თქვენი კომპიუტერის Benchmark (PC+Mac)

ალბათ გაინტერესებთ (თუ არ იცით) რა დონის კომპიუტერი გიდგათ სახლში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ დიდად არ ერკვევით კომპიუტერულ ტექნიკაში, რომ ნაწილები ნახოთ რაც ჩასმულია თქვენ კომპიუტერში და მერე მაგის მიხედვით შეაფასოთ კომპიუტერი, მაშინ თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, რომ ეს საქმე რომელიმე პროგრამას გააკეთებინოთ. კომპიუტერის ტექნიკურად შესაფასებლად არსებობს მრავალი პროგრამა, როგორიცაა მაგალითად SuperPi, 3DMark 06 ანდა თუნდაც SiSoft Sandra. მაგრამ ამ პოსტში ჩვენ საუბარი გვექნება პროგრამაზე, რომელიც მე მომეწონა ყველაზე მეტად: NovaBench. Continue reading

Advertisements

როგორ მოძებნოთ სასურველი პროგრამები, თამაშები, სიმღერები და ა.შ. Google-ში სწორად!

ძირითად შემთხვევაში Google-ში არასწორად ეძებენ პროგრამის უფასო გადმოსაწერად საიტს ან უბრალოდ ლინკს.
Google-ს აქვს ბევრი საინტერესო “Trick”-ები. Google-ის გამოყენება შეიძლება ასევე ჰაკინგისთვის, მაგრამ ამ თემას ამ პოსტზე არ შევეხები 🙂
თქვენ შეიძლება მიიღოთ რაღაცა რეზულტატები Google-ში უბრალოდ “Gta 4 Free download”-ის ჩაწერით, მაგრამ ძიება ნამდვილი ლინკისთვის მაინც აუციელბლად დაგჭირდებათ. ბევრს უფიქრია ალბათ არ უნდა არსებობდეს გზა რითაც შეიძლებოდეს ნებისმიერი ფაილის ადვილად, სწრაფად და უფასოდ გადმოწერა Google-ის მეშვეობით?! კი რათქმაუნდა თუ თქვენ დაამატებთ თქვენ საძიებელ სიტყვას რამდენიმე კოდს 🙂 მოდი ამ კოდებს საიდუმლო კოდები ვუწოდოთ 🙂 რომ ცოტა მისტიურობა ჩავურიოთ ამ პოსტს :). ჩვენ ამ შემთხვევაში თამაშის საიტს კი არ მოვძებნით არამედ FTP Server-ს სადაც იქნება ის თამაში თუ პროგრამა ატვირთული და თუ იღბალი გექნათ შეილება სხვა საინტერესო თამაში ან პროგრამა აღმოჩნდეს იმ სერვერზე.  Continue reading

როგორ წავიკითხოთ ნებისმიერი მყარი დისკი უსბ სახით

დღეს მე გაჩვენებთ როგორ წაიკითხოთ ნებისმიერი კომპიუტერის მყარი დისკი უსბ სახით.  ბოდიშით რამდენიმე ხარვეზია ახლად გაღვიძებული გადავიღე ეს ვიდეო  😀

გაინტერესებთ!!! რა ნაწილებით არის აწყობილი კომპიუტერი?

ყველამ იცის რომ კომპიუტერი გარეგნულად შედგება:

  • ეკრანი
  • მონიტორი
  • კლავიატურა
  • მაუსი
  • კეისი
  • დინამიკები
  • მიკროფონი
  • ვიდეო თვალი

მაგრამ ბევრმა მომხმარებელმა არ იცის თუ რა არის შიგნით.მოდი ცოტა ღრმად ჩავიხედოთ და ვნახოთ თუ რა იმალება კეისის კედლების შიგნით… Continue reading

Windows Home Server 2011 – სერვერი სახლის პირობებში

იქცა ის, რომ სახლში პერსონალური კომპიუტერების და ლეპტოპების რიცხვი ზოგჯერ ოჯახის წევრთა რაოდენობასაც კი აღემატება. ამ დროს კი საჭირო ხდება ყველაზე მთავარი ამოცანის გადაჭრა: მათ შორის ინფორმაციის გაცვლა.
წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ პერსონალური კომპიუტერი, რომელზეც ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ გიწევთ ახალი HDD-ს მიერთება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძველები უბრალოდ გადაივსო. ამდენი ფაილის სამუშაო კომპიუტერში ერთად თავმოყრა კი ნამდვილად მოუხერხებელია, რადგან ზოგიერთი მათგანი ფაქტიურად დაკონსერვებულია და წელიწადში ერთხელ თუ მივაკითხავთ ხოლმე. ლეპტოპის HDD-ები კი, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ მცირე მოცულობისაა და ყველა საჭირო ფაილის თავმოყრა მასზე არ ხერხდება. გამოსავალი კი, ერთი შეხედვით, არსებობს შემდეგში: ავიღოთ ნებისმიერი მესამე კომპიუტერი და მასში მოვათავსოთ ყველა მონაცემი, რაც კი ოდესმე შეიძლება დაგვჭირდეს. ამ მონაცემებთან წვდომა კი სახლში არსებული ნებისმიერი სხვა კომპიუტერიდან უნდა შეგვეძლოს. თუმცა არც სახლის გარეთ მყოფი მფლობელი არ უნდა დაიჩაგროს. წარმოიდგინეთ ტრანსპორტით მგზავრობისას ან სულაც ქალაქგარეთ ყოფნისას თქვენი ლეპტოპით უკავშირდებით სახლში გამართულ სერვერს და იქ განთავსებული ბიბლიოთეკიდან კითხულობთ წიგნებს, ათვალიერებთ ფოტოალბომებს, უყურებთ ფილმებს, უსმენთ მუსიკას, ან სულაც ახდენთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოძიებას. სახლში ყოფნისას კი თქვენს დაქვემდებარებული TV-ს მეშვეობით ახდენთ მეზობლად კუთხეში მიმალული კომპიუტერიდან ვიდეოფაილების სტრიმინგს. მომხიბვლელია, არა? ბუნებრივია, სერვერად გამოყენებულ კომპიუტერს დასჭირდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რათა შეძლოს მიერთებულ კლიენტებთან ინფორმაციის გაცვლა და შენახული მონაცემების მოწესრიგება გარკვეული პრინციპით. Continue reading

HDD ისტორია

ყველაფერი 1956 წლის 13 სექტემბერს დაიწყო, როდესაც კომპანია IBM-მა წარმოგვიდგინა აი ეს: მოწყობილობას RAMAC 305 (RAMAC – Random Access Method of Accounting and Control – მგონი ანგარიშის და კონტროლის ცვალებადი წვდომის მეთოდი) ერქვა. 350 ასეთი RAMAC 305 ერთ ბლოკში იყო გაერთიანებული, რომელიც ასე გამოიყურებოდა:  Continue reading