Samsung-ის ახალი სმარტფონი Galaxy S4 თვალებით იმართება.

კომპანია Samsung-მა წარმოადგინა ახალი სმარტფონი სერიიდან Galaxy, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადაფურცლოს ინტერნეტ გვერდები ხუთდიუმიან ეკრანთან შეხების გარეშე – თვალების მეშვეობით.

ახალი მოდელის სმარტფონს საფუძვლად დაედო წინა S3 მოდელი, რომელიც უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა – მთელ მსოფლიოში მისი 40 მილიონზე მეტი მოწყობილობა გაიყიდა.

პრეზენტაციის ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა ნიუ-იორკში, ასევე დემონსტრირებულ იქნა ტელეფონში ჩამონტაჟებული კამერის შესაძლებლობა ერთდროულად გადაიღოს ფოტო და ვიდეო გამოსახულება.

ანალიტიკოსები სამხრეთკორეულ ფირმას განიხილავენ Apple-ის ძირითად კონკურენტად, რომელიც ამჟამად დომინირებს მობილური მოწყობილობების ბაზარზე.

Galaxy S4 გაყიდვაში აპრილის ბოლოს უნდა გამოვიდეს. იგეგმება, რომ სმარტფონს მხარს დაუჭერს 327 მობილური ოპერატორი მსოფლიოს 155 ქვეყანაში.

 

“ნავაროტები”

 

ტელეფონის ყველა სიახლეს შორის ნამდვილად რევოლუციურს წარმოადგენს ტექნოლოგია, რომელიც მოწყობილობასთან შეხების გარეშე მისი მართვის საშუალებას იძლევა. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია ჩართული ვიდეო დააპაუზოს, უბრალოდ ეკრანიდან თვალის მოცილებით.

ამას გარდა, სმარტფონი აანალიზებს მაჯის მდებარეობას და მომხმარებლის მზერის მიმართულებას და წაკითხვის თანავე თვითონ ფურცლავს ელ-ფოსტას ან ინტერნეტ გვერდს.

“ეს ძალიან ჭკვიანურია, -აცხადებს ექსპერტი ტელეკომუნიკაციის დარგში ერნესტ დოკუ, – პიკის საათის დროს, მატარებლებში გაჭედილი ადამიანებისთვის, ან უბრალოდ ფუტურისტული ტექნოლოგიების მოყვარულთათვის ეს ახალი ფუნქცია Galaxy S4-ს გახდის ყველაზე სასურველ სმარტფონად მსგავსი მოწყობილობების ბაზარზე.”

მაგრამ ჩარლზ გოლვინი, კომპანიიდან Forrester Research თვლის, რომ მოზღვავებულ სიახლეებს შეუძლია დააფრთხოს ზოგიერთი პოტენციური მყიდველი. “საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ შეძლებს კი მომხმარებელი ამდენი სიახლის რეალურად გამოყენებას? ეჭვგარეშეა, რომ ტელეფონში ჩადებულია უამრავი საინტერესო და ინოვაციური ტექნოლოგია, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, დააინტერესებს თუ არა ისინი ხალხს, “-აცხადებს ის.

“ფუნქცია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დაამატო საკუთარი გამოსახულება ფოტოსურათზე, რომელსაც სხვა ადამიანისთვის აკეთებ – მე მგონია, რომ მეტისმეტია, “-თვლის ექსპერტი.

“თუმცა ვიდეო გადაღების თვალსაზრისით, იგივე ფუნქცია შესაძლებელს ხდის ვიდეოჩატის პროცესში ერთდროულად დაინახო და დაანახო მოსაუბრეს, ის რასაც შენ ხედავ – აი ეს უკვე ნამდვილად უპირატესობაა, “-დაამატა მან.

Sumsung-მა ასევე განცხადება გააკეთა Hub-სერვისის გაშვების შესახებ, რომელიც კომპანია Apple-ის Cloud-სერვისის ანალოგიურია და რომელიც იფორმაციის “ღრუბელზე” – კომპანიის შიდა სერვერებზე შენახვის საშუალებას იძლევა, რომელიც შემდგომ ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადგილიდან, Sumsung-ის წარმოების ნებისმიერი მოწყობილობით.

უფრო მსუბუქი და თხელი

 

პრეზენტაციაზე დემონსტრირებული იყო სმარტფონის სხვა ფუნქციებიც. კერძოდ, ნაჩვენები იყო ეპიზოდი, რომელშიც ევროპელი მოგზაური შანხაიში სმარტფონს იყენებს იმისთვის, რომ ინგლისურად დასმული თავისი კითხვა გადაიყვანოს და გაახმოვანოს ჩინურად და პირიქით, პასუხი წაიკითხოს ინგლისურად.

ტელეფონის სხვადასხვა მხარეს განლაგებულ კამერებს შეუძლიათ იმუშაონ ერთდროულად, გამოსახულების შერევით, რომ ფოტოგრაფი არ დარჩეს კადრს მიღმა.

ძირითადი, 13 მეგაპიქსელიანი კამერა, განთავსებულია ტელეფონის უკანა მხარეს, მეორე, 2 მეგაპიქსელიანი – კი წინა პანელზე.

სმარტფონი იწონის 130 გრამს, მისი სისქე 7, 9 მილიმეტრია, რაც S3-თან შედარებით მას ცოტათი უფრო მსუბუქსა და თხელს ხდის.

ეკრანის გარჩევადობა უმნიშვნელოდაა გაზრდილი წინა მოდელთან შედარებით და მიყვანილია 441 პიქსელამდე დუიმში.

მიუხედავად ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო პრეზენტაციის დიდი ნაწილი დაეთმო ახალი ტელეფონის არა ფიზიკური მახასიათებლების, არამედ პროგრამული უზრუნველყოფის მიმოხილვას.

წყარო: Intermedia

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s