პირველი ტექნოლოგიური პარკი საქართველოში!

ეს არის პირველი ტექნოლოგიური პარკი საქართველოში! მისი მშენებლობა 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს.

ტეკქნოპარკი_0

2016 წლის 11 იანვარს საქართველოში, ინოვაციების ქუჩა ნომერ  7-ში პირველი ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა. ტექნოპარკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ აშენდა.

ტექნოპარკის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების განვითარებას და შექმნას ერთიან ეკოსისტემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

ტექნოპარკის უდიდესი როლი ექნება ინოვაციების კომერციალიზაციაში, იგი ხელს შეუწყობს ახალი სტარტაპების ჩამოყალიბებას და შემდგომ მათ რეალურ ბიზნესად გარდაქმნას, რაც თავის მხრივ შექმნის მაღალანაძღაურებად სამუშაო ადგილებს.

ტექნოპარკი აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, ლაზერული მჭრელებით, CNC მანქანებით, 3D პრინტერებით და სხვა მრავალი თანამედროვე მოწყობილობით რაც ხელს უწყობს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის განვითარებას.

1412283_875815049193063_6446401738833144409_o

ტექნოპარკი მოიცავს როგორც co-working სივრცეს ასევე,  მაღალტექნოლოგიური ინკუბატორს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს და სხვა სერვისებს, რომლებიც მიმართულია რომ განავითაროს საქართველოში მაღალტექნოლოგიური

მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი მოიცავს როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისათვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს. პარკის ტერიტორიაზე იმუშავებს აქსელერატორი, მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, იქნება მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას.

12370805_868088669965701_975791998828335955_o

მისი ერთ-ერთი დანიშნულებაა ნიჭიერი ადამიანების ხელშეწყობა. რაც უმნიშვნელოვანესია ინოვაციური პროდუქტის შექმნისათვის. თუ გაქვთ იდეა შეგიძლიათ მიხვიდეთ ტექნო პარკში და დაიწყოთ თქვენი იდეის განხორციელება და რეალურ პროდუქტად გარდაქმნა.

ეს არის ადგილი, სადაც შენს იდეას ხელშესახებს გახდი.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s