Apple Magic Mouse-ის მიმოხილვა და პირადი შთაბეჭდილება

ეს არის Magic Mouse-ის მიმოხილვა და ვისაუბრებ თუ რა მომეწონა მასსზე და რითი ჯობია ის სხვა დღევანდელ მოუსებზე მიუხედავად მისი უცნაური ფორმისა.

სონის 84″-იანი 4K ტელევიზორი იღირება მხოლოდ 25000$

Sony-იმ საბოლოოდ გამოუშვა თავისი ახალი 84 ინჩიანი ტელევიზორის ფასი, გამოშვების თარიღი და შესაძლებლობები.
სწორად წაიკითხეთ ეს უზარმაზარი ტელევიზორი 25000 დოლარი იღირება, შეიძლება ფასი ასტრონომიულად დიდი მოგეჩვენოთ :D, მაგრამ მაშინ მის შესაძლებლობებს გადავხედოთ თვალი.
ამ ახალ ტელევიზორის რეზოლუცია არის 3840 X 2160 LCD ეკრანი, ეს არის 4-ჯერ უფრო დიდი ვიდრე Full HD ტელევიზორი და მოყვება ინტეგრირებული დინამიკები.

მაინც დიდი ფასია? მას აქვს SimulView 3D-ს შესაძლებლობა და არის დაკავშირებული სონის Enterntainment Center-თან და თუ იყიდით ამ ტელევიზორს “სონი” ამას უფასოდ ჩაგიწერთ.
ამ გიგანტური ტელევიზორის ყიდვა შეგეძლებათ ნოებრიდან მხოლოდ სონის ოფიციალურ მაღაზიებში.

Techguru98

რას ფიქრობთ “Microsoft”-ის ახალ ლოგოზე?

Windows 8-ის გამოშვების მზადებაზე,”Windows 8″-ის გასაყიდად გამოშვება აღიარებულია ,რომ იგი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოშვებაა მთელი “Microsoft”-ის ისტორიაში.

რამდენიმე თვის წინ “Microsoft”-მა შეცვალა ისევ “Windows 8”-ის ლოგო რომელიც არის დაწარერილი პრიმიტიული სუფთა “crisp san-serif “-ის ფონტით, დღეს კი მათ გამოუშვეს სავარაუდოდ საბოლოო “Microsoft”-ის ლოგოს ვერსია, რადგან მის გამოშვებას ვიდეო რგოლიც მოყვა ინტერნეტში რაც წინა აფდეითებს არ მოყოლია.

“Microsoft”-ის ლოგო დაწერილია იგივე, მაგრამ ცოტა უფრო სქელი ფონტით.
ჩემი აზრით ეს ლოგოს ვერსია ძველ შავს 100%-ით ჯობია, ჯერ უფრო სუფთაა და პრიმიტიული და ისედაც ის ძველი ლოგო “Windows xp”-ის გამოშვების შემდეგ გვახსოვს და უკვე მოსაბეზრებელია.

“Microsoft”-ის ვიდეო რგოლის ნახვა შეგიძლიათ პოსტის ბოლოში 😉

სავარაუდოდ “Microsoft”-ი “Xbox 360”-ის ლოგოსაც შეცვლის.

 

 

 

 

TechGuru98

ბლოგერის საიდუმლო იარაღი ვორდპრესის წინააღმდეგ: Google Apps

როგორც ცნობილია, გუგლის ეფლიქეიშენებს დღესდღეობით, მსოფლიოში 30 მილიონამდე ადამიანი მოიხმარს. ბოლო დროის განმავლობაში შეიმჩნევა ამ რიცხვის უფრო და უფრო ზრდა. ამას ემატება ისიც, გუგლმა ეფლიქეიშენების რაოდენობა 10-ჯერ გაზარდა, რაც თავისთავად Google Apps-ის მომხმარებელთა რიცხვს კიდევ უფრო გაზრდის.
“ბლოგერის” უპირატესობაც ვორდპრესთან შედარებით, სწორედ აქ ჩანს. იმის შანსი, რომ Google Apps-ის მომხმარებელმა სხვა ბლოგინგ პლატფორმა აირჩიოს, ნაკლებია, რადგან “ბლოგერი“ შეიძლება გუგლის შვილობილ პროდუქტადაც ჩაითვალოს.

ამას ემატება ისიც, რომ WP.com -ისგან განსხვავებით custom domain-ის, ვიდეო ჰოსტინგის ( Blogger Video Player Vs. VideoPress ) ხარჯები ეხსნებათ “ბლოგერის” მომხმარებლებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “ბლოგერს” აქვს ეს უპირატესობა, რაც მას ეხმარება ბაზარზე ჰქონდეს ერთ-ერთი მოწინევე ადგილი დამკვიდრებული. Continue reading

როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი რჩევები დამწყებთათვის

Posted Image

რაც დრო გადის სულ უფრო იზრდება PC კომპონენტების კვების ბლოკისადმი მოთხოვნა. თუ ადრე High End სისტემას მაქსიმუმ 500 W სჭირდებოდა, ეხლა უკვეე 1000 W-ც არ არის ხოლმე საკმარისი. განსაკუთრებით მომთხოვნია SLI და CrossFire კონფიგურაცია (მათთვის ვინც არ იცის: ორი ან მეტი ვიდეო კარტა Nvidia და ATI შესაბამისად) .
დავიწყებ იქიდან, თუ როგორ გავიგოთ რამდენი ვატი დასჭირდება კონკრეტულ სისტემას. ზოგადად ყველაზე მეტ ვატებს მოიხმარს ვიდეო კარტა. ძველი ვიდეო კარტები სადღაც 50 ვატის ფარგლებში. თანამედროვე კი 200 ვატს და შეიძლება მეტსაც. შემდეგ მოდის პროცესორი (50-130 ვატი). რაც მეტია ბირთვების რაოდენობა მით მეტ ენერგიას მოიხმარს პროცესორი. მწარმოებლის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული პროცესორის TDP (Thermal Design Power), შემდეგ მოდის დედა დაფა, ვინჩესტერი და ოპერატიული, რომელიც ყველაზე ნაკლებ ვატებს მოითხოვს. ერთი ცალი მოდული 5-10 ვატს მაქსიმუმ (DDR3 რეალურად უფრო ნაკლებს მოიხმარს ვიდრე DDR1 თუმცა განსხვავება მინიმალურია 1-2 ვატი).

Continue reading

AMD Radeon HD 7970 3 GB – მიმოხილვა

მოგესალომებით ყველას , გთავაზობთ კომპანია AMD ს ერთ-ერთი უახლესი ვიდეო ბარათის Radeon HD 7970 ის მიმოხილვას.

Posted Image

როგორც სურათზე ვხედავთ ამ ახალი HD 7000 სერიის ვიდეო ბარათის დიზაინი კვლავ მსგავსია წინა სერიებისა და მისი გაგრილების სისტემა შედეგება კვლავ ერთი Fan ისგან.ამ ვიდეო ბარათში გამოყენებულია რამოდენიმე ახალი ტექნოლოგია ,პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ეს გახლავთ AMD ს ახალი Southern Islands ოჯახის წარმომადგენელი რომელიც დამზადებულია 28 ნანომეტრ ტექნოლოგიით ,რაც ერთ-ერთი მთავარი სიახლეა HD 7000 სერიის ვიდეო ბარათებში,გარდა ამისა ამ ვიდეო ბარათს პირველს ექნება Microsoft DirectX 11.1 API ტექნოლოგიის და PCI Express 3.0 x16 მაკავშირებლის მხარდაჭერა ,ყოველივე ეს თავიდანვე მიგვანიშნებს იმაზე ,რომ აღნიშნული ვიდეო ბარათი წარმაოდგენს ახალი ტექნოლოგიების შედეგს ,რომელიც როგორც შემდეგ ვნახავთ თავისი შედეგით ბევრს გააოცებს. Continue reading

ATI მიმოხილვა

Posted Image

კომპანია ATI კანადური გახლავთ, იგი 1985 წელს დაარსდა და იშიფრება, როგორც Array Technologies Incorporated. თავდაპირველად იგი IBM და Commodore ფირმის კომპიუტერებისთვის ქმნიდა ინტეგრირებულ ვიდეოჩიპებს, 1987 წელს კი იგი ვიდეოჩიპების დამოუკიდებელ მწარმოებლად იქცა. 1991 წელს კომპანიამ წარმოადგინა Mach8, ATI-ს პირველი პროდუქტი, რომელსაც გრაფიკული ინფორმაციის დამუშავება CPU-ს დახმარების გარეშე შეეძლო, ანუ ფაქტობრივად, ვიდეოდაფა. 1992 წელს გამოჩნდა Mach32, Mach8-ს გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც ჰქონდა ინფორმაციის გაცვლის უფრო მეტი სიჩქარე.
1994 წელს Mach64 გამოჩნდა, რომელსაც ვიდეოაქსელერაციის ფუნქცია გააჩნდა, თუმცა ჯერ კიდევ 2D დაფა იყო… Continue reading

Nvidia PhysX

Posted Image

1. PhysX – ზოგადი ცნობები
PhysX გახლავთ კომპანია Ageia-ს მიერ შემუშავებული ფიზიკის “3D-ძრავი” – გამომთვლელი პროგრამა, რომელიც მოწოდებულია განტვირთოს პროცესორი ფიზიკური გაანგარიშებებისგან. დღესდღეობით PhysXფართოდაა გავრცელებული გეიმინგ-ინდუსტრიაში და ხელმისაწვდომია Windows, Linux (32-bit), Nintendo Wii, Sony Playstation 3, Microsoft Xbox 360 პლატფორმებზე.
აქვე დასაზუსტებელია ისიც, რომ ფიზიკაში იგულისხმება არა ბირთვული, კვანტური ან კიდევ რამე მსგავსი აჯაფსანდალი, არამედ ჩვეულებრივი ფიზიკის კანონების შესრულება, მაგალითად გრავიტაცია და მისთ. Continue reading