Flappy Bird წაიშალა

დღეს ცნობილი და მცირე დროის განმავლობაში რეკორდული რაოდენობით გადმოწერილი თამაში, ზოგისთვის ნერვებზე მომშლელი ზოგისთვის კი უბრალოდ გასართობი თამაში წაიშალა Appstore-დან და Playstore-დან.

ეს სვლა დეველოპერისგან ყველანაირად მოულოდნელი იყო, რადგან მან ფინანსურადაც უზარმაზარი მოგება გააკეთა ამ თამაშით და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. როგორც ცნობილია იგი რეკლამის მეშვეობით დღეში იმუშავებდა 50 000 დოლარს 🙂

მიზეზი პირადი უკმაყოფილება სახელდება რადგან მას არც რამე იურიდიული პრობლემები არ შექმნია უბრალოდ იგი თვლის, რომ თამაშის აზრი და იერსახე შეიცვალა.

Screen Shot 2014-02-10 at 10.11.25 AM

თამაშის გადმოწერა მაინც შესაძლებელია რახან მისი ათასობით კლონი არსებობს და რათმაუნდა არაოფიციალურ საიტებზე დევს მისი საინსტალაციო ფაილები. ზოგი ფიქრობდა, რომ ესეთი განცხადება მხოლოდ იმისთვის გააკეთა რეიტინგის ასაწევად, მაგრამ მან თამაში განაცხადის 22 საათის შემდეგ მართლა წაშალა.

შეიძლება დაგვიბრუნდეს ჩიტი? -ეს იმაზეა დამოკიდებული დაფარა მან თამაში მარკეტზე თუ მთლიანად წაშალა იგი. თუ ის მთლიანად წაშლილია მაშინ რეიტინგის შოვნა ახლიდან დასჭირდება მთლიანად და გადმოწერების რაოდენობის ათვლა ისევ 0-დან დაიწყება, ხოლო თუ უბრალოდ დაფარა მაშინ მისი პოვნაც ბევრად მარტივი იქნება დაბრუნების შემდეგ.

თამაშს ასევე გამოუჩნდა ოდნავ შეცვლილი ასლი რომელსაც ჰქვია IronPants, იგი დევს მარკეტში, ზუსტად იგივე აზრი დევს მასსში უბრალოდ ვიზუალურად ოდნავ განსხვავდება ორიგინალისგან.

ანუ თუ თქვენ მაინც მუღამი გაგაჩნიათ იმისა, რომ ეს თამაში ითამაშოთ შეგიძლიათ ეს ვარიანტიც გადმოიწეროთ.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s