უეცრად, როდესაც ზღვაში ხართ და გრძნობთ, რომ იხრჩობით, თქვენი სიცოცხლის დამცველი რობოტი–მაშველი გამოჩნდება!

ეს არი ირანული, უპილოტო, რობოტი–მაშველი რომელიც იცავს შენს ცხოვრება!

მაშველები, შეიძლება, მომავალში ამ ოთხძრავიანმა რობოტმა ჩაანაცვლოს, ოღონდ, გარკვეულ ტერიტორიაზე.
ირანის კვლევითმა ფირმამ დაიწყო მუშაობა, რომ შექმნან მაშველი რობოტი. “დავიღალეთ სიუჟეტების მოსმენით ადამიანის დახრჩობის  შესახებ” –გამოკითხული ხალხის აზრი. მეცნიერებმა გადაწყვიტეს განევითარებინათ სამაშველო ტექნიკა. ამ თვითმფრინავებს შეუძლიათ უფრო მეტი რამ ვიდრე სამაშველო სამსახურის მოწყობილობებს: მათ შეუძლიათ გადაადგილება უფრო სწრაფად, ისინი ყოველთვის მშვიდნი და აუღელვებლები არიან, ამ მფრინავ მაშველს არასოდეს ძინავს და ყოველთვის სამუშაო რეჟიმში არიან. Continue reading

გლუკოდოკი – ანუ მრავალფუნქციური და თანამედროვე გლუკომეტრი!

გლუკოდოკის სისხლში გლუკოზის შემცველობის საზომი და დიაბეტის კონტროლის ახალი, თანამედროვე საშუალებაა. იგი სისხლში გლუკოზის შემცველობას iPhone-ის, iPod touch-ის ან iPad-ის მეშვეობით ზომავს.  Continue reading

ულტრაბგერითი მინი რობოტი, რომელიც ჰაერს ატენიანებს!

ეს არის მაგიური კოლოფი, რომელიც თქვენი ოთახის ჰაერს ტენიანობას შემატებს. იგი არის ულტრაბგერითი მოწყობილობა და თვითონვე არეგულირებს ჰაერში მოთავსებული წყლის მოლეკულების რაოდენობას. Continue reading

მუსიკოსი რობოტი რომელიც ვიოლინოზე უკრავს!

2007 წლის დეკემბერში, ტოკიოში, პრეზენტაცია გაუკეთეს ტოიოტას კიდევ ერთ საუკეთესო რობოტს, რომელიც ვიოლინოზე უკრავს და ნამდვილი მუსიკოსის მოძრაობებს იმეორებს. ამასთან ერთად იგი ზუსტ ბგერებს იღებს და მისი დაკრული მუსიკა სასიამოვნო მოსასმენია. იხილეთ ვიდეო: 

ჭკვიანი რობოტი iPhone+ ში !

ჭკვიანი რობოტი iPhone+ ში !
შეგიძლიათ ასწავლოთ ძალიან მარტივად ცეკვები, მაგალითად – აჭარული, ქართული, სვანური, რაჭული, ხევსურული, ლამბადა და სხვა ყველანაირი ცეკვები , აპროგრამებთ როგორც გსურთ , ასევე ასწავლოთ დაკვრა პიანინოზე , გიტარაზე , ჩონგურზე , ასწავლოთ ჩხუბი , კარატე , ბოქსი სხვა, ფეხბურთის თამაში ასევე სხვა თამაშები 🙂

შესაძლებლობებთან შედარებით ფასი ძალიან მისაღებია 1999 ლარი !

Continue reading

მალე ! გაყიდვაში, მოსიარულე რობოტი-სავარძელი იქნება!

ტიბას პრეფექტურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ეტლის ახალი სახეობა შექმნეს, რომელსაც სიარული შეუძლია.

პრაქტიკულად, ეს არის რობოტი, რომელსაც კიბეზე ასვლაც შეუძლია. იგი ბორბლებს ფეხებივით ხმარობს. Continue reading

ახალი რობოტი გააუმჯობესებს აუტიზმის მკურნალობის ეფექტურობას

263[1] დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა პროფესორ კერსტინ დაუტენჰანის მეთაურობით დაასრულეს ხუთწლიან პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებდა რობოტების ჩართვას აუტიზმით დაავადებულ ბავშვების მკურნალობაში. პროექტის მონაწილეებმა დაამტკიცეს, რომ მათ მიერ შექმნილი რობოტი თერაპიულ გავლენას ახდენს ახალგაზრდა პაციენტებზე სოციალურ კომუნიკაციებში ჩართვის ხაზით. Continue reading

რობოტი-ბოქსიორი PUNCHING PRO

სიცოცხლის ჯანმრთელი წესის მომხრე ინჟინერს კრის ტრესიდერს (Kris Tressider) კლასიკურ სავარჯიშო მსხალზე ვარჯიში მობეზრდა. ამიტომ, ინიციატივა გამოიჩინა და სამართლიანად განსაჯა, რომ ცოცხალი სპარინგ-პარტნიორი გაცილებით ეფექტურია “მსხალთან” შედარებით, თუმცა ყველას როდი აქვს ვარჯიშისას მეორე ადამიანთან ურთიერთობის შსაძლებლობა. ამიტომაც, მან შექმნა რობოტი Punching Pro. Continue reading

უპილოტო ვერტმფრენები პინგ-პონგს თამაშობენ

მინიატურული უპილოტო ვერტმფრენები ხანდახან ნამდვილ საოცრებებს ახდენენ. მაგალითად, პინგ-პონგს თამაშობენ, რაც თვალსაჩინოდ დაგვანახეს შვეიცარიის ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის ინჟინრებმა თავისი ახალი კვადროკოპტერების მაგალითზე.

მინიატურული უპილოტოების ზედა ნაწილში ავტორებმა ტენისის ჩოგნის ზედა ნაწილი დაამაგრეს. Continue reading

რობოტი Vaudeville სმარტფონიდან და Kinect-დან იმართება

იაპონურმა კომპანიამ Suidobashi Heavy Industry დიდი ზომის რობოტის Vaudeville შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც სმარტფონის და კონტროლერის MS Kinect დახმარებით იმართება. მანქანის სიმაღლეა 3,8 მეტრი, ხოლო წონა 4,5 ტონა. ეს რაღაც უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ლაბორატორიული სათამაშო, ასეთმა რობოტმა ადამიანს შემთხვევით სერიოზული ტრამვაც შეიძლება მიაყენოს.

მანქანის შიგნით განთავსებულია კაბინა ოპერატორისთვის, მასში მხოლოდ ერთი ადამიანი თავსდება. დეველოპერები ამბობენ, რომ Vaudeville მუშაობისთვის და მასობრივი წარმოებისთვის მზად წლის ბოლოსთვის იქნება. რობოტი ოთხი ფეხით გადაადგილდება, რომელთაგან თითოეული ბორბლით მთავრდება. ამ დიდი მექანიზმის სამართავად გამოყენებულია სმარტფონი, რომელიც ხელის მანიპულატორთანაა დაკავშირებული. ოპერატორი მანიპულატორზე ზედა კიდურებს გადაადგილდებს, ხოლო რობოტის ხელები ამ მოძრაობებს იმეორებენ. Continue reading