როგორ დაRootოთ Samsung Galaxy S2 (ყველაზე მარტივი გზა!!)

ამ პოსტში მე აგიხსნით ყველაზე მარტივ გზას თუ როგორ გაუკეთოთ თქვენ Samsung Galaxy S2-ს როოთი.

ამის გაკეთების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მაგრამ მე გაჩვენებთ ყველაზე ადვილ გზას! 😉

სანამ საერთოდ რამის დარუთვას დაიწყებდეთ ეს პოსტი წაიკითხეთ კარგად და გულმოდგინედ.

ეს არის ყველაზე მუშა და ადვილი გზა სამსუნგის ამ მოდელის დარუთვის!

სანამ დაიწყებდეთ წაიკითხეთ მნიშვნელოვანი რამეები რაც უნდა გაითვალისწინოთ:

1. თქვენ უნდა გქონდეთ კომპიუტერზე ჩაწერილი ყველა დრაივერი, რომ კომპიუტერმა წაიკითხოს ტელეფონი.

2. Samsung Kies უნდა იყოს გათიშული ინსტალაციის დროს (root)

3. ტელეფონის უსბ მოდუსი უნდა იყოს Debug-ზე

4. ტელეფონი უნდა იყოს დატენილი ბოლომდე

5. ტელეფონზე ანტივირუსი თუ გაქვთ ჩაწერილი გათიშეთ ინსტალაციის დროს

ესაა ძირითადი პუნქტები რაც უნდა გაითვალისწინოთ სანამ დაიწყებდეთ როოთინგის პროცესს.

1.მაშასადამე დავიწყოთ, ჯერ უნდა გადმოვიწეროთ ყველა საჭირო ფაილი, გავხსნათ Winrar-ით და დავა-extract-ოთ ფაილები.

2. ეხლა უკვე უნდა შევაერთოთ ტელეფონი კომპიუტერთან და გავუშვათ პროგრამა რომელიც იმ .rar ფაილშია მოთავსებული რაც ეხლახან გადმოიწერეთ, ფაილს ჰქვია “Runme.bat”

3.მიყევით ინსტრუქციას და დააჭირეთ ენტერს

4. დაახლოებით 10 წუთში თქვენი ტელეფონი იქნება დარუთული.

5.სანამ არ დაწერს, რომ პროცესი დაამთავრა მანამდე არ გამოაძროთ უსბ კომპიუტერიდან ან გათიშოთ პროგრამა.!!!

მე არ ვარ პასუხისმგებელი არავითარ ზიანზე რასაც თქვენ თქვენი დაუდევრობით ან არასწორი წაკითხვით მიაყენებთ ტელეფონს.

თქვენ ქმედებებზე თქვენვე ხართ პასუხისმგებლები 🙂

                                                                                                                                                               

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s