მფრინავი მანქანები

თქვენ იხილავთ ვიდეოებს, რომელმაც საბაბი მომცა იმისა, ვივარაუდო, რომ მანქანებს რამდენიმე 10 წლეულში მფრინავი მანქანები ჩაანაცვლებს.  Continue reading

ქარის მფრინავი ტურბინა იაფფასიან ენერგიას იძლევა!!

ამერიკულმა კომპანია “ალტაეროს ენერჯიზმა” უჩვეულო კონსტრუქციის ქარის ტურბინა შეიმუშავა, რომელიც ჩვეულებრივ ქარის ტურბინებთან შედარებით, იაფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. დანადგარმა უკვე გაიარა პირველი გამოცდა.

ის ქალაქ ლაიმსტოუნში (შტატი მეინი), ლორინგის კომერციულ ცენტრში ჩატარდა. რგოლის ფორმის მქონე გასაბერმა სტრუქტურამ, 107 მეტრის სიმაღლეზე აიტანა მის ცენტრში მოთავსებული ქარის ტურბინა, რომელმაც ენერგია გამოიმუშავა. ტესტის დასრულების შემდეგ, დანადგარი უსაფრთხოდ დაეშვა ხმელეთზე.

პირველივე ტესტმა აჩვენა, რომ საჰაერო ტურბინას ჩვეულებრივ ქარის სადგურზე ორჯერ მეტი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. ამას კი ის ფაქტორი განაპირობებს, რომ დიდ სიმაღლეზე ქარი უფრო სტაბილური და ინტენსიურია. ამასთან, არსებობს ვარაუდი, რომ მფრინავი ტურბინის 300 მეტრის სიმაღლეზე ასვლის შემთხვევაში, ქარის ენერგიის ღირებულება დაახლოებით 65 პროცენტით შემცირდება.

“ათწლეულების განმავლობაში, ქარის ტურბინების დამონტაჟება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. მათ უზარმაზარი კოშკები და ამ კოშკებზე დასამაგრებლად, მაღალი ამწეები სჭირდებათ. და ამის მიუხედავად, ისინი შედარებით დაბალ სიმაღლეზე მუშაობენ, სადაც ქარები სუსტი და ცვალებადი მიმართულებისაა. Continue reading

“მოლერი” ახალი ტიპის მფრინავ ავტომობილზე მუშაობს!

ამერიკულმა კომპანია “მოლერ ინტერნეიშნლმა” გამოაცხადა, რომ უკვე დაასრულა ორი მსუბუქი სპორტული საფრენი აპარატის შემუშავების პირველი ეტაპი.

ამ ორიდან, ერთი ერთადგილიანი მანქანაა, რომელსაც სახელად “სკაიქარ 100LS” უწოდეს, ხოლო მეორე – “სკაიქარ 200LS”, ორადგილიანია. ამ ორ მანქანას, ძრავების განლაგებაც განასხვავებს. კერძოდ, “სკაიქარ 100LS-ზე” ისინი მანქანის ცხვირსა და კუდშია განლაგებული, “სკაიქარ 200LS-ზე” კი – გვერდებზე.

ამერიკული კომპანია თავის ორ ახალ მანქანას საფრენ აპარატებს უწოდებს, რადგან მათზე ლიცენზია აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ უნდა გასცეს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ორივე მანქანა არის შთამომავალი “მოლერის” პირველი მფრინავი ავტომობილისა, რომელმაც ბაზარზე ფეხი სიძვირის, ზორბა გაბარიტებისა და კონსტრუქციის სირთულის გამო ვერ მოიკიდა. ორივე ახალი “სკაიქარი” წინამორბედზე მარტივიც იქნება, კომპაქტურიც და იაფიც. და მათს მართვაზე ლიცენზიის მიღებაც გაცილებით გამარტივდება. Continue reading