ახალი OUYA

ყველა Gamer-ს ალბათ გაუგონია OUYA-ს შესახებ, ეს იყო მარტივი კონსოლი რომლის პროექტი დაფინანსდა Kickstarter-ის საშუალებით. თავდაპირველად საკმაოდ დამაიმედებელი პროექტი იყო, რადგან იგი გვპირდებოდა კარგ მონაცემებს, ყველასთვის გასართობ ინდი თამაშებს, მოსახერხებელ კონტროლერს და რაც მთავარია დაბალ ფასს.

კონსოლზე შეიძლებოდა ანდროიდის თამაშების თამაში (პირადპირ მარკეტიდან შეიძლებოდა გადმოგეწერათ), ეს აზრი ყველას მოეწონა და დიდ რამეს მოელოდებოდნენ რაც ოდნავ მაინც შეცვლიდა თამაშების ინდუსტრიას.

გამოსვლის შემდეგ ძირითად ნაწილს იმედები საკმაოდ გაუცრუვდა, მყიდველებს შეხვდათ ბევრი პროგრამული პრობლემა, ბანძი კონტროლერი 😀 და დაბალი მეხსიერება.

ამის გამოსასწორებლად ეხლა Ouya-ს გამომშვებელმა გადაწყვიტა, რომ გაეზარდა მეხსიერება და გამოეცვალა კონტროლერი რომელიც უფრო მოსახერხებელი გახდებოდა სათამაშოდ, მაგრამ მეხსიერების გაზრდის მხრივ ჩვენ დიდ ცვლილებებს არ უნდა მოველოდოთ საუბარი გვაქ პირველ კონსოლში 8 გიგაბაიტიანი მეხსიერების მხოლოდ და მხოლოდ გაორმაგებაზე. შეიძლება შეცვალონ ეს რიცხვი კიდევ ახლო მომავალში, იმიტომ რომ დღესდღეისობით ანდროიდზე თამაშების გადმოსაწერად და სათამაშოდ რომლებისთვისაც ესეთი კონსოლის ყიდვა ღირს დიდ ადგილს იკავებენ, და ის 16 გბ-იც უცებ აივსება.

ასევე გასწორდა რამდენიმე ტექნიკური პრობლემაც, გაძლიერდა Wifi Adapter. ჩემი აზრით მაინც დასაფასებელია ის ფაქტი, რომ ეს არცთუ ისე დიდი კომპანია მაინც ცდილობს, რომ გაიტანოს თავისი არცთუ ისე ცუდი იდეა მიუხედავად იმისა რომ წინა კონსოლმა მაინცდამაინც კარგი განხილვა არ მიიღო.

კონსოლს აქ ჩასმული Tegra 3 და 1 გბ რამი რაც ნორმალური სპეკტრებია, მაგრამ მყიდველი ჯერკიდევ ელოდება გაუმჯობესებებს. ფასსი გაიზარდა, იგი გახდა 99 დოლარიდან 139 დოლარი.

იგი სხვა კონსოლებს კომპაკტურობასა და დიზაინშიც არ ჩამორჩება

თუ გინდათ ანდროიდის თამაშების და კიდე სხვა ინდი თამაშების დიდ ეკრანზე თამაში მაშინ ეს კონსოლი მაინც საერთო ჯამში დღევანდელ ბაზარზე საუკეთესო არჩევანია 🙂

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s