რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება! წინააღმდეგობას მხოლოდ ამერიკელი მეცნიერების 15% ხედავს.

ახალი მასშტაბური კვლევების მიხედვით, მეცნიერების 85% -ი, მათ შორის ათეისტი მეცნიერებისა, ვერ ხედავს წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის, მეტიც, ათეისტი მეცნიერების დიდი უმრავლესობა უარყოფითად აფასებს დოვკინსის და მისი სამკაცინი ჯგუფის დესტრუქციულ მოქმედებებს. ყველაფერ ამაზე და სხვა საინტერესო საკითხებს სოციოლოგ Райс Элен Экланд-ის ინტერვიუში წაიკითხავთ.

ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება

ხუთ წლიანი კვლევის შედეგად, რომელსაც ჰიუსტონის სოციოლოგი-რაის ელენ ეკლანდი უძღვებოდა, დადგინდა, რომ ამერიკელი მეცნიერების უმეტესობის აზრით, რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

სოციოლოგებმა აშშ-ს 21 უნივერსიტეტის 275 მეცნიერი გამოკითხეს. მათ შორის ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, სოციოლოგიის,ეკონომიკის, ფსიქოლოგიის და პოლიტოლოგიის სპეციალისტები. გამოკითხულების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება მუდმივ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. ხოლო უმეტესობა დარწმუნებულია, რომ როგორც რწმენა, ასევე მეცნიერებაც-ეს არის „შემეცნების რეალური გზა“.

სულ გამოიკითხა 1700 მეცნიერი, 275 მეცნიერთან მოხდა პირდაპირი შეხვედრა,ხოლო დანარჩენებთან სატელეფონო გასაუბრება.

„საზოგადოება ქმნის აზრს, რომ სეკულარიზაციის განვითარებასთან ერთად რელიგიურობა იკლებს.მეცნიერება თითქოსდა ავიწროებს რელიგიას. ამ კვლევის შედეგით, რომელიც საკმაოდ პატივსაცემ მეცნიერებთან ჩატარდა და რომელთა უმეტესობაც თავს არისტოკრატულ, არარელიგიურ ადამიანად თვლის, ამ პრობლემას უფრო ფართოდ განიხილავს“-განაცხადა ამ კვლევის ხელმძღვანელმა.

ამერიკელი მეცნიერებისგან აღებული მოცულობითი ინტერვიუები ცხადყოფენ: ისინი, რომლებიც ათავსებენ რელიგიას და მეცნიერებას, ხშირ შემთხვევაში დარწმუნებული არიან,რომ -„მეცნიერება ღმერთისგან მოდის“ და კიდევ იმაში, რომ „რელიგია და მეცნიერება ცხოვრების აღქმის რეალურ შანსს გვაძლევს“.

აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ეს მხოლოდ მეცნიერთა ნაწილის ახირებაა!

წყარო: icode.ge

6 comments on “რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება! წინააღმდეგობას მხოლოდ ამერიკელი მეცნიერების 15% ხედავს.

  1. რა თქმა უნდა.
    შეუძლებელია ჭეშმარიტი რელიგია და ჭეშმარიტი მეცნიერება ერთმანეთს როგორმე შეეწინააღმდეგონ. პირიქით , ისინი ავსებენ ერთმანეთს.

    • გეთანხმები! ბევრი მეცნიერი თვლის, განსაკუთრებით საქართველოში, რომ არ შეიძლება მეცნიერი პარალელურად კარგი მეცნიერმუშაკი იყოს და თან მოწრმუნე . მაგიტომ დავდე ეს ინფორმაცია 🙂

      • საქართველოში კიდევ ,,განსხვავებულ ფენომენზე” გვაქვს საქმე . ესაა ამპარტავნება , რაღაც მოდაში შემოვიდა –– საზოგადოების მიერ მიღებული კანონების და აღიარებული ღირებულებების უარყოფა და ეს ,,მაგარი ტიპობა და განათლებულობაა” არაერთი ჭკუათხელისათვის .
        ,,ღმერთს ჩვენი წინაპარი 20 საუკუნე აღიარებდა , ანუ ჩვენ აღარ უნდა ვაღიაროთ და გზა უნდა გავუხსნათ ახალ ,მეცნიერებას.”
        ესაა ამათი ლოგიკა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s