როგორ დაბლოკოთ ნებისმიერი საიტი კომპიუტერზე პროგრამის გარეშე

ამის მრავალი სხვადასხვა გზა არსებობს, მაგრამ მე გაჩვენებთ ყველაზე ადვილს, ეფეკტურს და მოსახერხებელ გზას. Continue reading

Advertisements

გაინტერესებთ!!! რა ნაწილებით არის აწყობილი კომპიუტერი?

ყველამ იცის რომ კომპიუტერი გარეგნულად შედგება:

  • ეკრანი
  • მონიტორი
  • კლავიატურა
  • მაუსი
  • კეისი
  • დინამიკები
  • მიკროფონი
  • ვიდეო თვალი

მაგრამ ბევრმა მომხმარებელმა არ იცის თუ რა არის შიგნით.მოდი ცოტა ღრმად ჩავიხედოთ და ვნახოთ თუ რა იმალება კეისის კედლების შიგნით… Continue reading

AMD Radeon HD 7970 3 GB – მიმოხილვა

მოგესალომებით ყველას , გთავაზობთ კომპანია AMD ს ერთ-ერთი უახლესი ვიდეო ბარათის Radeon HD 7970 ის მიმოხილვას.

Posted Image

როგორც სურათზე ვხედავთ ამ ახალი HD 7000 სერიის ვიდეო ბარათის დიზაინი კვლავ მსგავსია წინა სერიებისა და მისი გაგრილების სისტემა შედეგება კვლავ ერთი Fan ისგან.ამ ვიდეო ბარათში გამოყენებულია რამოდენიმე ახალი ტექნოლოგია ,პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ეს გახლავთ AMD ს ახალი Southern Islands ოჯახის წარმომადგენელი რომელიც დამზადებულია 28 ნანომეტრ ტექნოლოგიით ,რაც ერთ-ერთი მთავარი სიახლეა HD 7000 სერიის ვიდეო ბარათებში,გარდა ამისა ამ ვიდეო ბარათს პირველს ექნება Microsoft DirectX 11.1 API ტექნოლოგიის და PCI Express 3.0 x16 მაკავშირებლის მხარდაჭერა ,ყოველივე ეს თავიდანვე მიგვანიშნებს იმაზე ,რომ აღნიშნული ვიდეო ბარათი წარმაოდგენს ახალი ტექნოლოგიების შედეგს ,რომელიც როგორც შემდეგ ვნახავთ თავისი შედეგით ბევრს გააოცებს. Continue reading

ATI მიმოხილვა

Posted Image

კომპანია ATI კანადური გახლავთ, იგი 1985 წელს დაარსდა და იშიფრება, როგორც Array Technologies Incorporated. თავდაპირველად იგი IBM და Commodore ფირმის კომპიუტერებისთვის ქმნიდა ინტეგრირებულ ვიდეოჩიპებს, 1987 წელს კი იგი ვიდეოჩიპების დამოუკიდებელ მწარმოებლად იქცა. 1991 წელს კომპანიამ წარმოადგინა Mach8, ATI-ს პირველი პროდუქტი, რომელსაც გრაფიკული ინფორმაციის დამუშავება CPU-ს დახმარების გარეშე შეეძლო, ანუ ფაქტობრივად, ვიდეოდაფა. 1992 წელს გამოჩნდა Mach32, Mach8-ს გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც ჰქონდა ინფორმაციის გაცვლის უფრო მეტი სიჩქარე.
1994 წელს Mach64 გამოჩნდა, რომელსაც ვიდეოაქსელერაციის ფუნქცია გააჩნდა, თუმცა ჯერ კიდევ 2D დაფა იყო… Continue reading

ATI–ს ისტორიის 25 წელი

მინდა ავღნიშნო Radeon ვიდეოკარტების ათი წლის იუბილე და თუ ნებას დამრთავთ, წარსულში მცირეოდენ ექსკურსიას შევასრულებ. აგრეთვე, საკადრისი პატივი ვცეთ ბრენდ ATI–საც, რომლის სახელიც ბოლოს და ბოლოს უბრალოდ გაქრა ბაზრებიდან მას შემდეგ, რაც ის კომპანია AMD–ემ შეიძინა და გაშვებულ იქნა Radeon HD 6000 სერია. 25 წლის მანძილზე წარმატებებისა და ვარდნების, ფანების აღფრთოვანებებისა და ოპონენტების კრიტიკის შემდეგ, დასასრულს მიუახლოვდა ATI–ის მოღვაწეობა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ითვლებოდა ძალიან აქტიურ მოთამაშედ ვიდეოკარტების სეგმენტში. Continue reading