“ნავიბუსი”

“ნავიბუსი” – ასე შევარქვი ამ საინტერესო ქმნილებას. ამ ფოტოს გუგლში წავაწყდი და ძალიან დამაინტერესა. ამ ფოტოდან გამომდინარე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს სამოქალაქო ტრანსპორტი ერთი შეხედვით უბრალო ავტობუსია, მაგრამ ეს ავტობუსი ძალიან საინტერესოდ მუშაობს და მისი საშუალებით მოსახლეობას პატარა კუნძულზე გადაადგილება ძალიან მარტივად და რაც მთავარია იაფად შეუძლიათ, ამ “ნავიბუსით” მგზავრობის ფასი მხოლოდ 1.5 ამერიკულ დოლარს შეადგენს. მას ისეთი გარე დიზაინი აქვს, რომ ადვილად აპობს ტალღებს და წყალზე ისეთნაირად დადის, როგორც ხმელეთზე. ასევე, იგი აღჭურვილია სამაშველო რგოლებით. ძალიან მაინტერესებს წყალში როგორ ამუშავებს ძრავას და როგორ ტრანსფორმირდება მისი ბორბლები. ალბათ, ყველას გახსოვთ თამაში GTA სადაც ერთ–ერთი კოდის აკრეფის შემდეგ წყალშიც შეგეძლო მანქანით გადაადგილება (თუ არ ვცდები კოდი ასე გამოიყურებოდა “seaways”) და ბორბლები გვერდებზე ამოდიოდა. აქ სულ სხვანაირად არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s