crysis-ი, მდგომარეობა არც GTX670-ისთვის შეცვლილა. GTX670 მას
უმნიშვნელოდ ჩამორჩება.

Metro:2033

Posted Image

Posted Image

Posted Image

ისევ და ისევ, GTX670 სულ მცირედით ჩამორჩება GTX680-ს,თუმცა 10 კადრ წამზე მეტით უსწრებს GTX580-ს.

Total War: Shogun 2

Posted Image

Posted Image

Posted Image

განსხვავება 5760X1200 და 2560X1600 რეზოლუციებზე ისევ მცირეა,მაგრამ FULLHD გაფართოებაში, GTX 670 10
კადრი წამით ჩამორჩება GTX680-ს, GTX580-ს კი მთელი 30-ით უსწრებს.

Batman: Arkham City

Posted Image

Posted Image

Posted Image

განსხვავება GTX680-სა და GTX670-ს შორის ისევ მცირეა,GTX670 კი დაახლოებით
20 კადრი წამით უსწრებს GTX580-ს.

Battlefield 3

Posted Image

Posted Image

Posted Image

როგორც ყოველთვის,GTX670-სა და GTX680-ს შორის განსხვავება მცირეა,GTX580-ს
კი GTX670 დაახლოებით 15 კადრი წამით იტოვებს უკან.

The Elder Scrolls V: Skyrim

Posted Image

Posted Image

აქაც იგივე სიტუაცია მეორდება,თუმცა FULLHD გაფართოებაში GTX670 უმნიშვნელოდ ჯობნის
GTX680-ს.

სინთეტიკური ბენჩმარკები

3D Mark Vantage Pixel And Texture Fill

Posted Image

Posted Image

3D Mark Vantage Pixel Fill-ში იგივე სიტუაცია მეორდება რაც თამაშებში.
ხოლო 3D Mark Vantage Texture Fill-ში, GTX680 17 გიგაპიქსელით სჯობს GTX670-ს.

DirectX11 Detail Tesselation Sample

Posted Image

Posted Image

აქ კი ძალიან საინტერესო სიტუაციააა,Normal-ში GTX670 ჯობნის GTX680-ს,Max-ში კი
GTX680-ი ჯობნის GTX670-ს თუმცა არც ისე დიდი სხვაობით.

Unigine Heaven

Posted Image

აქ GTX680-ი GTX670-ს 7 კადრი წამით ჯობია,ხოლო GTX580-ს GTX670-ი მთელი
17 კადრი წამით ჯობია.

ენერგომოხმარება,ვოლტები,ტემპერატურები და ხმაურის დონეები

Posted Image

Posted Image

დაუტვირთავ რეჟიმში, GTX670 GTX680-ის მსგავსად მოიხმარს ენერგიას.მაგრამ
Long Idle Power Consumption-ში, მათზე შედარებით უკეთეს შედეგებს გვიჩვენებენ HD7970, HD7950 და HD7870.

Posted Image

როდესაც GTX670 დატვირთულია, Metro 2033-ით ის მოიხმარს მთელ სისტემიანად 317 ვატს,
საბოლოო ჯამში, ის GTX680-თან შედარებით, 50 ვატით ეკონომიურია. მასზე ნაკლებ დენს კი
მხოლოდ HD7870 იყენებს.

ტემპერატურები

Posted Image

აქ როგორც ხედავთ, GTX670 ისეთივე ტემპერატურა უჭირავს როგორიც GTX680-ს.

Posted Image

აქ კი GTX670 2 გრადუსით გრილია GTX680-ზე.74 გრადუსი არაა ცუდი ტემპერატურა
დატვირთულზე,მითუმეტეს რეფერანს ქულერზე.

Posted Image

OCCT-ში ტემპერატურის მაჩვენებელი 77 გრადუსამდე იზრდება,რომელიც ისევ
არ არის ცუდი.

ხმაურის დონეები

Posted Image

Nvidia ამბობს, რომ მას იგივე ქულერი აქვს გამოყენებული, რაც GTX 680-ში, თუმცა მასთან შედარებით, ის 1.2 დბ-ით უფრო ხმაურიანია. ეს სხვაობა არც ისე დიდია, თუმცა ჩვენ GTX670-ს ჩუმ ბარათს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან მისი ეს მახასიათებელი საშუალოა.

Posted Image

აქ კი, GTX670 უფრო ჩუმია ვიდრე GTX680,თუმცა სხვაობა არც ისე დიდია.

აჩქარებული GTX670:პერფორმანსი, ენერგომოხმარება, ვოლტები, ხმაურის დონე და ტემპერატურები

Posted Image

GTX670-ის აჩქარება მოხერხდა 1065 მჰზ-მდე,ხოლო Turbo Boost-ით, ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 1234-მდე
გაიზრდება.

Posted Image

აჩქარებული 670 იგივე ენერგიას იხმარს რასაც აუჩქარებელი GTX680.

ტემპერატურები

Posted Image

აჩქარებული GTX670 4 გრადუსით ცხელია, ვიდრე აუჩქარებელი 680. საერთო ჯამში კი, ეს ტემპერატურა არც თუ ისე სახარბიელოა.

ხმაურის დონე

Posted Image

ქარხნულ GTX670-თან შედარებით, აჩქარებული ვარიანტი 3.9 დბ-ით უფრო მეტ ხმაურს გამოსცემს, ხოლო  GTX680-თან მიმართებით კი – 3.2 დბ-ით.

აჩქარებული GTX670:სათამაშო პერფორმანსი

Posted Image

Posted Image

Posted Image

Posted Image

Posted Image

Posted Image

Posted Image

Posted Image

Posted Image

Posted Image

აჩქარებული GTX670 ყველა თამაშში ჯობნის აუჩქარებელ GTX680-ს.
საერთო ჯამში კი, სხვაობა 5 კადრი წამშია.

ბოლოსიტყვაობა

GTX670 მარტივად რომ ვთქვათ GTX680-ის ოდნავ შეკვეცილი ვერსიააა,ნაკლები ენერგომოხმარებით და ცოტა ნაკლები სათამაშო პერფორმანსით. ტემპერატურები არც თუ ისე ცუდი აქვს GTX670-ს,დატვირთულზე 77 გრადუსი.ვიდეობარათი არც ისე ჩუმია,თუმცა არც ძალიან ხმაურიანი.

ენერგომოხმარების მხრივ, მას საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. დატვირთულ რეჟიმში ის 50 ვატით ნაკლებს მოიხმარს ვიდრე GTX680. აჩქარების შემთხვევაში კი, GTX670-ი უკვე ჯობნის GTX680-ს, მაგრამ ამასთან ხდება უფრო ხმაურიანი,და იმატებს ასევე ტემპერატურა.ასე, რომ გირჩევთ ან კეისი კარგად გააგრილოთ,ან არარეფერანსი GTX670 შეიძინოთ, ან ხმაური თუ არ გიყვართ, შეიძინეთ წ^ლის ბლოკი იყიდეთ. მე მაგალითად, GTX680-ს მაგივრად GTX670-ს ავიღებდი,100 დოლარით იაფია და აჩქარებულზე პირიქით ჯობნის GTX680ს.

(C) Overclockers.GE

One comment on “Nvidia Geforce GTX670 2GB მიმოხილვა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s