ჩრდილო კორეამ მზეზე “პირველი ადამიანი დასვა”! ???

ინტერნეტში წავაწყდი ასეთ სტატიას: 

ჩემი აზრით:

სტატია ურიგო არ არის მაგრამ, “უმნიშვნელო” ხარვეზებია. რაც იმის ეჭვს მაძლევს რომ ეს ძალიან კარგი ხუმრობაა. პირველ რიგში მთავარ პრობლემად მიმაჩნია, ამ სტატიის ფეისბუკზე დაშეარებულ (გაზიარებული) ადამიანთა რაოდენობა, რომელიც 3,6 ათასს გვიჩვენებს.

გავითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია მზეზე გამგზავრება.

პირველი შემჩნევადი უზუსტობა, 4 საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ ასტრონავტი დედამიწიდან მზეზე დაეშვა. გავითვალისწინოთ, ისიც რომ თბილისიდან გამგზავრებისას საქართველოს ზღვის კურორტებამდე მინიმუმ 4,5 საათი გვჭირდება. მზე ასე ახლოს ყოფილა ჩვენთან და ეს არ ვიცოდით.

მეორე შემჩნევადი უზუსტობა, თურმე მზეს ღამით მიუახლოვდა ეს  17 წლის გონებამახვილი ახალგაზრდა და ამით გაუმკლავდა მზის სხივებს.

მესამე შემჩნევადი უზუსტობა, ჰუნგს მზეზე ვარსკვლავის ნარჩენები მოუგროვებია, ალბათ ყინულით ადნობდა. 😀 😀 😀

მეოთხე შემჩნევადი უზუსტობა,  ყურადღებას არ ვამახვილებ იმაზე რომ 18 საათიანი მისია ყოფილა.

მეხუთე შემჩნევადი უზუსტობა, ბოლოს, ე.წ. შეჯამებაში ნახსენებია, რომ 2010 წელს ესპანეთში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ ეს ჩემპიონატი რეალურად სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა.

მოკლედ ძალიან კარგი სტატიაა, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს კომუნიზმის “დადებით” მხარეებს.

იმედია ვინც გააზიარა ეს სტატია, ნაწილს მაინც, სიმართლე არ ეგონება და სიამაყით არ იტყვის მეგობრებთან ან მაღალი დონის ინტელიგენციასთან რომ ადამიანი, რომელმაც მზეზე ისეირნა და თან სუვენირებიც ჩამოიტანა ჩრდილოეთ კორეელი იყო.

მე მომეწონა, ძალიან საინტერესო და სახალისო სტატია იყო. 🙂 🙂 🙂 🙂 🙂

წყარო: გუგლი

6 comments on “ჩრდილო კორეამ მზეზე “პირველი ადამიანი დასვა”! ???

  1. ვაა ხედავ მეცნიერება სად წასულა? 150 მილიონი კილომეტრის გავლა უკვე 4 სთ-შია შესაძლებელი. ჩვენ (საქართველოში) კიდევ 4,5 საათი გვჭირდება ზღვაზე დასასვენებლად რომ წავიდეთ 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s