ელექტრონული წიგნების სახლი “საბა”

თანამედროვე ციფრული მედიის განვითარება წიგნს, როგორც კაცობრიობის უმთავრეს საინფორმაციო მატარებელს, ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

მცირე ზომის ელექტრომკითხველებში 5000-მდე წიგნის შენახვაა შესაძლებელი, ამ რაოდენობის ნაბეჭდი წიგნებით ბიბლიოთეკის შექმნას ხშირად ერთი ადამიანის ცხოვრებაც არ ყოფნის. თანამედროვე ტექნოლოგიები კი საშუალებას იძლევა, მთელი თქვენი ბიბლიოთეკა ერთ პატარა ელექტრონულ მოწყობილობაში მოათავსოთ და თან ატაროთ.

ლიტერატურული კონკურსის “საბას” პრემიის დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი, პენ-ცენტრი და ტელეკომპანია „რუსთავი-2”.  კონკურსის არქივში ბოლო 10 წლის მანძილზე დაგროვდა ქართულ ენაზე გამოცემული საუკეთესო წიგნები და გადაწყვიტეს მათი “ელექტრონული წიგნების სახლში” განთავსება, რათა ხელმისაწვდომი გამხდარიყო მკითხველებისთვის.

“საბას” ელექტრონული წიგნების სახლი დაარსდა 2012 წლის ზაფხულში. მის ვირტუალურ თაროებზე შეხვდებით პრემია “საბას” კონკურსის სხვადასხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ ავტორთა წიგნებს. ასევე, ქართული თუ უცხოური კლასიკის შედევრებს და თანამედროვე ლიტერატურის ბესტსელერებს.
ელექტრონული წიგნების სახლ “საბას” მიზანია თანამედროვე ქართულმა და არამარტო ქართულმა ლიტერატურამ შეაღწიოს ერთი შეხედვით უკვე ყოფით საგნებად ქცეულ ჩვენს ელექტრო-აქსესუარებში – ტელეფონებში, პირად კომპიუტერებსა და პლანშეტებში…

ინტერაქტიული წიგნები სახალისო და საინტერესოა ბავშვებისთვის, რადგან მათი მულტიმედიურობა და ფერადოვნება ქმნის მულტიპლიკაციის ეფექტს, ხოლო წიგნის ინტერაქტიულობა – ვიდეო თამაშის ილუზიას. ბავშვი ხალისითა და თამაშ-თამაშით სწავლობს კითხვას და წიგნთან ურთიერთობას.

ელექტრონული წიგნების სახლი “საბა”, მომხარებელს ინტერაქტიულ წიგნებსაც სთავაზობს. ინტერაქტიული წიგნები სახალისო და საინტერესოა ბავშვებისთვის, რადგან მათი მულტიმედიურობა და ფერადოვნება ქმნის მულტიპლიკაციის ეფექტს, ხოლო წიგნის ინტერაქტიულობა – ვიდეო თამაშის ილუზიას. ბავშვი ხალისითა და თამაშ-თამაშით სწავლობს კითხვას და წიგნთან ურთიერთობას.

ესენია:

1. “ანბანი”(Georgian Alphabet)–რომელიც აძლევს საშუალებას სკოლამდელ და არამარტო სკოლამდელ ბავშვებს, რომ ისწავლონ ანბანი მარტივად. ამ აპლიკაციით ბავშვებს შეეძლებათ აირჩიონ ნებისმიერი ასობგერა და თითი გააყოლონ თეთრ ბურთებს დიდიდან პატარის მიმართულებით. თუკი ბავშვი სწორად შემოხაზავს ასობგერის მოყვანილობას, წიგნი აპლოდისმენტებით დააჯილდოებს და ანბანის შემდეგი ასობგერის შემოხაზვას შესთავაზებს .

2. “ჯიუტი თხები”(Stubborn Goats)-ეს აპლიკაცია მოგვითხრობს ერთ–ერთ ქართულ ანდაზას (ჯიუტი თხები), რომელიც ბავშვებისთვის საინტერესო და ჭკუის დასარიგებელი მოთხრობაა. ამ თხზულების გმირები რეაგირებენ ხელის შეხებაზე, ზოგი მოძრაობს, ზოგი ხმას გამოსცემს და ა.შ.. მთხრობელი გვიყვება ამ საინტერესო ამბავს და მის მოსმენასთან ერთად ბავშვები თვალს ადევნებენ ტექსტში გაფერადებულ შესაბამის სიტყვებს და გონებით აკავშირებენ მოსმენილთან.

3. “არაკი” (Araki)

-ამ აპლიკაციაში მეარაკე იწყებს საუბარს. იგი იწყებს კითხვით: “ქისა ქისა ბარაქისა, თქმა ვინ იცის არაკისა!” და ამის შემდეგ იკითხება რამდენიმე არაკი, ამასთან ერთად არაკიც გმირები გამოსახულებაზე შეხებით  იწყებენ მოძრაობას და გამოსცემენ სხვადასხვანაირ ხმებს.

ამ აპლიკაციების ჩატვირთვა შეგიძლიათ Google Play-სა და App Store-დან პირდაპირ თქვენს ტელეფონებში, პირად კომპიუტერებსა და პლანშეტებში.

ელექტრონული წიგნების სახლი “საბა” კი ბევრ სიურპრიზსა და საინტერესო აპლიკაციებს გვპირდება!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s