პლანშეტური კომპიუტერის მცირე ისტორია და პირველი პლანშეტური კომპიუტერი!

პირ­ვე­ლი პლან­შე­ტუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი Styalator ჯერ კი­დევ 1958 წელს შე­იქ­მნა. მან გან­საზ­ღვრა პლან­შე­ტის კონ­ცეფ­ცია, რომ­ლის უპი­რო­ბოდ მი­ღე­ბა ბევრ კომ­პა­ნი­ას გა­კოტ­რე­ბის ფა­სად და­უჯ­და. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მომ­გო­ნებ­ლებს მი­აჩ­ნდათ, რომ პლან­შე­ტი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო სტი­ლუ­სით აღ­ჭურ­ვი­ლი მოწ­ყო­ბი­ლო­ბა, რო­მელ­საც საქ­მოს­ნე­ბი და „სა­ვე­ლე მუ­შა­კე­ბი” გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ. მა­თი მი­ზა­ნი იყო ელექ­ტრობ­ლოკ­ნო­ტის შექ­მნა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბით – ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, გაც­ვლა-გა­მოც­ვლა დრო­ის რე­ა­ლურ რე­ჟიმ­ში, საქ­მი­ა­ნი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა და შე­ნახ­ვა. ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში ტე­ლე­ფო­ნის ფუნ­ქცი­ო­ნა­ლის ინ­ტეგ­რა­ცი­აც (მა­გა­ლი­თად, კომ­პა­ნი­ამ AT&T EO სა­ჭი­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ძე­ნად 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა. ერ­თი წლის შემ­დეგ კი, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, პრო­დუქ­ტი წარ­მო­ე­ბი­დან მო­ეხ­სნა). კლა­სი­კურ პრო­ტოპ­ლან­შე­ტად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს 1989 წელს გა­მო­სუ­ლი GridPad. 2.370 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­კლა­სის მოწ­ყო­ბი­ლო­ბა კარ­გად გა­ი­ყი­და და დიდ მო­მა­ვალ­საც უწი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია GRiD Systems 90-ია­ნი წლე­ბის პლან­შე­ტურ ცი­ებ-ცხე­ლე­ბას შე­ე­წი­რა. 90-ია­ნი წლე­ბი კომ­პი­უ­ტე­რულ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი და, შე­სა­ბა­მი­სად, ავან­ტი­უ­რის­ტუ­ლი იყო. პერ­სო­ნა­ლურ­მა კომ­პი­უ­ტე­რებ­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი­დან და ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან ბი­ნებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს. ახა­ლი თა­ო­ბის ჩი­პებ­მა, პრო­ცე­სო­რებ­მა და მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თებ­მა გა­მომ­გო­ნებ­ლებს გრან­დი­ო­ზუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­კენ უბიძ­გა, Microsoft-მა გრა­ფი­კუ­ლი ინ­ტერ­ფე­ი­სის შექ­მნა­ზე და­იწ­ყო მუ­შა­ო­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ახალ­გაზ­რდა ბილ გე­იტ­სმა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა მო­მავ­ლის კომ­პი­უ­ტე­რის კონ­ცეფ­ცია. მი­სი აზ­რით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პერ­სო­ნა­ლურ კომ­პი­უ­ტე­რებს (PC) მთლი­ა­ნად პლან­შე­ტე­ბი ჩა­ა­ნაც­ვლებ­და. Microsoft-მა სპე­ცი­ა­ლუ­რად სტი­ლუ­სის­თვის ოპ­ტი­მი­ზი­რე­ბუ­ლი Windows გა­მო­უშ­ვა. მის კვალ­დაკ­ვალ ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა GO Corporation-ის ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მა PenPoint. ტრენ­დუ­ლი იდე­ით შეპ­ყრო­ბილ­მა მწარ­მო­ებ­ლებ­მა – NCR, Samsung, Dauphin, Fujitsu, TelePad, Compaq, Toshiba და IBM – ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით გა­მო­უშ­ვეს მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად სტი­ლუ­სის­თვის. სულ რა­ღაც 2 წე­ლი­წად­ში კი გა­ირ­კვა, რომ პლან­შე­ტუ­რი კომ­პი­უ­ტე­რის იდეა ჯერ კი­დევ ნედ­ლი იყო და კო­მერ­ცი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა არ ეწე­რა. კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წი­ლი გა­კოტ­რდა, გი­გან­ტებ­მა – IBM და Samsung – პლან­შე­ტუ­რი მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბი წარ­მო­ე­ბი­დან სას­წრა­ფოდ მოხ­სნეს. 1994 წლი­დან ბა­ზარ­ზე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ახა­ლი მოწ­ყო­ბი­ლო­ბა გა­მოჩ­ნდა. ინო­ვა­ცი­უ­რო­ბის მხრივ მხო­ლოდ Fujitsu Stylistic გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ეს იყო პირ­ვე­ლი პლან­შე­ტუ­რი მოწ­ყო­ბი­ლო­ბა ფე­რა­დი ეკ­რა­ნით. სხვა­თა შო­რის, iPad თავ­და­პირ­ვე­ლად Fujitsu-ს სა­ვაჭ­რო ნი­შა­ნი იყო, რო­მე­ლიც 2003 წელს და­ა­რე­გის­ტრი­რეს, 2010 წლის 17 მარტს კი Apple-ს მიჰ­ყი­დეს.

წყარო: http://www.tabula.ge/

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s