თქვენი კომპიუტერის Benchmark (PC+Mac)

ალბათ გაინტერესებთ (თუ არ იცით) რა დონის კომპიუტერი გიდგათ სახლში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ დიდად არ ერკვევით კომპიუტერულ ტექნიკაში, რომ ნაწილები ნახოთ რაც ჩასმულია თქვენ კომპიუტერში და მერე მაგის მიხედვით შეაფასოთ კომპიუტერი, მაშინ თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, რომ ეს საქმე რომელიმე პროგრამას გააკეთებინოთ. კომპიუტერის ტექნიკურად შესაფასებლად არსებობს მრავალი პროგრამა, როგორიცაა მაგალითად SuperPi, 3DMark 06 ანდა თუნდაც SiSoft Sandra. მაგრამ ამ პოსტში ჩვენ საუბარი გვექნება პროგრამაზე, რომელიც მე მომეწონა ყველაზე მეტად: NovaBench. Continue reading

Advertisements

Nvidia Geforce GTX670 2GB მიმოხილვა

როდესაც კომპანია AMD-მ წარმოადგინა თავისი 28 ნანომეტრიული GCN არქიტექტურაზე დამზადებული ვიდეობარათები,Nvidia-ს დაახლოებით 2-3 თვე დასჭირდა პასუხისთვის და გამოუშვა GK104 GPU-ზე დაფუძნებული ერთბირთვიანი GTX680 და ორბირთვიანი GTX690.

კომპანია Nvidia კი დღეს გვაცნობს GTX670-ს,რომელიც ასევე GK104-ზეა დაფუძნებული,თუმცა მის დიდ ძმასთან შედარებით, მას აქვს ცოტათი უფრო სუსტი მონაცემები. მოდით გადავავლოთ თვალი GTX670-ის მახასიათებლებს და მის შედარებას GTX680,GTX580 და GTX570-თან.
Posted Image

როგორც ხედავთ, GTX670-ს აქვს შედარებით ნაკლები CUDA პროცესორი, ტექსტურული იუნიტი,Rops-ი და ასევე მისი Core Clock და Boost Clock სიხშირეები ნაკლებია.თუმცა, GTX670 – GTX680-თან შედარებით, 100 დოლარით იაფი ღირს და 25 ვატით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. Continue reading

როგორ შევაერთოთ HDMI პორტი დედაპლატასტან (ლეპტოპი)


რა დაგჭირდებათ:
1)შესაერთებელი თავი და მისი შნური
2)ვიდეოკარტა რომელსაც აქ შესაძლებლობა HDMI-ის,
3)ნორმალირი დედაპლატა რომელსაც აკ კვების წყარო HDMI შესაერთებელისთვის.

techguru98

გაინტერესებთ!!! რა ნაწილებით არის აწყობილი კომპიუტერი?

ყველამ იცის რომ კომპიუტერი გარეგნულად შედგება:

  • ეკრანი
  • მონიტორი
  • კლავიატურა
  • მაუსი
  • კეისი
  • დინამიკები
  • მიკროფონი
  • ვიდეო თვალი

მაგრამ ბევრმა მომხმარებელმა არ იცის თუ რა არის შიგნით.მოდი ცოტა ღრმად ჩავიხედოთ და ვნახოთ თუ რა იმალება კეისის კედლების შიგნით… Continue reading

კომპანია NVIDIA-მ სულ ახლახანს წარმოადგინა Kepler არქიტექტურაზე დაფუძნებული თავისი პირველი ვიდეობარათი..

კომპანია NVIDIA-მ სულ ახლახანს წარმოადგინა Kepler არქიტექტურაზე დაფუძნებული თავისი პირველი ვიდეობარათი, რომელიც მწარმოებლის თქმით, არის ყველაზე სწრაფი ერთპროცესორიანი გადაწყვეტილება ბაზარზე. როგორც უკვე იცით, მას საფუძვლად უდევს GPU GK104 და დამზადებულია 28 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით.
294 მმ2 ფართობის მქონე კრისტალზე სპეციალისტებმა განათავსეს 3,54 მლრდ ტრანზისტორი, რაც წინა თაობის ფლაგმან მოდელზე ოდნავ მეტია. GK104-ის თავისებურებაში შედის ნაკადური პროცესორების მასივის მქონე უნიფიცირებული არქიტექტურა და DirectX 11-ის მხარდაჭერა, Shader Model 5.0-ის ჩათვლით. გარდა ამისა, ის აგრეთვე აღჭურვილია 256-ბიტიანი GDDR5 ინტერფეისით. ტექსტურული და რასტერული სამუშაოების ბლოკების რაოდენობა კი შეადგენს 128 და 4-ს შესაბამისად. ბირთვის ბაზური სიხშირე გახლავთ 1006 მჰც, მაგრამ ის შესაძლებელია ავტომატურად გაზრდილ იქნას 1058 მჰც-მდე, მეხსიერების – 1502 მჰც (6008 მჰზ ეფექტური), ხოლო მეხსიერება კი წარმოდგენილია 2 გბ-ს სახით. ბარათი აღჭურვილია ორი Dual Link DVI-ით, ასევე HDMI, DisplayPort გასასვლელით (შესაძლებელია ერთდროულად ოთხი მონიტორის დაკავშირება) და წყვილი SLI-ით. ადგილზეა PCI Express 3.0-ის მხარდაჭერაც. ახალი GPU-ს პროექტირებისას, დიდი ყურადღება დაეთმო მის ენერგო-ეფექტურობის გაზრდას და გასაკვირი არ არის, რომ ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 195 ვ-ია. დამატებითი კვების მიწოდება ხორციელდება ორი 6-პინიანი პორტის მეშვეობით. გაგრილების სისტემის ზომები კი იმგვარია, რომ კომპიუტერის კორპუსში პროდუქტი იკავებს გაფართოების ორ სლოტს. როგორც მოსალოდნელი იყო, რეკომენდებული ღირებულება 499 $-ია. Continue reading

3D სათვალეები

იმას უნდა ხვდებოდეთ რომ სტერეოსკოპული ეფექტი იქმნება ორი სხვადასხვა კუთხით გადაღებული სურათების ზედდებისას, თითოუელ სურათს თავისი ‘მარკერი’ უდნა ჰქონდეს, რათა სათვალემ მოხაერხოს მათი გარჩევა.
არსებობს ბევრი სხვადასხვა 3D ჩვენება/მიღების ტექნოლოგია, თუმცა მე განვიხილავ მხოლოდ ყველაზე გავრცელებულებსა და აქტუალურებს.

– ყველაზე გავრცელებული – ანაგლიფური 3D (Anaglyph 3D)

Posted Image

ამას ყველაზე პირველად ვწერ, რადგან მისი გაკეთება ყველას შეუძლია ვისაც 10 ლარი აქვს :)

ანაგლიფური 3D მიიღება ორი სურათის შრისგან, რომელთაგან ორივე არის სხვადასხვა ფრად გაფერადებული რათა სათვალის მიერი მისი ამოცნობა მოხდეს.
Continue reading

NVIDIA-ს მორიგი ნაბიჯი მედიცინაში

ჯერ ცნობილი არ გამხდარა პირველ ქირურგიულ ოპერაციაზე, რომელიც რობოტის “ხელებით” ჩატარდა, რომ NVIDIA-მ მოამზადა
მორიგი “ბომბა” მსოფლიო მედიცინაში. კალიფორნიაში ჩატარებულ, გრაფიკული ჩიპების მწარმოებლების, კონფერენცია GTC 2010-ზე
გაჟღერდა საკმაოდ საინტერესო იდეა, რომლის მიხედვითაც გულზე ოპერაცია ჩატარდება, მისი შეჩერების და დიაფრაგმიდან ამოღების
გარეშე.

Posted Image

რობოტი-ქირურგი ოპერაციას ჩაატარებს სპეციალური მანიპულატორების დახმარებით, რომლებიც გულს მკერდიდან დაუკავშირდებიან
პატარა ხვრელების საშუალებით. ქირურგს, ვიზუალიზაციის ტექნოლოგია, წარმოუდგენს მფეთქავი გულის სამგანზომილებიან მოდელს,
რომლის დახმარებითაც იგი ორგანოზე მოახდენს ზუსტად ისეთივე ორიენტირებისას, როგორც გახსნილი გულმკერდის მდგომარეობასას. Continue reading

Nvidia Kepler

კომპანია NVIDIA-მ სულ ახლახანს წარმოადგინა Kepler არქიტექტურაზე დაფუძნებული თავისი პირველი ვიდეობარათი, რომელიც მწარმოებლის თქმით, არის ყველაზე სწრაფი ერთპროცესორიანი გადაწყვეტილება ბაზარზე. როგორც უკვე იცით, მას საფუძვლად უდევს GPU GK104 და დამზადებულია 28 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით.
294 მმ2 ფართობის მქონე კრისტალზე სპეციალისტებმა განათავსეს 3,54 მლრდ ტრანზისტორი, რაც წინა თაობის ფლაგმან მოდელზე ოდნავ მეტია.GK104-ის თავისებურებაში შედის ნაკადური პროცესორების მასივის მქონე უნიფიცირებული არქიტექტურა და DirectX 11-ის მხარდაჭერა, Shader Model 5.0-ის ჩათვლით. Continue reading

Nvidia Tesla

ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ სანამ ამ სტატიის კითხვას დაიწყებთ, აუცილებლად ყურადღებით უნდა წინა პოსტი.


როდესაც ადამიანმა პირველი მიკროჩიპი შექმნა და სახელად პროცესორი უწოდა, მას ვერცკი წარმოედგინა თუ რა სისწრაფით განვითარდებოდა იგიგ და რაოდენ გასაოცარ სიმძლავრეებს მიაღწევდა მომავალში. პირველი პროცესორები ანუ CPU–ები მარტო ერთი ბირთვით და ერთი ნაკადით იყვნენ აღჭურვილი. მათ მხოლოდ ერთი დასახული ამოცანის შესრულება შეეძლოთ და ამასაც საკმაოდ დიდ დროს ანდომებდნენ. შემდგომში შემუშავებულ იქნა მრავალბირთვიანი და მრავალნაკადოვანი პროცესორები, რამაც გამოიწვია პარალელური გამოთვლების კონცეფციის ჩამოყალიბება. მარტივად რომ ვთქვათ 4 ბირთვი უფრო სწრაფად გამოთვლის მისთვის დასახული ამოცანის შედეგს, ვიდრე 1 ბირთვი და 240 ბირთვი უფრო სწრაფად ვიდრე 4. დღევანდელ CPU–ებს შეიძლება პარალელური პროცესორებიც ვუწოდოთ, გამომდინარე მათი აგებულებიდან და გამოთვლების წარმოების სქემიდან. Continue reading

მთლიანად Nvidia

Posted Image

 

1. კომპანიის ისტორია
Nvidia ინტერნაციონალური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს გრაფიკის გადამამუშავებელ ჩიპებს (GPU) პერსონალური კომპიუტერებისთვის, მობილური მოწყობილობებისთვის და სუპერკომპიუტერებისთვის (workstation-ს სხვა სახელი ვერ მოვუძებნე). გარდა GPU-ებისა კომპანია აწარმიებს ინტეგრირებულ სქემებს, ჩიპსეტებს, სათამაშო კონსოლების ვიდეოდაფებს და პერსონალური კომპიუტერების დედაპლატებს. კომპანიის სათაო ოფისი სანტა კლარაში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს (ჩაულაღლაღა ATI-ს შტაბ-ბინის არქიტექტურას?)
თავად კომპანია საკმაოდ ახალი გამოდგა – იგი 1993 წელს დაფუძნდა. დამფუძნებლებმა – კერტის პრიმმა, კრის მალაჩოვსკიმ და ჯენ-სუნ ჰუანგმა კომპანიისთვის საჭირო ფული “Sequoia Capital”-ს დასცინცლეს. სხვათაშორის ამ უკანასკნელმა თავის დროზე დააფინანსა ისეთი ფირმები, როგორიცაა Apple, Atari, Electronic Arts, Google, PayPal, Yahoo, Youtube და სხვ.
2000 წელს, უკვე საკმაოდ მოძლავრებულმა Nvidia-მ შეისყიდა მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი 3Dfx, 2005-ში – ULI Electronics, ATI-ს ნორთბრიჯების მთავარი მწარმოებელი და გადაიქცა გიგანტად, რომელთან შერკინებაც უწევს საბრალო (ან არც ისე საბრალო) AMD-ATI-ს, რომელსაც დღესდღეობით ბაზრის მხოლოდ 27% უჭირავს. Continue reading