პირველი ჰაკათონი ჯეოლაბში!

ინოვაციების, მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია – „ჯეოლაბი“ 29, 30 და 31 მაისს საკუთარ სივრცეში პირველ ჰაკათონს უმასპინძლებს!

ჯეოლაბი“ ვებ ან მობილური აპლიკაციების დეველოპერებსა და დიზაინერებს დაუვიწყარ 3 დღიან შეჯიბრს ჰპირდება!

ჰაკათონი არის 3 დღიანი შეჯიბრი ვებ ან მობილური აპლიკაციების დეველოპერებისთვის და დიზაინერებისთვის. ჰაკათონში მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რომელიმე უნივერსიტეტის სტუდენტი.

ჰაკათონის გახსნის ცერემონიალზე გამოცხადდება ჰაკათონის თემატიკა(პლატფორმა და ინსტრუმენტები არის თავისუფალი) და მონაწილეები გამოცხადებული თემატიკის ირგვლივ 40 საათის განმავლობაში შექმნიან საკუთარ პროექტებს.

ღონისძიების პარალელურად მოეწყობა Tech-talk-ები, რომელზეც ICT სფეროს წარმომადგენლები ყველა მსურველს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

„ჯეოლაბი“ მთელი ჰაკათონის მსვლელობისას, თქვენთვის უზრუნველყოფს მყუდრო და ინოვაციურ გარემოს, კვებას, მაისურებსა და შესანიშნავ მოგონებებს.

„ჯეოლაბში“ ჰაკათონი ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის საფუძველზე.

ჰაკათონის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია:
– ჰაკათონში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პირველი 35 რეგისტრირებული სტუდენტი.
– ერთი გუნდი შესაძლებელია შედგებოდეს მაქსიმუმ 3 მონაწილისგან.

სად ტარდება ჰაკათონი?

„ჯეოლაბში“, რომელიც მდებარეობს ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU-ს) შენობაში, მისამართზე: თბილისი. მერაბ ალექსიძის №8.

როგორ დავრეგისტრირდე გუნდად?

რამდენიმე დღეში „ჯეოლაბის“ Facebook-ის გვერდზე, ჰაკათონის დახურულ ჯგუფში და ივენთის გვერდზე სარეგისტრაციო ფორმა დაიდება. გუნდიდან მხოლოდ ერთი მონაწილე უნდა დარეგისტრირდეს, რომელმაც შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს გუნდის სხვა მონაწილეების სახელები და გვარები.

პრიზები?

პრიზების შესახებ ჰაკათონის გახსნის დღეს შეიტყობთ.


აუცილებელია თუ არა Tech-Talk -ებზე დასწრება?

Tech-talk-ებზე დასწრება აუცილებელი არ არის. ლექციები ღია იქნება არა მარტო ჰაკათონის მონაწილეებისთვის, არამედ სხვა ნებისმიერი მსურველისთვისაც.

რა უნდა წარმოადგინოთ ჰაკათონზე?

პირადობის მოწმობა, სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი (სტუდენტის მოწმობა, ან რაიმე სხვა დოკუმენტი რომელიც ადასტურებს რომ სტუდენტი ხართ), თქვენი ლეპტოპი და ყველა ის ნივთი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, შეჯიბრზე ყოფნისას დაგჭირდებათ.

ინფორმაცია, სარეგისტრაციო ფორმის განთავსების დროზე, „ჯეოლაბის Facebook-ის გვერდზე, ივენთის გვერზე და ჰაკათონის ღია ჯგუფში განთავსდება 🙂

Advertisements

One comment on “პირველი ჰაკათონი ჯეოლაბში!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s