ყველაზე სწრაფი მორბენალი რობოტი მსოფლიოში.

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ორფეხა რობოტი, რომელსაც მუხლებიც აქვს, მიჩიგანის უნივერსიტეტის ჯგუფმა შეიმუშავა.

რობოტს “მეიბლი” დაარქვეს და მას მაქსიმუმ 3 მეტრი წამში (10.8 კმ/სთ) სიჩქარით გადაადგილება შეუძლია.

მისი შემქმნელების განცხადებით, რობოტი ადამიანის ბიომექანიკას იმეორებს და ამ მხრივ, მას მსოფლიოში ბადალი არ მოეპოვება.

რობოტის შემქმნელები, თავიანთ შედევრზე როცა ლაპარაკობენ, ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ მას მუხლები აქვს. ასეთი რობოტების ბიომექანიკის შემუშავება კი ყოველთვის დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ “მეიბლს” არ აქვს ტერფები, თუმცა ამის მიუხედავადაც, მოძრაობისას ის ადვილად ინარჩუნებს წონასწორობას. Continue reading