ელექტრონული წიგნების სახლი “საბა”

თანამედროვე ციფრული მედიის განვითარება წიგნს, როგორც კაცობრიობის უმთავრეს საინფორმაციო მატარებელს, ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

მცირე ზომის ელექტრომკითხველებში 5000-მდე წიგნის შენახვაა შესაძლებელი, ამ რაოდენობის ნაბეჭდი წიგნებით ბიბლიოთეკის შექმნას ხშირად ერთი ადამიანის ცხოვრებაც არ ყოფნის. თანამედროვე ტექნოლოგიები კი საშუალებას იძლევა, მთელი თქვენი ბიბლიოთეკა ერთ პატარა ელექტრონულ მოწყობილობაში მოათავსოთ და თან ატაროთ.

ლიტერატურული კონკურსის “საბას” პრემიის დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი, პენ-ცენტრი და ტელეკომპანია „რუსთავი-2”.  კონკურსის არქივში ბოლო 10 წლის მანძილზე დაგროვდა ქართულ ენაზე გამოცემული საუკეთესო წიგნები და გადაწყვიტეს მათი “ელექტრონული წიგნების სახლში” განთავსება, რათა ხელმისაწვდომი გამხდარიყო მკითხველებისთვის. Continue reading

ელექტრონული სახლის „საბა” ახალი პროდუქტი „ინტერაქტიული ანბანი” !

ალბათ არასოდეს ყოფილა სწავლა ასე სახალისო! თქვენს შვილებს ხომ ასე ძალიან უყვართ პლანშეტებზე თამაში! ახლა მათ საშუალება აქვთ თამაშ-თამაშით შეისწავლონ მშობლიური ანბანი! ეს არის ლინკი ერთ ქართულ აპლიკაციაზე ანდროიდისათვის რომელიც რამდენიმე დღეა რაც განთავსდა ანდროიდის მარკეტზე: Continue reading