პირველი ტექნოლოგიური პარკი საქართველოში!

ეს არის პირველი ტექნოლოგიური პარკი საქართველოში! მისი მშენებლობა Continue reading

Advertisements

ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! – ასე ესალმებიან ერთმანეთს ქრისტიანები აღდგომას.ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და სულიერად გვამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან შესახვედრად.

აღდგომა მოძრავი დღესასწაულია. იგი აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი სავსე მთვარის პირველ კვირა დღეს. წელს მართლმადიდებლურ სამყაროში წამებული იესოს მკვდრეთით აღდგომას ქრისტიანები 5 მაისს ულოცავენ ერთმანეთს.

იესოს ჯვარცმის შემდეგ ორმა დღემ გაიარა. მესამე დღეს კი უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: “მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები”. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. შიშით თავზარი დაეცათ და როდესაც გონს მოეგნენ, გაიქცნენ. Continue reading

ელექტრონული წიგნების სახლი “საბა”

თანამედროვე ციფრული მედიის განვითარება წიგნს, როგორც კაცობრიობის უმთავრეს საინფორმაციო მატარებელს, ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

მცირე ზომის ელექტრომკითხველებში 5000-მდე წიგნის შენახვაა შესაძლებელი, ამ რაოდენობის ნაბეჭდი წიგნებით ბიბლიოთეკის შექმნას ხშირად ერთი ადამიანის ცხოვრებაც არ ყოფნის. თანამედროვე ტექნოლოგიები კი საშუალებას იძლევა, მთელი თქვენი ბიბლიოთეკა ერთ პატარა ელექტრონულ მოწყობილობაში მოათავსოთ და თან ატაროთ.

ლიტერატურული კონკურსის “საბას” პრემიის დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი, პენ-ცენტრი და ტელეკომპანია „რუსთავი-2”.  კონკურსის არქივში ბოლო 10 წლის მანძილზე დაგროვდა ქართულ ენაზე გამოცემული საუკეთესო წიგნები და გადაწყვიტეს მათი “ელექტრონული წიგნების სახლში” განთავსება, რათა ხელმისაწვდომი გამხდარიყო მკითხველებისთვის. Continue reading

Paypal საქართველოს ეღირსაა!!!

დაუზუსტებელი ინფორმაციით საქართველოში Paypal სულ რამდენიმე დღეში ამუშავდება.
კომპანია Paypal-ს 2007 წლიდან თავის სისტემაში არც ერთი ქვეყანა არ ჩაურთავს და საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რომელიც 2007 წლიდან Paypal-ის სისტემაში ჩაერთვება.
ჯერ კიდევ თვენახევრის წინ ჩვენს ქვეყანაში Paypal-ის ელექტრონულ საგადასახადო სისტემაში საქართველოს ჩართვა-არ ჩართვის საკითხი ბუნდოვანი იყო. როგორც ჩანს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამისნისტროს და Paypal-ის მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. საქართველოს მხრიდან აბოსლუტურმა მზაობამ და ქართული საზოგადოების აქტივობამ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ელექტრონული საგადასახადო სისტემაში ამჟამდ 109-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.

გლუკოდოკი – ანუ მრავალფუნქციური და თანამედროვე გლუკომეტრი!

გლუკოდოკის სისხლში გლუკოზის შემცველობის საზომი და დიაბეტის კონტროლის ახალი, თანამედროვე საშუალებაა. იგი სისხლში გლუკოზის შემცველობას iPhone-ის, iPod touch-ის ან iPad-ის მეშვეობით ზომავს.  Continue reading

Load’n Shoot-ჩემი პირველი მოკლე სიუჟეტიანი Action ვიდეო

ეს არის მე, ჩემი მეგობრის და ძმის გადაღებული მოკლე ფილმი, იმედია მოგეწონებათ. ვიდეო დამუშავებულია After Effects Cs5-ში და გამოყენებულია Action Essentials Pack 2, Advanced Sound Pack, Pro Scores და  Hans Zimmer-ის რამდენიმე სიმღერა.

კრიტიკა მისაღებია, შემდეგ ვიდეობში ამ ვიდეოში დაშვებული ყველა შეცდომა გათვალისწინებული და შესწორებული იქნება 🙂

P.S თუ ბევრი მსურველი იქნება მომავალში ვიდეო გაკვეთილს გავეკეთებ იმაზე თუ როგორ დაამატოთ ეფექტები და ა.შ.

Techguru98

მე დავბრუნდი :)

მე დავბრუნდი!!! ცოტა ხანი პაუზა მქონდა გაკეტებული მემგონი შეამჩნიეთ მაგრამ ახლა ისევ ბოლო ძალებით შეუდგები ვიდეობის და სტატიების გაკეტებას !

Viva Modding

Techguru98

ანდერს ბრეივიკის საბოლოო განაჩენი


მე ვფიქრობ რომ 21 წელი ცოტაა ადამიანისთვის რომელმაც 77 ადამიანი მოკლა.

ნორვეგიელ ტერორისტს ანდერს ბრეივიკს, დღეს, ნორვეგიის სასამართლომ, ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი, 21 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა – ბრეივიკი შეურაცხადად გამოეცხადებინათ და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინათ.
გასული წლის 22 ივლისს, კუნძულ უტოიაზე, ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტის დროს, კუნძულზე, ორი ქართველი თამთა ლიპარტელიანი და ნათია ჩხეტიანი იმყოფებოდა. თამთა ლიპარტელიანი ტერაქტის შედეგად დაიღუპა.

techguru98

„ACME Georgia” კორპორატიული ბაზრის ათვისებას იწყებს

„ACME Georgia” საქართველოს კორპორატიული ბაზრის 30%-ის დაკავებას გეგმავს, როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კვახაძემ განაცხადა. ამ მიმართულებით წარმოდგენილი ბრენდებიდან მთავარი იქნება Dell, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი პირველია მძიმე ტექნიკის წარმოებაში.
6 აპრილს, ACME Georgia–სა და Dell–ის ურთიერთთანამშრომლობით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, გაიმართა სემინარი, სადაც „ACME Georgia”–ს კორპორატიული კლიენტებისთვის Dell-ის მძიმე ტექნიკის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაცია–ვორქშოპზე მოწვეულ კომპანიებს საშუალება ჰქონათ, უშუალოდ შეხებოდნენ და პრაქტიკაში გამოეცადათ ტექნიკის მუშაობა. ვორქშოპზე წარმოდგენილი იქნა როგორც ბრონირებული, ასევე ჩვეულებრივი ნოუთბუქები. Dell–ის ბრონირებული ნოუთბუქი უძლებს წყლის ჭავლს, სიმაღლიდან ვარდნას, მუშაობს ექსტრემალურ სიტუაციაში. ბატარეის ავტონომიურად მუშაობის ხანგრძლივობა არის 9საათი. Continue reading

საზიანოა თუ არა „ნეტბუქები“ პირველკლასელთათვის?

2011 წლიდან ყველა პირველკლასელს ე.წ. ნეტბუქები დაურიგდათ. ნეთბუქს დამხამრე ხასიათი აქვს და მოსწავლეები მას სახელმძღვანელოებთან ერთად იყენებენ. კომპიუტერში ჩატვირთული არის სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, ასევე კლასგარეშე ლიტერატურა.

ნეტბუქები 2010 წელს საცდელად მხოლოდ საპილოტე სკოლების პირველკლასელებს დაურიგდათ. თბილისის №53-ე საჯარო სკოლა საპილოტე სკოლებს შორის ერთ-ერთია, სადაც პირველკლასელებს ნეტბუქები უკვე გადაეცათ. ამავე სკოლის პირველი კლასის დამრიგებელი მარინა ფარულავა ამბობს, რომ სახელმძღვანელოსთან ერთად, სწავლების პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სწავლას უფრო სახალისოს ხდის, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა მისი უფრო მაღალ კლასებში გამოყენება. Continue reading