რატომ უნდა გადავიდეთ 4G ინტერნეტზე?!

4G ინტერნეტი 10-ჯერ აღემატება უკვე არსებული მობილური ინტერნეტის სიჩქარეს
თანამედროვე სამყაროს წარმოდგენა რთულია ინტერნეტის გარეშე, რომელიც შეუცვლელი ინსტრუმენტი გახდა ახალი კონტაქტების, საქმიანი ურთიერთობებისა და სხვა ასპექტების თვალსაზრისით. თუმცა ჩვენს ყოველდღიურობაში აქტიური შემოჭრიდან რამდენიმე წლის შემდეგ უნდა ითქვას, რომ ინტერნეტის შესაძლებლობები თითქმის ყოველდღიურად მატულობს. რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს მოსახლეობას უნიკალური შანსი მიეცა – ჩაერთოს მეოთხე თაობის (LTE) ინტერნეტში.

მეოთხე თაობის ინტერნეტი ეს არის მობილური ინტერნეტი, რომელიც სიჩქარით არ ჩამოუვარდება სახლის სადენიან ინტერნეტს ან WiFi-ს: ვებ-გვერდების, ფაილების, მუსიკის, ვიდეოების და თამაშების ჩამოტვირთვას სულ რაღაც წამები სჭირდება. 4G ინტერნეტი 10-ჯერ აღემატება უკვე არსებულ მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, რაც საშუალებას გაძლევთ, მყისიერად გახსნათ ნებისმიერი ზომის ინტერნეტ-ფაილი, 2-3 წუთში კი სრულმეტრაჟიანი ფილმი ჩამოტვირთოთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მეტია ლაივ სტრიმინგისა და ბრაუზინგის სიჩქარე.

ფაილების ჩამოტვირთვის მაღალი სიჩქარის გარდა, ახალი სტანდარტი იძლევა ახალი მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობასაც. მაგალითად, მობილური ინტერნეტ-ტელევიზიითა და საუკეთესო ონლაინ თამაშებით სარგებლობის საშუალებას. განსხვავებული თვისებებისა და მაღალი სიჩქარის წყალობით, მობილური 4G ქსელი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქმიან ურთიერთობებში, ვინაიდან საქმიან ადამიანებს საშუალება ეძლევათ, მეოთხე თაობის ინტერნეტის წყალობით მაღალი სისწრაფით და უსაფრთხოდ გადასცენ საქმიან პარტნიორს რამდენიმე გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაცია. მეოთხე თაობის ინტერნეტი ასევე შესაძლებლობას გაძლევთ შეფერხების გარეშე დაამყაროთ ვიდეოკავშირი სკაიპის მეშვეობით.

”ბილაინის” წარმომადგენელთა განცხადებით, ფაილების მაღალი სიჩქარით ჩამოტვირთვის გარდა, ახალი სტანდარტი საქმიან ადამიანებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ მაღალი ხარისხის ვიდეოკონფერენციებით, ვიდეოტელეფონის სინქრონული თარგმანით და ქლაუდ სერვისებით.  ”4G ქსელში მონაცემების გადაცემის სიჩქარე, საშუალოდ 5-ჯერ მეტია 3G-ზე. განსხვავება მაშინვე იგრძნობა: ვებ-გვერდები იტვირთება მომენტალურად, აუდიო ფაილები – 1-2 წამში, ფილმები- 2-3 წუთში, ფილმები HD-ხარისხით კი 5-6 წუთში”, – აცხადებენ კომპანია ” ბილაინში”.

მეოთხე თაობის ინტერნეტის მოხმარება “ბილაინის” აბონენტებს როგორც მობილური ტელეფონის მეშვეობით, ასევე მოდემებითა და როუტერებით საქართველოს 30 ქალაქში შეუძლიათ. უახლოეს მომავალში კი მთელი საქართველო დაიფარება.

 

წყარო: BPN

Advertisements

2 comments on “რატომ უნდა გადავიდეთ 4G ინტერნეტზე?!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s