მეცნიერები მკვლელ-პლანეტას – ნიბირუს ეძებენ

პლანეტა ნიბირუმ, რომელიც უძველესი თქმულებების თანახმად გარკვეული პერიოდულობით ჩნდება დედამიწის სიახლოვეს, ისევ მიიქცია ასტრონომთა ყურადღება.

ნასას სპეციალისტებმა ნიბირუს არსებობა ოფიციალურად 1983 წელს დაადასტურეს და ახლა მის ძებნას იწყებენ.

ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ სწორედ ნიბირუს გრავიტაციული ძალა გახდა წარღვნის მიზეზი, რომელმაც გლობალური კატასტროფა გამოიწვია.
ადრე ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ნიბირუ – უცხოპლანეტელების მიერ ხელოვნურად შექმნილი პლანეტაა, რათა იქ იცხოვრონ და დედამიწას დააკვირდნენ.

ივარაუდება, რომ სწორედ ნიბირუმ გამოიწვია მზის სისტემის ზოგიერთი პლანეტის ღეძის ცვლილება, მთვარის ზედაპირზე  კი კრატერებისა და ბზარების გაჩენის მიზეზი გახდა. ნიბირუა დასახელებული ატლანტიდას გაუჩინარებისა და მუდმივი წყალდიდობების მიზეზადაც.

 

Techguru98

ფარდობითობის თეორია ასი ათასი გალაქტიკის შუქითაა დამტკიცებული!

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირაში გამოქვეყნებული იყო სამეცნიერო ნაშრომის შედეგები, რომელთა მიხედვითაც სიათლის სიჩქარე ზღვრული არაა, ალბერტ აინშტაინის ნამუშევრების ჩამოწერა ჯერ კიდევ ადრეა. ფარდობითობის საერთო თეორიაში ჩამოყალიბებული ვარაუდები გრავიტაციის მუშაობის მექანიზმთან დაკავშირებით დანიელი მეცნიერების ჯგუფმა კოსმოსური მასშტაბის ობიექტებზე შეამოწმა. აინშტაინის თეორიასთან ერთად შემოწმებული იყო ალტერნატიული თეორიაც, რომელიც ასევე დადასტურებულია.

პროგრამის ფარგლებში ნილს ბორის ინსტიტუტის მეცნიერებმა SDSS (Sloan Digital Sky Survey) კატალოგებში დარეგისტრირებულ 8 ათასი დაჯგუფების შესახებ მონაცემები დაამუშავეს, გალაქტიკების რაოდენობამ 120 ათასს გადააჭარბა. კვლევის განმავლობაში სპეციალისტებმა გრავიტაციული წითელი წანაცვლება შეისწავლეს, ანუ გრავიტაციის ზემოქმედებით სპექტრის წითელ ბოლოში ხილული გამოსხივების წანაცვლება. მისი გაზომვის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ გრავიტაციულ წითელ წანაცვლებაზე ასევე ედება წითელი წანაცვლება, რომელსაც სამყაროს გაფართოება იწვევს. გარკვეულ «ხმაურს» იწვევს დოპლერის ეფექტიც, რომელიც გალაქტიკების ერთმანეთის მიმართ მოძრაობითაა გამოწვეული. Continue reading

როდესაც მზე თეთრ ჯუჯად გადაიქცევა — დედამიწას ცუდი დღე ელის

ბრიტანეთის უორვიკის უნივერსიტეტის (University of Warwick) ასტრონომთა ჯგუფმა ტელესკოპ ჰაბლის მონაცემები გამოიყენა ჩვენგან 100 სინათლის წლის რადიუსით დაშორებული თეთრი ჯუჯებისა და მათთან ახლოს მყოფი სივრცის შესახებ. აღმოჩენილი 80 ვარსკვლავიდან საგულდაგულო გადარჩევის შემდგომ მკვლევარებმა ოთხი გამოყვეს, რომელთა ქცევამ, სავარაუდოდ, ოდესღაც არსებული დედამიწის ტიპის პლანეტების ნგრევა გამოიწვია. მეცნიერთა აზრით, მსგავსი მომავალი შეიძლება დედამიწასაც ჰქონდეს. ამაზე მტვრის სარტყელის ქიმიური შემადგენლობა მიუთითებს, რომელიც თეთრი ჯუჯების ოთხეულიდან: PG0843+516, PG1015+161, SDSS 1228+1040 და GALEX1931+0117 თითოეულს აკრავს გარს.

შედეგებმა აჩვენა, რომ ამ მტვრის შემადგენლობაში ჟანგბადი, მაგნიუმი, რკინა და კრემნიუმი დომინირებს — 4 ელემენტი, რომელთაგან დედამიწის 93% შედგება. ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ ამ რგოლებში ძალიან მცირე ნახშირორჟანგის წილი, რაც აგრეთვე შეესაბამება დედამიწის და დედამიწის ჯგუფის პლანეტების ქიმიურ პარამეტრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ამ ვარსკვლავთაგანი წარსულში მინიმუმ ერთი დედამიწის მსგავსი პლანეტის მფლობელი იყო. ამას გარდა, მეცნიერებმა ერთ-ერთ ვარსკვლავს — PG0843+516 — ასეთი პლანეტის ნარჩენების შთანთქმის პროცესში “ჩაავლეს”. Continue reading

მზის აქტივობის შესასწავლად რეზინის ქათამი სტრატოსფეროში უკვე ორჯერ იყო

ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლებსაც ნაციონალური აეროკოსმოსური სააგენტო (NASA) აშშ-ს სასწავლო დაწესებულებებში მართავს, კალიფორნიის სკოლის Bishop Union High მოსწავლეებმა სტრატოსფეროში გაგზავნეს… რეზინის ქათამი სახელად კამილა. არა, ეს ობიექტი ერთადერთი არ იყო, რომელიც მათ ხელთ ჰქონდათ, უბრალოდ ფრინველის ფორმა და ზომები აუცილებელი მრიცხველისა და აღჭურვილობის მასში განსათავსებლად მისაღები აღმოჩნდა. Continue reading

ინტერაქტიული მცენარეები ემოციებს გამოხატავენ

იაპონიის კეიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ე.წ. ინტერაქტიულ მცენარეებზე მუშაობს, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობენ და ემოციებს გამოხატავენ. პროექტის ავტორებს მცენარეთა სამყაროს წარმომადგენელთა ცხოველებთან მსგავსების მიღწევა სურთ, გეჩვენება თითქოს ყვავილები გარე სამყაროსთან მოძრაობით ურთიერთქმედებას ცდილობენ.

მცენარის ყლორტებზე თხელი ძაფებია შემოხვეული, რომლებიც ქოთანში პატარა ელექტრულ ძრავებთანაა შეერთებული. მცენარესთან ორი სენსორი, მიკროფონი და მოძრაობის მრიცხველია მიმაგრებული. ამ სენსორებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მცენარე თანდათანობით ირხევა. Continue reading

მეტაფლექსი-ახალი მეტამატერია!

 წმინდა ენდრიუსის უნივერსიტეტის (University of St. Andrews) მკვლევარებმა შექმნეს დრეკადი მეტამატერია, რომელსაც ხილვადი შუქის სხივის მანიპულირება შეუძლია. მეტამატერიის მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენს ის, რომ მას შეუძლია ელექტრომაგნიტური ტალღის გამრუდება საგნის გარშემო ისე, რომ შექმნას ოპტიკური ილუზია თითქოს ეს საგანი იქ არ იმყოფება.

მეტამატერიის ადრეული ნიმუშებიც არსებობს, მაგრამ ეს მეტამატერია, რომელსაც მეტაფლექსი უწოდეს გამორჩეული იმით არის, რომ იგი ძალიან თხელი, გამჭვირვალე და დრეკადია, რაც მისი უფრო პრაქტიკული გამოყენების საშუალებას იძლევა. Continue reading

“უკაბელო ინტერნეტი ხეების გადაგვარებას იწვევს”

უკაბელო ინტერნეტი, იგივე რაც Wi-Fi ან ტექნიკურ ტერმინს თუ მოვიშველიებთ IEEE 802.11, როგორც ირკვევა საზიანო აღმოჩნდა ჩვენი გარემოსთვის.

ჰოლანდიაში, კერძოდ ვაგენინგენის უნივერსიტეტში (Wageningen University) 5 წლის განმავლობაში კვლევა ტარდებოდა იმისათვის, რომ გაეგოთ თუ რამ გამოიწვია ქალაქის ფოთლოვანი ხეების უცნაური გადაგვარება. Continue reading

ჰიგსის ბოზონი

ჰიგსის ბოზონი არის ჰიპოთეზური მასიური სკალარული ელემენტარული ნაწილაკი, რომლის არსებობასაც ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტული მოდელი წინასწარმეტყველებს. დღეისათვის არაა ცნობილი ბუნებაში რაიმე ელემენტარული სკალარული ბოზონი (0-ოვან სპინიანი ნაწილაკი), თუმცა ცნობილია უამრავი შედგენილი სკალარული ბოზონი. ჰიგსის ბოზონის არსებობას მოითხოვს თანამედროვე თეორიული ფიზიკის თავსებადობა, სხა სიტყვებით, მისი არსებობა ხსნის თანამედროვე თეორიულ ფიზიკაში არსებულ არათავსებადობას. დღეისათვის აქტიურ ფაზაშია შესული ჰიგსის ბოზონის არსებობის დამადასტურებელი ექსპერიმენტული მცდელობები ცერნში დიდი ჰადრონული ამაჩქარებელის (LHC) და ფერმილაბში ტევატრონის გამოყენებით. არსებობს სხვა თეორიები, რომლებიც არ მოელიან ჰიგსის ბოზონის არსებობას და აღიწერებიან როგორც უჰიგსო მოდელები. Continue reading

მზე და მისი გავლენა დედამიწაზე

მზე უძველესი დროიდან იწვევდა ადამიანის ინტერესს.
იგი კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე დიდ როლს ასრულებდა ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში და ამიტომაც ბევრ ცივილიზაციაში (მათ შორის ქართულში) არსებობდა მზის კულტი. მზეს უკავშირდება დღე-ღამისა და წელიწადის დროების ცვლილება. თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ მზე და მასზე მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დედამიწაზე. მზიდან მომდინარე გამოსხივება მოქმედებს დედამიწაზე არსებულ არაცოცხალ და ცოცხალ ბუნებაზე, მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობაზე. მზიდან ამოტყორცნილი სხვადასხვა ტიპის ნაკადები (მზის ქარი, კორონალური ამოფრქვევები, ენერგეტიკული ნაწილაკები) გავლენას ახდენს ელექტროხელსაწყოების, რადიო და სანავიგაციო დანადგარებისა და ხელოვნური თანამგზავრების მუშაობაზე. ასევე, მზიდან წამოსული მატერიისა და გამოსხივების ურთიერთქმედება დედამიწის მაგნეტოსფეროსა და ატმოსფეროსთან იწვევს დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას. Continue reading

პრაქტიკული გამოგონებები, ტექნოლოგიური პროგრესი და ბუნების შემეცნების პროცესი!

ნიუკომენის ვატის ორთქლის ძრავა

რენესანსის ეპოქაში დასავლეთ ევროპაში დაიწყო (განახლდა) მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესი.

რენესანსი მოიცავს XIV-XVII საუკუნეების პერიოდს. რენესანსი ნიშნავს აღირძინებას, ამ დროს დაიწყო ძველბერძნული კულტურის და მათ შორის აზროვნების კულტურის აღორძინება. ძველ საბერძნეთში ჩაისახა მეცნიერული აზროვნება. ძველ ბერძნებს ქონდათ მეცნიერული მიდგომა ბუნებაში მიმდინარე პროცესებისადმი. ძველი ბერძნები ახდენდნენ დაკვირვებული მოვლენების სისტემატიზაციას, ცდილობდნენ დაედგინათ მოვლენის მიზეზი და შეექმნათ მოვლენის აღმწერი ზოგადი მოდელი. ძველი ბერძნების დასკვნები დაფუძნებული იყო საღ აზრზე, დაკვირვებებსა და არგუმენტებზე. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ სამყარო შემეცნებადია და მასში მოქმედებს გარკვეული უნივერსალური წესები, რომლებიც შესწავლადია. ანტიკური საბერძნეთის ფილოსოფოსებმა წარმოადგინეს მოსაზრებები ბუნებაში მიმდინარე პროცესების ასაღწერად. წარმატებული, ანტიკური კულტურის აღორძინება მნიშვნელოვანი იყო კაცობრიობის პროგრესისთვის, რენესანსის ხანაში მოღვაწე მოაზროვნეების მიერ წარდმოგენილი იქნა ბუნების კანონების აღმწერი თეორიული მოდელები. Continue reading