კომპანია NVIDIA-მ სულ ახლახანს წარმოადგინა Kepler არქიტექტურაზე დაფუძნებული თავისი პირველი ვიდეობარათი..

კომპანია NVIDIA-მ სულ ახლახანს წარმოადგინა Kepler არქიტექტურაზე დაფუძნებული თავისი პირველი ვიდეობარათი, რომელიც მწარმოებლის თქმით, არის ყველაზე სწრაფი ერთპროცესორიანი გადაწყვეტილება ბაზარზე. როგორც უკვე იცით, მას საფუძვლად უდევს GPU GK104 და დამზადებულია 28 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით.
294 მმ2 ფართობის მქონე კრისტალზე სპეციალისტებმა განათავსეს 3,54 მლრდ ტრანზისტორი, რაც წინა თაობის ფლაგმან მოდელზე ოდნავ მეტია. GK104-ის თავისებურებაში შედის ნაკადური პროცესორების მასივის მქონე უნიფიცირებული არქიტექტურა და DirectX 11-ის მხარდაჭერა, Shader Model 5.0-ის ჩათვლით. გარდა ამისა, ის აგრეთვე აღჭურვილია 256-ბიტიანი GDDR5 ინტერფეისით. ტექსტურული და რასტერული სამუშაოების ბლოკების რაოდენობა კი შეადგენს 128 და 4-ს შესაბამისად. ბირთვის ბაზური სიხშირე გახლავთ 1006 მჰც, მაგრამ ის შესაძლებელია ავტომატურად გაზრდილ იქნას 1058 მჰც-მდე, მეხსიერების – 1502 მჰც (6008 მჰზ ეფექტური), ხოლო მეხსიერება კი წარმოდგენილია 2 გბ-ს სახით. ბარათი აღჭურვილია ორი Dual Link DVI-ით, ასევე HDMI, DisplayPort გასასვლელით (შესაძლებელია ერთდროულად ოთხი მონიტორის დაკავშირება) და წყვილი SLI-ით. ადგილზეა PCI Express 3.0-ის მხარდაჭერაც. ახალი GPU-ს პროექტირებისას, დიდი ყურადღება დაეთმო მის ენერგო-ეფექტურობის გაზრდას და გასაკვირი არ არის, რომ ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 195 ვ-ია. დამატებითი კვების მიწოდება ხორციელდება ორი 6-პინიანი პორტის მეშვეობით. გაგრილების სისტემის ზომები კი იმგვარია, რომ კომპიუტერის კორპუსში პროდუქტი იკავებს გაფართოების ორ სლოტს. როგორც მოსალოდნელი იყო, რეკომენდებული ღირებულება 499 $-ია. Continue reading