თქვენი კომპიუტერის Benchmark (PC+Mac)

ალბათ გაინტერესებთ (თუ არ იცით) რა დონის კომპიუტერი გიდგათ სახლში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ დიდად არ ერკვევით კომპიუტერულ ტექნიკაში, რომ ნაწილები ნახოთ რაც ჩასმულია თქვენ კომპიუტერში და მერე მაგის მიხედვით შეაფასოთ კომპიუტერი, მაშინ თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, რომ ეს საქმე რომელიმე პროგრამას გააკეთებინოთ. კომპიუტერის ტექნიკურად შესაფასებლად არსებობს მრავალი პროგრამა, როგორიცაა მაგალითად SuperPi, 3DMark 06 ანდა თუნდაც SiSoft Sandra. მაგრამ ამ პოსტში ჩვენ საუბარი გვექნება პროგრამაზე, რომელიც მე მომეწონა ყველაზე მეტად: NovaBench. Continue reading

Advertisements

RunCore InVincible: თვითგანადგურებადი ფლეშ-დისკი

მაღალმწარმოებლური ფლეშ-დისკების დეველოპერმა კომპანიამ RinCore ბაზარზე სპეციალური დანიშნულების მქონე ორი ახალი SSD-დამგროვებლის გამოჩენა დააანონსა, რომლებიც არასანქცირებული წვდომისგან დაცვის ტექნოლოგიებს უჭერენ მხარს. მოდელში InVincible მონაცემთა თვითგანადგურების ფიზიკური მექანიზმი შედის, ხოლო SSD XAPEAR დისტანციურად სმარტფონის გამოყენებით მთლიანად შლის ინფორმაციას.

InVincible-ში მონაცემთა განადგურების ორი ვარიანტია შემოთავაზებული. პირველ შემთხვევაში მონაცემები უბრალოდ იშლება მთელი დისკის ხელახლა ჩაწერით. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გათვალისწინებულია თავად დამგროვებლის ფიზიკური განადგურების ფუნქცია – NAND მიკროსქემებზე დიდი დენი მიეწოდება, როემლიც დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს. Continue reading