რობოტების ხანა მოდის!

რა მოხდება, იმ შემთხვევაში თუ ამ თვეში  სამსახურიდან კონტიგენტის 50%–ს დათხოვენ?! ბევრის აზრით დიდი ეკონომიკური კრიზისი. შემდეგ თვეს იგივე.  წლების შემდეგ? ალბათ ისევ იგივე. მაგრამ მეცნიერები ასე არ ფიქრობენ. მათ თუ დავუჯერებთ ამას არავინ გაიოცებს რადგან, მუშახელის რობოტით ჩანაცვლება საზიანო კი არა, საკეთილდღეო იქნება ეკონომიკისათვის. Continue reading

რობოტი SandFlea, რომელიც წინააღმდეგობებს ახტება!

ეს არის ძალიან საინტერესო და ძალიან მაგარი  4 ძრავიანი რობოტ–მანქანა SandFlea, რომელსაც შეუძლია ძალიან მარტივად გადალახოს მაღალი წინააღმდეგობები, როგორებიცაა: კიბის საფეხურები, ბორდიულები, ავტოფარეხები და ა.შ. უნდა აღინიშნოს რომ ეს რობოტ–მობილი ხელნაკეთია და იმართება პულტით. იგი არის საკმაოდ გამძლე, რათა გაუძლოს სიმაღლიდან მაგარ ზედაპირზე ვარდნას. Continue reading

რობოტი, რომელიც რუბიკის კუბს წამებში აწყობს!

ეს არის რობოტი, რომელიც რუბიკის კუბს 1–2 წამში აწყობს. ეს რობოტი ხელნაკეთია და დაკავშირებულია კომპიუტერთან. იგი სპეციალური პროგრამით იმართება. Continue reading

რობოტი, რომელიც ნემსიყლაპიას ზუსტი ანალოგია!

ეს არის რობოტი, რომელსაც BionicOpter დაარქვეს. მისმა შემქმნელმა კომპანია Festo-მ გადაწყვიტა შეექმნა ნემსიყლაპია რობოტი. იგი მწერის ზუსტი ანალოგია და ფრთის მოძრაობითა და სისწრაფით ძალიან გავს რეალურს. Continue reading

რობოტი, რომელიც სენდვიჩს აკეთებს

 

მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TUM) კვლევითი ჯგუფის წევრებმა ორი ინტელექტუალი რობოტი წარუდგინეს პუბლიკას. ესენია TUM-Rosie და TUM-James. რობოტების ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ უკვე გააჩნიათ და რომელთა დემონსტრაციაც მოახდინეს, იმედის მომცემია მათთვის, ვისაც რობოტის მიერ გაკეთებული სენდვიჩის გასინჯვა სურს ან სულაც სამეცნიერო-ფანტასტიკაში აღწერილ რობოტ-დამხმარეზე ოცნებობს. Continue reading

უეცრად, როდესაც ზღვაში ხართ და გრძნობთ, რომ იხრჩობით, თქვენი სიცოცხლის დამცველი რობოტი–მაშველი გამოჩნდება!

ეს არი ირანული, უპილოტო, რობოტი–მაშველი რომელიც იცავს შენს ცხოვრება!

მაშველები, შეიძლება, მომავალში ამ ოთხძრავიანმა რობოტმა ჩაანაცვლოს, ოღონდ, გარკვეულ ტერიტორიაზე.
ირანის კვლევითმა ფირმამ დაიწყო მუშაობა, რომ შექმნან მაშველი რობოტი. “დავიღალეთ სიუჟეტების მოსმენით ადამიანის დახრჩობის  შესახებ” –გამოკითხული ხალხის აზრი. მეცნიერებმა გადაწყვიტეს განევითარებინათ სამაშველო ტექნიკა. ამ თვითმფრინავებს შეუძლიათ უფრო მეტი რამ ვიდრე სამაშველო სამსახურის მოწყობილობებს: მათ შეუძლიათ გადაადგილება უფრო სწრაფად, ისინი ყოველთვის მშვიდნი და აუღელვებლები არიან, ამ მფრინავ მაშველს არასოდეს ძინავს და ყოველთვის სამუშაო რეჟიმში არიან. Continue reading

მუსიკოსი რობოტი რომელიც ვიოლინოზე უკრავს!

2007 წლის დეკემბერში, ტოკიოში, პრეზენტაცია გაუკეთეს ტოიოტას კიდევ ერთ საუკეთესო რობოტს, რომელიც ვიოლინოზე უკრავს და ნამდვილი მუსიკოსის მოძრაობებს იმეორებს. ამასთან ერთად იგი ზუსტ ბგერებს იღებს და მისი დაკრული მუსიკა სასიამოვნო მოსასმენია. იხილეთ ვიდეო: 

მალე ! გაყიდვაში, მოსიარულე რობოტი-სავარძელი იქნება!

ტიბას პრეფექტურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ეტლის ახალი სახეობა შექმნეს, რომელსაც სიარული შეუძლია.

პრაქტიკულად, ეს არის რობოტი, რომელსაც კიბეზე ასვლაც შეუძლია. იგი ბორბლებს ფეხებივით ხმარობს. Continue reading

ახალი რობოტი გააუმჯობესებს აუტიზმის მკურნალობის ეფექტურობას

263[1] დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა პროფესორ კერსტინ დაუტენჰანის მეთაურობით დაასრულეს ხუთწლიან პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებდა რობოტების ჩართვას აუტიზმით დაავადებულ ბავშვების მკურნალობაში. პროექტის მონაწილეებმა დაამტკიცეს, რომ მათ მიერ შექმნილი რობოტი თერაპიულ გავლენას ახდენს ახალგაზრდა პაციენტებზე სოციალურ კომუნიკაციებში ჩართვის ხაზით. Continue reading

რობოტი-ბოქსიორი PUNCHING PRO

სიცოცხლის ჯანმრთელი წესის მომხრე ინჟინერს კრის ტრესიდერს (Kris Tressider) კლასიკურ სავარჯიშო მსხალზე ვარჯიში მობეზრდა. ამიტომ, ინიციატივა გამოიჩინა და სამართლიანად განსაჯა, რომ ცოცხალი სპარინგ-პარტნიორი გაცილებით ეფექტურია “მსხალთან” შედარებით, თუმცა ყველას როდი აქვს ვარჯიშისას მეორე ადამიანთან ურთიერთობის შსაძლებლობა. ამიტომაც, მან შექმნა რობოტი Punching Pro. Continue reading