ჩვენ შესახებ

მოგესალმებით,

მგონი ჩვენ ბლოგზე შემოსული მკითხველის ერთ-ერთი პირველი კითხვა  იქნება ის თუ ვინ? რისთვის ? და რატომ? შექმნა ეს ბლოგი.

მოდით დავიწყოთ პირველ კითხვაზე პასუხის გაცემით:

ვინ შევქმენით ეს ბლოგი ? და ვინ იგულისხმება “ჩვენ”-ში?

ამ ბლოგის დამაარსებლები  ვართ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის 42-ე  საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების კლუბის აქტიური წევრები და კარგი მეგობრები: პავლე ტაბატაძე და ნიკოლოზ ასტამიძე. ჩვენ ორივეს ძალიან გვიტაცებს თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიები.  ასევე აქტიურად ვერთვებით ამათუ იმ პროექტის შექმნასა თუ განხორციელებაში.

შემდეგი კითხვა:

საიდან დაგვებადა ეს აზრი და რა მიზნით შევქმენით ეს  ბლოგი?

ჩვენი კლუბი “კარპედიემი” Ph international–ისა და Usaid–ის მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაარსდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენ ვართ სამოქალაქო განათლების  კლუბის წევრები. სწორედ აქ შევიტყვეთ ჩვენ სოციალური მედიის ტრენინგების შესახებ, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ფონდი თბილისის მოზარდთა სახლში. სადაც Ph international–ი ატარებდა.

. ჩვენ დავესწარით ამ ტრენინგს. სწორედ ამ ტრენინგების წყალობით არსებობს და იარსებებს  ეს ბლოგი.   ტრენინგებზე  გავიგეთ ძალიან ბევრი საინტერესო რამ სოციალური მედიის შესახებ, ასევე შევიძინეთ ბევრი ახალი და ძალიან კარგი მეგობარი, 🙂 რომლებიც ასევე აქტიურად მუშაობენ თავიანთ ბლოგებზე. 🙂 ჩვენი ტრენერები იყვნენ  ალექსანდრე ასათიანი და დიანა კვარაცხელია. მათ აგვიხსნეს თუ რა არის და  რის შესაძლელობებს იძლევა  ბლოგი.  ასევე ისინი დაგვეხმარნენ პირველი საფეხურების გადადგმაში ბლოგის შესაქმნელად.  აქედან გამომდინარე ჩვენთვის ეს მარტივ და  სახალისო საქმიანობას წარმოადგენდა და გადავწყვიტეთ  შეგვექმნა ბლოგი. 🙂  მიზანს განვიხილავთ შემდეგი კითხვის პასუხში 🙂

ყველაზე ხშირად დასმული კითხვა 😀 : კი, მაგრამ, რატომ მაინც და მაინც ტექნოლოგიები ? 

როგორც ვიცით, ბლოგი იძლევა სრულ თავისუფლებას თემასთან დაკავშირებით, ამიტომაც ავირჩიეთ ის აქტუალური თემა, რომელიც ყველაზე მეტად გვიტაცებს ( ტექნოლოგიები), 🙂 ჩვენ ასევე გვსურს მოვიზიდოთ ჩვენნაირად გატაცებული ახალგაზრდები (თუნდაც დიდები), რათა ამ  ყველაზე განვითარებადი დარგის ირგვლივ ვისაუბროთ და განვიხილოთ სხვადასხვა ინფორმაციები.

მგონი დამეთანხმებით რომ სამწუხაროდ ქართველი ხალხი არ არის იმდენად გარკვეული ტექნიკასა და ტექნოლოგიებში რამდენადაც ეს საჭიროა თანამედროვე ცხოვრებაში.  კი, მონდომებული  ადამიანი  ადგებოდა და თვითონ ყველანაირი წყაროდან შეისწავლიდა ამ ყველაფერს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს რომ ყველა ადამიანი განსხვავდება და ყველა მონდომებული ამ საქმის მიმართ ვერ იქნება. ამიტომ ჩვენი პრინციპია შევეცადოთ ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც კი არსეობობს ტექნიკასთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. მათ თავი ერთად მოვუყაროთ და მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენ ძალიან გაგვიხარდებოდა მსგავსი ბლოგის ან საიტის  პოვნა :). იქნებ არის კიდეც?!  მაგრამ რატომ ვეძებოთ როდესაც ჩვენით შეგვიძლია შევქმნათ? 🙂

და ბოლო : რა გეგმები გვაქვს  მომავალისთვის  და რისი იმედი გვაქვს?

ჰმმ- მომავალი, დროის განსაზღვრება, თუმცა  იქიდან გამომდინარე რომ კოსმოსში დრო არ არსებობს, ჩვენ მაინც ამ ილუზიით  ვაგრძელებთ ცხოვრებას და ხშირად ვფიქრობთ თუ რა მოხდება მომავალში. ჩვენ შემთხვევაში რადგან ტექნოლოგიები ისეთი დარგია რომელიც არასოდეს გაჩერდება ერთ ადგილას და მუდამ წინსვლა ექნება ამ პროცესის პარალელურად  ჩვენი ბლოგიც ამავე ტემპით განვითარდება. ჩვენ ვგეგმავთ  რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ბლოგი არა მარტო ტექნოლოგიებით არამედ სხვადასხვა მიმართულებებითაც შემოიფარგლება.

და რაც შეეხება იმედს.

ჩვენ ყოველთვის გვექნება იმედი იმისა, რომ მკითხველი მუდამ კვმაყოფილი იქნება ჩვენი მუშაობით (წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუძლია შეგვატყობინოს თავისი პრეტენზიის შესახებ და ჩვენ მის შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებთ). ჩვენი ბლოგი გააღრმავებს ცოდნას ტექნიკასთან (და არა მარტო ტექნიკასთან) დაკავშირებით. 🙂

გაიგეთ მეტი ტექნიკის შესახებ.

პატივისცემით,

ნიკოლოზ ასტამიძე;

პავლე ტაბატაძე.

თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ ბლოგის პრეზენტაცია.

გადმოწერა:

 (ძველი ვერსია)

ახალი სრული ვერსია

ახალი მინიატურული ვერსია

Advertisements

26 comments on “ჩვენ შესახებ

  1. გავასწორებთ უახლოეს მომავალში, რეკონსტრუქცია ჯერ არ არის დამთავრებული , სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო გაიწელა 😦 ყველანაირად ვეცდებით გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები, კარგია რომ შენიშვნებს გვაძლევთ , ჩვენ ამით უფრო მეტი გამოცდილება გვემატება ასევე სრულყოფილს ვხდით ბლოგს 🙂

    • LoLa კარგად რომ წაგეკითხა თუ რა წერია “ჩვენ შესახებ”-ში მგონი მაგ კომენტარს აღარ დაწერდი. ჩვენ გვიწერია რომ:
      “მგონი დამეთანხმებით რომ სამწუხაროდ ქართველი ხალხი არ არის იმდენად გარკვეული ტექნიკასა და ტექნოლოგიებში რამდენადაც ეს საჭიროა თანამედროვე ცხოვრებაში. კი, მონდომებული ადამიანი ადგებოდა და თვითონ ყველანაირი წყაროდან შეისწავლიდა ამ ყველაფერს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს რომ ყველა ადამიანი განსხვავდება და ყველა მონდომებული ამ საქმის მიმართ ვერ იქნება. ამიტომ ჩვენი პრინციპია შევეცადოთ ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც კი არსეობობს ტექნიკასთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. მათ თავი ერთად მოვუყაროთ და მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენ ძალიან გაგვიხარდებოდა მსგავსი ბლოგის ან საიტის პოვნა . იქნებ არის კიდეც?! მაგრამ რატომ ვეძებოთ როდესაც ჩვენით შეგვიძლია შევქმნათ? ”
      ანუ ჩვენ ყველაფერს თავს ერთად ვუყრით რომ ადვილი ხელმისაწვდომი გახდეს და რაც შეეხება საავტორო უფლებებს, აბსოლუტურად ყველა პოსტს, რაც კი სხვა საიტიდან არის (როგორც შენ ამბობ) “დაკოპირებული” მითითებული აქვს თავისი წყარო.!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s