ლონდონი უცხოპლანეტელებს აღარ დააკვირდება!

60 წელი გავიდა და ბრიტანეთის სამხედრო უწყებამ უკან დაიხია: “უცხოპლანეტელები არ არსებობენ”, წერს ენრიკო ფრანჩესკინი La Repubblica-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. Continue reading

ასტრონომებმა ვამპირი ვარსკვლავები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი გალაქტიკის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების უმეტესობა სინამდვილეში ვამპირი ვარსკვლავებია, მათ შორის ურთიერთობა კი არც ისე მეგობრულია.

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა О-ს სპექტრული კლასის 71 ვარსკვლავი შეისწავლა. მნათობები რძიანი გზის, იგივე ირმის ნახტომის, 6 ცალკეულ ვარსკვლავურ კლასტერში იყვნენ განლაგებულნი. მათზე დაკვირვება ჩილეში მდებარე დიდი ტელესკოპიდან ხდებოდა.

„О-ს სპექტრული კლასის ვარსკვლავები მზეზე მინიმუმ 15-ჯერ დიდები და მილიონჯერ კაშკაშები არიან. მათ ზედაპირზე არსებული ტემპერატურა 30 ათას გრადუს ცელსიუსს აღწევს და ისინი უფრო ღრმა სინათლეს ასხივებენ,“ – აცხადებს კვლევის ავტორი ჰიუგო სანა ამსტერდამის უნივერსიტეტიდან.

მსგავს ვარსკვლავებს ხანმოკლე, მაგრამ მშფოთვარე ცხოვრება აქვთ. საბოლოოდ ისინი დიდი აფეთქებით ასრულებენ სიცოცხლეს, რომლის დროსაც ირგვლივ ჟანგბადისა და რკინის მსგავს ელემენტებს ფანტავენ. ამგვარად ისინი დიდ გავლენას ახდენენ გალაქტიკის ქიმიურ შემადგენლობაზე.

ამ ვარსკვლავების მიერ გამოცემული სინათლის გაანალიზებისას, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მათი 75% ორმაგ ვარსკვლავს ქმნის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათი უმეტესობა ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის განლაგებული. ისინი ერთმანეთს იზიდავენ და ზოგჯერ „ყლაპავენ“ კიდეც – ახალი წყალბადის მიღებისას, გიგანტური ვარსკვლავები სიცოცხლეს აცლიან კომპანიონს და, ამგვარად, თავად იგრძელებენ სიცოცხლის დღეებს. ამის შესახებ დეტალურად ჟურნალში „Science“ არის აღწერილი.

აქამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ორმაგი ვარსკვლავები გამონაკლისი იყო საერთო სისტემიდან. ახალმა გამოკვლევებმა კი მათ საშუალება მისცა, შეისწავლონ მსგავსი ვარსკვლავების ევოლუცია და მათი გავლენა გალაქტიკაზე.

მეცნიერები მკვლელ-პლანეტას – ნიბირუს ეძებენ

პლანეტა ნიბირუმ, რომელიც უძველესი თქმულებების თანახმად გარკვეული პერიოდულობით ჩნდება დედამიწის სიახლოვეს, ისევ მიიქცია ასტრონომთა ყურადღება.

ნასას სპეციალისტებმა ნიბირუს არსებობა ოფიციალურად 1983 წელს დაადასტურეს და ახლა მის ძებნას იწყებენ.

ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ სწორედ ნიბირუს გრავიტაციული ძალა გახდა წარღვნის მიზეზი, რომელმაც გლობალური კატასტროფა გამოიწვია.
ადრე ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ნიბირუ – უცხოპლანეტელების მიერ ხელოვნურად შექმნილი პლანეტაა, რათა იქ იცხოვრონ და დედამიწას დააკვირდნენ.

ივარაუდება, რომ სწორედ ნიბირუმ გამოიწვია მზის სისტემის ზოგიერთი პლანეტის ღეძის ცვლილება, მთვარის ზედაპირზე  კი კრატერებისა და ბზარების გაჩენის მიზეზი გახდა. ნიბირუა დასახელებული ატლანტიდას გაუჩინარებისა და მუდმივი წყალდიდობების მიზეზადაც.

 

Techguru98

ფარდობითობის თეორია ასი ათასი გალაქტიკის შუქითაა დამტკიცებული!

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირაში გამოქვეყნებული იყო სამეცნიერო ნაშრომის შედეგები, რომელთა მიხედვითაც სიათლის სიჩქარე ზღვრული არაა, ალბერტ აინშტაინის ნამუშევრების ჩამოწერა ჯერ კიდევ ადრეა. ფარდობითობის საერთო თეორიაში ჩამოყალიბებული ვარაუდები გრავიტაციის მუშაობის მექანიზმთან დაკავშირებით დანიელი მეცნიერების ჯგუფმა კოსმოსური მასშტაბის ობიექტებზე შეამოწმა. აინშტაინის თეორიასთან ერთად შემოწმებული იყო ალტერნატიული თეორიაც, რომელიც ასევე დადასტურებულია.

პროგრამის ფარგლებში ნილს ბორის ინსტიტუტის მეცნიერებმა SDSS (Sloan Digital Sky Survey) კატალოგებში დარეგისტრირებულ 8 ათასი დაჯგუფების შესახებ მონაცემები დაამუშავეს, გალაქტიკების რაოდენობამ 120 ათასს გადააჭარბა. კვლევის განმავლობაში სპეციალისტებმა გრავიტაციული წითელი წანაცვლება შეისწავლეს, ანუ გრავიტაციის ზემოქმედებით სპექტრის წითელ ბოლოში ხილული გამოსხივების წანაცვლება. მისი გაზომვის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ გრავიტაციულ წითელ წანაცვლებაზე ასევე ედება წითელი წანაცვლება, რომელსაც სამყაროს გაფართოება იწვევს. გარკვეულ «ხმაურს» იწვევს დოპლერის ეფექტიც, რომელიც გალაქტიკების ერთმანეთის მიმართ მოძრაობითაა გამოწვეული. Continue reading

როდესაც მზე თეთრ ჯუჯად გადაიქცევა — დედამიწას ცუდი დღე ელის

ბრიტანეთის უორვიკის უნივერსიტეტის (University of Warwick) ასტრონომთა ჯგუფმა ტელესკოპ ჰაბლის მონაცემები გამოიყენა ჩვენგან 100 სინათლის წლის რადიუსით დაშორებული თეთრი ჯუჯებისა და მათთან ახლოს მყოფი სივრცის შესახებ. აღმოჩენილი 80 ვარსკვლავიდან საგულდაგულო გადარჩევის შემდგომ მკვლევარებმა ოთხი გამოყვეს, რომელთა ქცევამ, სავარაუდოდ, ოდესღაც არსებული დედამიწის ტიპის პლანეტების ნგრევა გამოიწვია. მეცნიერთა აზრით, მსგავსი მომავალი შეიძლება დედამიწასაც ჰქონდეს. ამაზე მტვრის სარტყელის ქიმიური შემადგენლობა მიუთითებს, რომელიც თეთრი ჯუჯების ოთხეულიდან: PG0843+516, PG1015+161, SDSS 1228+1040 და GALEX1931+0117 თითოეულს აკრავს გარს.

შედეგებმა აჩვენა, რომ ამ მტვრის შემადგენლობაში ჟანგბადი, მაგნიუმი, რკინა და კრემნიუმი დომინირებს — 4 ელემენტი, რომელთაგან დედამიწის 93% შედგება. ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ ამ რგოლებში ძალიან მცირე ნახშირორჟანგის წილი, რაც აგრეთვე შეესაბამება დედამიწის და დედამიწის ჯგუფის პლანეტების ქიმიურ პარამეტრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ამ ვარსკვლავთაგანი წარსულში მინიმუმ ერთი დედამიწის მსგავსი პლანეტის მფლობელი იყო. ამას გარდა, მეცნიერებმა ერთ-ერთ ვარსკვლავს — PG0843+516 — ასეთი პლანეტის ნარჩენების შთანთქმის პროცესში “ჩაავლეს”. Continue reading

მზის აქტივობის შესასწავლად რეზინის ქათამი სტრატოსფეროში უკვე ორჯერ იყო

ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლებსაც ნაციონალური აეროკოსმოსური სააგენტო (NASA) აშშ-ს სასწავლო დაწესებულებებში მართავს, კალიფორნიის სკოლის Bishop Union High მოსწავლეებმა სტრატოსფეროში გაგზავნეს… რეზინის ქათამი სახელად კამილა. არა, ეს ობიექტი ერთადერთი არ იყო, რომელიც მათ ხელთ ჰქონდათ, უბრალოდ ფრინველის ფორმა და ზომები აუცილებელი მრიცხველისა და აღჭურვილობის მასში განსათავსებლად მისაღები აღმოჩნდა. Continue reading

ჰიგსის ბოზონი

ჰიგსის ბოზონი არის ჰიპოთეზური მასიური სკალარული ელემენტარული ნაწილაკი, რომლის არსებობასაც ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტული მოდელი წინასწარმეტყველებს. დღეისათვის არაა ცნობილი ბუნებაში რაიმე ელემენტარული სკალარული ბოზონი (0-ოვან სპინიანი ნაწილაკი), თუმცა ცნობილია უამრავი შედგენილი სკალარული ბოზონი. ჰიგსის ბოზონის არსებობას მოითხოვს თანამედროვე თეორიული ფიზიკის თავსებადობა, სხა სიტყვებით, მისი არსებობა ხსნის თანამედროვე თეორიულ ფიზიკაში არსებულ არათავსებადობას. დღეისათვის აქტიურ ფაზაშია შესული ჰიგსის ბოზონის არსებობის დამადასტურებელი ექსპერიმენტული მცდელობები ცერნში დიდი ჰადრონული ამაჩქარებელის (LHC) და ფერმილაბში ტევატრონის გამოყენებით. არსებობს სხვა თეორიები, რომლებიც არ მოელიან ჰიგსის ბოზონის არსებობას და აღიწერებიან როგორც უჰიგსო მოდელები. Continue reading

მზე და მისი გავლენა დედამიწაზე

მზე უძველესი დროიდან იწვევდა ადამიანის ინტერესს.
იგი კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე დიდ როლს ასრულებდა ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში და ამიტომაც ბევრ ცივილიზაციაში (მათ შორის ქართულში) არსებობდა მზის კულტი. მზეს უკავშირდება დღე-ღამისა და წელიწადის დროების ცვლილება. თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ მზე და მასზე მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დედამიწაზე. მზიდან მომდინარე გამოსხივება მოქმედებს დედამიწაზე არსებულ არაცოცხალ და ცოცხალ ბუნებაზე, მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობაზე. მზიდან ამოტყორცნილი სხვადასხვა ტიპის ნაკადები (მზის ქარი, კორონალური ამოფრქვევები, ენერგეტიკული ნაწილაკები) გავლენას ახდენს ელექტროხელსაწყოების, რადიო და სანავიგაციო დანადგარებისა და ხელოვნური თანამგზავრების მუშაობაზე. ასევე, მზიდან წამოსული მატერიისა და გამოსხივების ურთიერთქმედება დედამიწის მაგნეტოსფეროსა და ატმოსფეროსთან იწვევს დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას. Continue reading

იაპონური კომპანია კოსმოსურ ლიფტს 2050 წლისთვის გვპირდება!

იაპონური სამშენებლო კომპანია “ობაიაში კორპორეიშნი” გვპირდება, რომ 2050 წლისთვის კოსმოსურ ლიფტს აამოქმედებს.

როგორც გაზეთი “დეილი იომიური” იუწყება, კოსმოსური ლიფტით შესაძლებელი იქნება როგორც მგზავრების გადაყვანა, ასევე კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ატანა. ტრანსპორტირება სპეციალური ვაგონით განხორციელდება, რომელიც ნახშირბადოვანი ნანომილაკებისგან შემდგარ კაბელზე იმოძრავებს. ლიფტის მეშვეობით, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე არსებული მანძილის მეოთხედის გავლა იქნება შესაძლებელი.

ზედა სადგური ზღვის დონიდან 96 000 კილომეტრის სიმაღლეზე მოთავსდება, რომელიც იმავდროულად, საპირწონის მოვალეობასაც შეასრულებს. სწორედ ამ სადგურს მოუწევს 96 000 კილომეტრის სიგრძის კაბელის წონის გაძლება. მაგრამ მგზავრები და ტვირთები ამ სადგურამდე არ ავა (ზედა სადგურამდე ლიფტი მხოლოდ რემონტის საჭიროების შემთხვევაში ავა). მას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება ექნება. ზღვის დონიდან 36 000 კილომეტრის სიმაღლეზე, სადგური ტერმინალი მოთავსდება, რომელშიც საკვლევი ცენტრი და ასტრონავტების საცხოვრებელი იქნება ინტეგრირებული. ვაგონის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს მიაღწევს, ამ სიჩქარით სადგურამდე მისაღწევად კი მას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. Continue reading