ლონდონი უცხოპლანეტელებს აღარ დააკვირდება!

60 წელი გავიდა და ბრიტანეთის სამხედრო უწყებამ უკან დაიხია: “უცხოპლანეტელები არ არსებობენ”, წერს ენრიკო ფრანჩესკინი La Repubblica-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

“ამოუცნობი მფრინავი ობიექტი არ არსებობს. მაგრამ თუ არსებობს, დიდი ბრიტანეთი წყვეტს მათ ძებნას. 60 წლიანი უშედეგო ძიების შემდეგ, გადაწყდა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ქვეგანაყოფის Ministry of Defense Ufo desk-ის დახურვა. არ იფიქროთ, რომ საუბარია მეგასტრუქუტრაზე. არა, გაუქმებული ერთეული ორი ადამიანისაგან შედგებოდა: უმცროსი ოფიცერი და უნტეროფიცერი. სწორედ ეს ორი ადამიანი იკვლევდა მარსიანელების ყველა სიგნალს, მფრინავ თეფშებს, სხვადასხვა უცხოპლანეტელებს”, –  წერს გამოცემა.

“მხოლოდ ქვედანაყოფის გაუქმებით, რთულია დააჯერო მსოფლიო, რომ უცხოპლანეტელები არ არსებობენ და ამიტომ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა: “არ ვამბობთ, რომ ისინი არ არსებობენ.  ვამბობთ, რომ ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ სხვა პლანეტებიდან მტრული ქმედება”. სხვა სიტყვებით, არამიწიერი არსებების ჩამოსვლის მოლოდინი გრძელდება. მაგრამ, უკვე დიდი ბრიტანეთის დახმარების გარეშე”, ასკვნის გამომცემლობა.

წყარო: news.ge

2 comments on “ლონდონი უცხოპლანეტელებს აღარ დააკვირდება!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s