ტრანზისტორი

ტრანზისტორი სამ ან მეტ ელექტროდიანი ნახევარგამტარი მოწყობილობაა, რომელშიც მესამე ელექტროდით იმართება ორ ელექტროდს შორის ძაბვა . გამომავალ ჯაჭვში ძაბვის მართვა ხორციელდება შემავალ ჯაჭვში ძაბვის ცვალებადობით (ბიპოლარულ ტრანზისტორებში). ძაბვის მცირედ ცვალებადობას შემავალ ჯაჭვში შეუძლია გამოიწვიოს არსებითად დიდი ცვლილება გამომავალ ჯაჭვში. ეს გამაძლიერებელი თვისება გამოიყენება ანალოგურ მოწყობილობებში (ტელევიზორი, რადიო და ა.შ.) ამჟამად ანალოგურ ტექნიკაში დომინირებს ბიპოლარული ტრანზისტორები. (საერთაშორისო ტერმინი – BJT, bipolar junction transistor). მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს ტრანზისტორებს ციფრულ ტექნიკაში (ლოგიკა, მეხსიერებაპროცესორებიკომპიუტერები, ციფრული კავშირი და ა.შ.)

ყველა თანამედროვე ციფრული ტექნიკა დაფუძნებულია მოპ (металл-окисел-полупроводник) ტრანზისტორებზე. ტრანზისტორები მზადდება ერთ კრისტალზე (ჩიპზე) და შეადგენს ელემენტარულ „აგურს“ მეხსიერების, პროცესორის და მათდაგვარების აშენებისათვის. თანამედროვე მოპ ტრანზისტორების ზომები შეადგენენ 130 დან 60 ნანომეტრამდე. ერთ ჩიპზე (ჩვეულებრივ 1-2 კვადრატული სანტიმეტრის ფართობით) განლაგდება ათეულობით მილიონი ტრანზისტორი. ათეულობით წლების განმავლობაში უფრო და უფრო მცირდება ტრანზისტორების ზომა, ხოლო იზრდება მათი რაოდენობა ჩიპებზე. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მათი რაოდენობის გაზრდა ჩიპებზე ასეულობით მილიონამდე. ტრანზისტორების ზომების შემცირებით ასევე ხდება პროცესორის რეაქციის აჩქარება (ტაქტური სიხშირე).

წყარო: ka.wikipedia.ge

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s