ქინგსტონის ოპერატიული მეხსიერების ბარათების კომპლექტი HyperXFury HX316C10FRK2/16

მეხსიერების HyperXBlu მოდულები კომპანია Kingston-სგან, მობილური გაჯეტების მფლობელთა შორის საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ HyperXFury მოდელების სერიის გამოსვლა ჩაანაცვლებს მათ ლიდერულ პოზიციებს.  ახალი მოდელი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვადასხვა მიმართულებით და გააჩნია უფრო სრულყოფილი თვისებები. მოდით უფრო ახლოს გავიცნოთ ისინი Kingston HyperXFury HX316C10FRK2/16 კომპლექტის მაგალითზე.

მოდელი შეფუთულია პლასტიკის სტიკერით და გააჩნია გამჭვირვალე სახურავი. ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან გვაძლევს საშუალებას დავინახოთ თუ რა არის მოთავსებული შიგნით. შემქმნელებმა შეფუთვაზე მიუთითეს ყველა საჭირო მონაცემი: კომპლექტის დასახელება, მოცულობა, ნომინალური რეჟიმი ((DDR3-1600), დამზადების ადგილი (ტაივანი) და თავდაპირველი timing-ების მნიშვნელობა (CL10).

კომპლექტში შედის ორი მოდული, 8 გიგაბაიტიანი მოცულობით, რომელიც ჯამში 16 გიგაბაიტს წარმოადგენს. შემქმნელებმა გააკეთეს მოდული უფრო ეფექტური სიხშირეებით 1333, 1600 და 1866 მეგაჰერცით. ასეთი პარამეტრები და  8 გიგაბაიტიანი მოცულობა, სრულიად საკმარისია სათამაშო პლატფორმის ოპერატიული მეხსიერების მოწყობილობებისთვის. ასევე, მოდულის საერთო მოცულობა  არის 16 გბ., რაც განსაკუთრებულ თავდაჯერებულობას მოუტანს მომხმარებელს, რომელთაც ААА – პროექტის  გახსნის მოთხოვნა აქვთ. რაც შეეხება მუშაობის სიხშირეს,  DDR3-1600 – საბაზისოა.

HyperXFury-ის ბარათები  დამზადებულია შავი ტექსტილისებური  მასალით. შავი ფერისაა  ასევე გაგრილების სისტემა. მეხსიერებისა და მოდულების ახალი სერიის კომპლექტი შესაძლებელია იყიდო რამდენიმე ფერში – შავი, წითელი, თეთრი და ნაცრისფერი. HyperXFury-ს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ის, რომ მომხმარებელს შეუძლია თავისი გემოვნებისამებრ გააკეთოს მოდელების არჩევანი. ასიმეტრიული რადიატორები მყარად იჭერენ მოდულებს. DDR3-1600 ბარათებს  გააჩნიათ დამატებითი გაგრილების სისტემა, რაც იცავს მათ სხვადასხვა სირთულეებისგან, რომელიც წარმოიშვება სისტემის მუშაობისას. Kingston-ის  ტექნიკოსებმა შეიმუშავეს საიმედო და მოსახერხებელი რადიატორის კონსტრუქცია. ის არა მხოლოდ არ ზრდის მოდულის მოცულობას, არამედ აძლევს მას საინტერესო ფორმას. ამას გარდა, მოდული ერთი მხრიდან აღჭურვილია წებოვანი დამცავი ფენით და მასზე განთავსებულია მეხსიერების ბარათის მონაცემები.

მოდულების დაყენების პროცესში, პლატის ყველა მონაცემი იყო ჩადებული სისტემაში.  ავტომატური გაშვებისათვის მათში  დააყენეს SPD – DDR3-1600 ჩატვირთული პროგრამების რეჟიმი, ტაიმინგი 10-10-10-30 და კვების წყარო 1,5ვ.. შეიძლება ითქვას რომ, ასეთი პარამეტრები ყველაზე ხელსაყრელია კომპლექტის მუშაობისთვის.


HyperXFury აღჭურვილია მეხსიერების SK Hynix H5TQ4G83MFR-H9C მიკროსქემით. იმისათვის, რომ გაეგოთ როგორია მოდულის სიხშირის შესაძლებლობები, ჩატარდა მთელი რიგი სტრეს-ტესტები და უნდა ითქვას, რომ მოწყობილობამ აჩვენა შესანიშნავი შედეგები. მას შემდეგ, რაც გაზარდეს კვების წყარო 1,5ვ.-დან 1,65ვ-მდე HyperXFury-მ სტაბილურად გაუძლო დატვირთვას 2400მგჰ 13-13-13-35 ტაიმინგისას

.

როგორც ვხედავთ 16გბ. მოცულობის კომპლექტისთვის საკმაოდ კარგი შედეგებია. მითუმეტეს რომ თვითონ შემქმნელები მას წარმოადგენენ როგორც  ტრადიციულ ვარიანტს გამოყენებისთვის და არა overclocking-ისთვის. სიხშირის გაზრდა 50%-ით გამოიწვევს ბარათის უმნიშვნელოდ აჩქარებას, ეს მოეწონებათ მათ ვისაც გარისკვა უყვარს და პარამეტრებში ცვლილებებს შეიტანს.

უნდა ითქვას, რომ მეხსიერების გაშვების შესაძლებლობების რეალური ბარიერი  მნიშვნელოვნად გაიზარდა. რა თქმა უნდა, შეიძლება ველოდოთ, რომ მოქმედ აპლიკაციაში წარმოება იქნება გაზრდილი არც ისე პროპორციულად, მაგრამ ეს არ არის არსებითი. ასევე, უნდა ითქვას, რომ აღინიშნა რადიატორის ტემპერატურის უმნიშვნელო  მატება (სულ 40С-მდე), იმის მერე რაც იყო აწეული კვების წყაროზე და მაქსიმალური დატვირთვა მიეცა მეხსიერების ბარათებს.

დასკვნა

Kingston HyperXFury HX316C10FRK2/16-ის მეხსიერების კომპლექტს აქვს მაღალი სიმძლავრე, შესანიშნავი ასწრაფების საშუალება, გაგრილების სისტემა თანამედროვე დიზაინი და ასევე მისაღები ფასი. ის მოეწონება ყველას, ვისაც აქვს სურვილი გადაჭრას ოპერატიული ჩამწერი მოწყობილობის  ნაკლებობის პრობლემა, ამასთანავე მიიღოს ხარისხიანი ბრენდული პროდუქტი მისაღებ ფასად.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s