ჩრდილო კორეამ მზეზე “პირველი ადამიანი დასვა”! ???

ინტერნეტში წავაწყდი ასეთ სტატიას:  Continue reading

Advertisements

ტრანზისტორი

ტრანზისტორი სამ ან მეტ ელექტროდიანი ნახევარგამტარი მოწყობილობაა, რომელშიც მესამე ელექტროდით იმართება ორ ელექტროდს შორის ძაბვა . გამომავალ ჯაჭვში ძაბვის მართვა ხორციელდება შემავალ ჯაჭვში ძაბვის ცვალებადობით (ბიპოლარულ ტრანზისტორებში). ძაბვის მცირედ ცვალებადობას შემავალ ჯაჭვში შეუძლია გამოიწვიოს არსებითად დიდი ცვლილება გამომავალ ჯაჭვში. Continue reading

ლონდონი უცხოპლანეტელებს აღარ დააკვირდება!

60 წელი გავიდა და ბრიტანეთის სამხედრო უწყებამ უკან დაიხია: “უცხოპლანეტელები არ არსებობენ”, წერს ენრიკო ფრანჩესკინი La Repubblica-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. Continue reading

რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება! წინააღმდეგობას მხოლოდ ამერიკელი მეცნიერების 15% ხედავს.

ახალი მასშტაბური კვლევების მიხედვით, მეცნიერების 85% -ი, მათ შორის ათეისტი მეცნიერებისა, ვერ ხედავს წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის, მეტიც, ათეისტი მეცნიერების დიდი უმრავლესობა უარყოფითად აფასებს დოვკინსის და მისი სამკაცინი ჯგუფის დესტრუქციულ მოქმედებებს. ყველაფერ ამაზე და სხვა საინტერესო საკითხებს სოციოლოგ Райс Элен Экланд-ის ინტერვიუში წაიკითხავთ.

ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება

ხუთ წლიანი კვლევის შედეგად, რომელსაც ჰიუსტონის სოციოლოგი-რაის ელენ ეკლანდი უძღვებოდა, დადგინდა, რომ ამერიკელი მეცნიერების უმეტესობის აზრით, რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. Continue reading

პლანშეტური კომპიუტერის მცირე ისტორია და პირველი პლანშეტური კომპიუტერი!

პირ­ვე­ლი პლან­შე­ტუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი Styalator ჯერ კი­დევ 1958 წელს შე­იქ­მნა. მან გან­საზ­ღვრა პლან­შე­ტის კონ­ცეფ­ცია, რომ­ლის უპი­რო­ბოდ მი­ღე­ბა ბევრ კომ­პა­ნი­ას გა­კოტ­რე­ბის ფა­სად და­უჯ­და. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მომ­გო­ნებ­ლებს მი­აჩ­ნდათ, რომ პლან­შე­ტი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო სტი­ლუ­სით აღ­ჭურ­ვი­ლი მოწ­ყო­ბი­ლო­ბა, რო­მელ­საც საქ­მოს­ნე­ბი და „სა­ვე­ლე მუ­შა­კე­ბი” გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ. მა­თი მი­ზა­ნი იყო ელექ­ტრობ­ლოკ­ნო­ტის შექ­მნა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბით – ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, გაც­ვლა-გა­მოც­ვლა დრო­ის რე­ა­ლურ რე­ჟიმ­ში, საქ­მი­ა­ნი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა და შე­ნახ­ვა. ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში ტე­ლე­ფო­ნის ფუნ­ქცი­ო­ნა­ლის ინ­ტეგ­რა­ცი­აც (მა­გა­ლი­თად, კომ­პა­ნი­ამ AT&T EO სა­ჭი­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ძე­ნად 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა. ერ­თი წლის შემ­დეგ კი, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, პრო­დუქ­ტი წარ­მო­ე­ბი­დან მო­ეხ­სნა). კლა­სი­კურ პრო­ტოპ­ლან­შე­ტად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს 1989 წელს გა­მო­სუ­ლი GridPad. Continue reading

წიგნი საიდანაც შეგიძლიათ შეისწავლოთ მასალა თავის დასაცავად ბომბის გასაკეტებლად და ა.შ.

  სანამ გადმოიწერდეთ წაიკითხეთ ქვევით მოცემული Disclaimer

 მე არ ვარ პასუხისმგებელი არაფერზე რასაც ამ წიგნიდან მიღებული ინფორმაციით გააკეტებთ. ამ წიგნში წერია სერიუზული და უმეტეს შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიში მასალა ამიტომაც ინსტრუქციებს მიყევით ძალიან გულდასმენით. თუ ბრძანდებით არასრულწლოვანი ეს წიგნი არ არის თქვენთვის განკუთვნილი და ამიტომაც არც გადმოიწეროთ იგი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე არ ვარ პასუხისმგებელი არავითარ ზიანზე, რასაც ამ წიგნიდან მიღებული ინფორმაციით გააკეტებთ. თქვენ თავზე თქვენვე აგეთ პასუხი !!! Continue reading

Magenn Air Rotor System (MARS)

ეს პროდუქცია სულ 1 წლისაა, პირველად მისი გაყიდვები 2011 წლიდან დაიწყო, რომლის საცალო სიმზლავრე შეადგენდა 100კვტ–ს. მსოფლიო მასშტაბით გაყიდვების ფასი ჯერ–ჯერობით დადგენილი არ არის კომპანია Magenn Power, Inc –ში. საჰაერო ბუშტი გავსებულია ჰელიუმით , საჰაერო ბუშტში არის მოთავსებული ჰორიზონტალურ ღერძიანი ტურბინა რომლის მიერ გამომუშავებული ენერგია მიწაზე გადაეცემა სპეციალური აკუმულატორების მეშვეობით. Continue reading

მეცნიერებმა საწვავი ჰაერისგან დაამზადეს!

ბრიტანელმა მეცნიერებმა მართლაც რევოლუციური ტექნოლოგია შეიმუშავეს. ისინი საწვავს ჰაერისგან ამზადებენ. ბენზინად ჰაერის ნახშირორჟანგის აირი და წყლის წყალბადი აქციეს.

უნიკალური საწვავის პირველი პარტია ბრიტანეთში უკვე გამოუშვეს.

ეს კომპანია Air Fuel Synthesis-მ გააკეთა, რომელმაც უნიკალური მიგნებით ჯერ მხოლოდ 5 ლიტრი ასეთი ბენზინი დაამზადა. თუმცა კომპანია აცხადებს, რომ შეუძლია დღეში ერთი ტონა ახალი საწვავი დაამზადოს. Continue reading

ახალი რობოტი გააუმჯობესებს აუტიზმის მკურნალობის ეფექტურობას

263[1] დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა პროფესორ კერსტინ დაუტენჰანის მეთაურობით დაასრულეს ხუთწლიან პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებდა რობოტების ჩართვას აუტიზმით დაავადებულ ბავშვების მკურნალობაში. პროექტის მონაწილეებმა დაამტკიცეს, რომ მათ მიერ შექმნილი რობოტი თერაპიულ გავლენას ახდენს ახალგაზრდა პაციენტებზე სოციალურ კომუნიკაციებში ჩართვის ხაზით. Continue reading

ასტრონომებმა ვამპირი ვარსკვლავები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი გალაქტიკის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების უმეტესობა სინამდვილეში ვამპირი ვარსკვლავებია, მათ შორის ურთიერთობა კი არც ისე მეგობრულია.

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა О-ს სპექტრული კლასის 71 ვარსკვლავი შეისწავლა. მნათობები რძიანი გზის, იგივე ირმის ნახტომის, 6 ცალკეულ ვარსკვლავურ კლასტერში იყვნენ განლაგებულნი. მათზე დაკვირვება ჩილეში მდებარე დიდი ტელესკოპიდან ხდებოდა.

„О-ს სპექტრული კლასის ვარსკვლავები მზეზე მინიმუმ 15-ჯერ დიდები და მილიონჯერ კაშკაშები არიან. მათ ზედაპირზე არსებული ტემპერატურა 30 ათას გრადუს ცელსიუსს აღწევს და ისინი უფრო ღრმა სინათლეს ასხივებენ,“ – აცხადებს კვლევის ავტორი ჰიუგო სანა ამსტერდამის უნივერსიტეტიდან.

მსგავს ვარსკვლავებს ხანმოკლე, მაგრამ მშფოთვარე ცხოვრება აქვთ. საბოლოოდ ისინი დიდი აფეთქებით ასრულებენ სიცოცხლეს, რომლის დროსაც ირგვლივ ჟანგბადისა და რკინის მსგავს ელემენტებს ფანტავენ. ამგვარად ისინი დიდ გავლენას ახდენენ გალაქტიკის ქიმიურ შემადგენლობაზე.

ამ ვარსკვლავების მიერ გამოცემული სინათლის გაანალიზებისას, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მათი 75% ორმაგ ვარსკვლავს ქმნის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათი უმეტესობა ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის განლაგებული. ისინი ერთმანეთს იზიდავენ და ზოგჯერ „ყლაპავენ“ კიდეც – ახალი წყალბადის მიღებისას, გიგანტური ვარსკვლავები სიცოცხლეს აცლიან კომპანიონს და, ამგვარად, თავად იგრძელებენ სიცოცხლის დღეებს. ამის შესახებ დეტალურად ჟურნალში „Science“ არის აღწერილი.

აქამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ორმაგი ვარსკვლავები გამონაკლისი იყო საერთო სისტემიდან. ახალმა გამოკვლევებმა კი მათ საშუალება მისცა, შეისწავლონ მსგავსი ვარსკვლავების ევოლუცია და მათი გავლენა გალაქტიკაზე.