ტრანზისტორი

ტრანზისტორი სამ ან მეტ ელექტროდიანი ნახევარგამტარი მოწყობილობაა, რომელშიც მესამე ელექტროდით იმართება ორ ელექტროდს შორის ძაბვა . გამომავალ ჯაჭვში ძაბვის მართვა ხორციელდება შემავალ ჯაჭვში ძაბვის ცვალებადობით (ბიპოლარულ ტრანზისტორებში). ძაბვის მცირედ ცვალებადობას შემავალ ჯაჭვში შეუძლია გამოიწვიოს არსებითად დიდი ცვლილება გამომავალ ჯაჭვში. Continue reading

ელექტრონული წიგნების სახლი “საბა”

თანამედროვე ციფრული მედიის განვითარება წიგნს, როგორც კაცობრიობის უმთავრეს საინფორმაციო მატარებელს, ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

მცირე ზომის ელექტრომკითხველებში 5000-მდე წიგნის შენახვაა შესაძლებელი, ამ რაოდენობის ნაბეჭდი წიგნებით ბიბლიოთეკის შექმნას ხშირად ერთი ადამიანის ცხოვრებაც არ ყოფნის. თანამედროვე ტექნოლოგიები კი საშუალებას იძლევა, მთელი თქვენი ბიბლიოთეკა ერთ პატარა ელექტრონულ მოწყობილობაში მოათავსოთ და თან ატაროთ.

ლიტერატურული კონკურსის “საბას” პრემიის დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი, პენ-ცენტრი და ტელეკომპანია „რუსთავი-2”.  კონკურსის არქივში ბოლო 10 წლის მანძილზე დაგროვდა ქართულ ენაზე გამოცემული საუკეთესო წიგნები და გადაწყვიტეს მათი “ელექტრონული წიგნების სახლში” განთავსება, რათა ხელმისაწვდომი გამხდარიყო მკითხველებისთვის. Continue reading

ელექტრონული სახლის „საბა” ახალი პროდუქტი „ინტერაქტიული ანბანი” !

ალბათ არასოდეს ყოფილა სწავლა ასე სახალისო! თქვენს შვილებს ხომ ასე ძალიან უყვართ პლანშეტებზე თამაში! ახლა მათ საშუალება აქვთ თამაშ-თამაშით შეისწავლონ მშობლიური ანბანი! ეს არის ლინკი ერთ ქართულ აპლიკაციაზე ანდროიდისათვის რომელიც რამდენიმე დღეა რაც განთავსდა ანდროიდის მარკეტზე: Continue reading

ელექტრონული ფეხბურთის ბურთი

 

 დღეისათვის ყველა სპორტული დისციპლინა ინოვაციურ ტექნოლოგიებთან განუყოფლადაა დაკავშირებული: სპორტსმენებს ყველაფერი, ტანსაცმლიდან დაწყებული ჯავშნით დამთავრებული, ყველაფერი ტექნიკის ბოლო მიღწევების მიხედვითაა აქვთ შესრულებული, საუკეთესო თანამედროვე მასალების გამოყენებით. არც ფეხბურთია გამონაკლისი. FIFA-ს წევრებს დიდი ხანია აქვთ სურვილი გააკეთონ ბურთი, რომელსაც მსაჯებს შორის ყველანაირი კამათის გადაწყვეტის უნარი ექნება, რადგან იგი მათ მაქსიმალურად ზუსტ და ერთადერთ ჭეშმარიტ ინფორმაციას მიაწვდის.

მაშ ასე, გამოფენაზე CeBIT 2003 წელს წარმოდგენილი იყო ჩიპიანი ფეხბურთის ბურთი. ჯერ კიდევ მაშინ ჩიპი კამერებს ბურთის ფრენის ტრაექტორიისთვის ავტომატურად თვალთვალს აიძულებდა, ან გოლების თაობაზე საეჭვო მომენტების გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლეოდა. შემქმნელებს მხოლოდ ერთი პრობლემა ჰქონდათ: ჰაერით გაბერილი ბურთის შიგნით ჩიპის დამაგრება. Continue reading

ელექტრონული კალამი Rollpen ხელნაწერ ტექსტს იმახსოვრებს

ხანდახან, როდესაც რომელიმე სიახლეს ან კონცეპტს ვუყურებთ, გვებადება კითხვა: რატომ ვერავინ მოიფიქრა ეს აქამდე? ასეთ იდეებს განეკუთვნება პორტუგალელი დიზაინერის ფილიპე ლიმას (Filipe Lima) ელექტრონული კალმის ახალი კონცეპტიც; და მართლაც, რატომ ვერავინ მოიფიქრა კალამი Rollpen აქამდე?

იდეა მარტივი და მოხდენილია: მომხმარებელი ამ კალმით ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პასტით ქაღალდზე წერს, მხოლოდ მოცემული ეგზემპლარი ხელნაწერ ტექსტს მოწყობილობის მეხსიერებაში ინახავს. Continue reading

Braille E-Book — ელექტრონული წიგნები უსინათლოებისთვის!

ვებ-ჟურნალის Yanko Design საიტზე, რომელიც თანამედროვე მოწინავე დიზაინს ეძღვნება, უჩვეულო კონცეპტ-მოწყობილობის ფოტო გამოჩნდა, რომელიც იმ ადამიანებზეა ორიენტირებული, რომლებსაც ჩვეულებრივი წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა არ აქვთ.

როგორც ცნობილია, უსინათლო ადამიანებისთვის ლუი ბრაილის სისტემაა შექმნილი — უსინათლოთა წერტილოვან-რელიეფური შრიფტი ან ბრაილის შრიფტი. მიუხედავად ამისა, მსგავსი გამოცემები მასობრივი არ არის და მათი ტირაჟებიც მცირეა, ხოლო თავად გამოცემა არაეფექტური და არარენტაბელურია, რადგანაც მსგავს შრიფტზე გადაყვანილი წიგნები ორჯერ უფრო სქელია, ხოლო ასეთი წიგნების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. Continue reading