ახალი ტექნოლოგია მზის ფოტო ელემენტების ფასს შეამცირებს

მზის ენერგიის უფრო ეფექტურად ასათვისებლად, ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავლად, მზის ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდაა მიჩნეული.

არის მეორე გზაც – ამ ელემენტების გაიაფება. ამ შემთხვევაში, უფრო მეტი ენერგიის მისაღებად, ელემენტების რიცხვის ზრდაც საკმარისი იქნება. მისისიპიში ბაზირებულმა კომპანია “ტუინ ქრიკს ტექნლოჯიზმა” შეიმუშავა მზის ელემენტების წარმოების სრულიად ახალი პროცესი, რომელიც მზის ელემენტებს ორივე მიმართულებით უმჯობესებს. ეს პროცესი, უფრო მეტი და ეფექტური ელემენტის ორჯერ იაფად წარმოების საშუალებას იძლევა. Continue reading

მზე და მისი გავლენა დედამიწაზე

მზე უძველესი დროიდან იწვევდა ადამიანის ინტერესს.
იგი კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე დიდ როლს ასრულებდა ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში და ამიტომაც ბევრ ცივილიზაციაში (მათ შორის ქართულში) არსებობდა მზის კულტი. მზეს უკავშირდება დღე-ღამისა და წელიწადის დროების ცვლილება. თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ მზე და მასზე მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დედამიწაზე. მზიდან მომდინარე გამოსხივება მოქმედებს დედამიწაზე არსებულ არაცოცხალ და ცოცხალ ბუნებაზე, მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობაზე. მზიდან ამოტყორცნილი სხვადასხვა ტიპის ნაკადები (მზის ქარი, კორონალური ამოფრქვევები, ენერგეტიკული ნაწილაკები) გავლენას ახდენს ელექტროხელსაწყოების, რადიო და სანავიგაციო დანადგარებისა და ხელოვნური თანამგზავრების მუშაობაზე. ასევე, მზიდან წამოსული მატერიისა და გამოსხივების ურთიერთქმედება დედამიწის მაგნეტოსფეროსა და ატმოსფეროსთან იწვევს დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას. Continue reading

ლოტუსი, რომელიც მზის სხივებს აგროვებს

რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ყვავილ ლოტუსსა და ენერგეტიკას შორის? პირდაპირი არც არანაირი.

მაგრამ თურმე, ყვავილის ბუნების შესწავლით, მეცნიერებმა შეიძლება შთაგონების ისეთი წყარო მიიღონ, რომელიც მათ ძალიან სასარგებლო სიახლის შექმნამდე მიიყვანს.

სწორედ ასე მოხდა კომპანია “მონარხ პაუერის” შემთხვევაში, რომლის ინჟინრებმაც, დანადგარი სახელად “მონარხ ლოტუსი” (თავიდან მას სოლარ ამბრელა, ანუ მზის ქოლგა ერქვა) შეიმუშავეს. მას სწორედ ლოტუსის ფორმა აქვს და განსაკუთრებით ეფექტურად აგროვებს როგორც სითბოს, ასევე ამ სითბოს ელექტროენერგიად გარდაქმნაც შეუძლია.

“მონარხ ლოტუსი” 18 ცალი ფურცლისგან შედგება, რომლებიც მზის სხივებს აგროვებენ. როცა “ყვავილი”გახსნილია, მისი დიამეტრი 4 მეტრია. შუქის შემგროვებელი ფურცლების ჯამური ფართობი 11 კვადრატულ მეტრს აღწევს. დანადგარის მიერ სხივების შეგროვების ხარისხი სამმაგია. მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდამქმნელი ელემენტების ფართობი მხოლოდ 120 კვადრატული სანტიმეტრია. ბლოკი 120 ცალი ელემენტისგან შედგება, რომელთა ფართობი 1 სანტიმეტრია. ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტი 39.2 პროცენტს აღწევს. Continue reading

მზის განახლებადი ენერგია

მზის ვაკუუმ კოლექტორები ზამთარშიც კი ათბობს წყალს რასაც ჩვეულებრივი კოლექტორები ვერ ახერხებენ
პრინციპი მარტივია, შუშის მილში მოთავსებული ქრომირებული(არაამრეკლავი სელექტიური დაფარვით) სპილენძის მილი და მათ შორის ამოტუმბულია ჰაერი.
სპილენძის მილი მზის სინათლეს სრულად შთანთქავს, არ ირეკლავს და ცხელდება რითაც მასში მოძრავ წყალს გადასცემს სითბოს.
ხოლო გარე შუშის მილსა და შიდა სპილენძის შორის მყოფი ვაკუუმი უზრუნველყოფს გარე ცივი ტემპერატურისგან იზოლირებას და მასზე დაცემულ ფოტონის ენერგიას სრულად ითვისებს გაგრილების გარეშე. Continue reading