“ენვიამ” რეკორდულად ტევადი ელემენტი შეიმუშავა

კალიფორნიაში ბაზირებულმა კომპანია “ენვია სისტემზმა” გამოაცხადა, რომ ლითიუმ-იონურ ელემენტებში ენერგიის რეკორდულად მაღალ სიმკვრივეს მიაღწია.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ექსპერიმენტული ელემენტების ენერგოტევადობამ კილოგრამზე 400 ვატ-საათს მიაღწია. ეს კი ორ-სამჯერ მეტია იმ ელემენტების ტევადობაზე, რომლებსაც თანამედროვე ელექტრომობილებზე იყენებენ. უფრო მეტიც, “ენვია” ირწმუნება, რომ მისი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ელემენტები არსებულ ლითიუმ-იონურ ელემენტებზე ორჯერ იაფიც ეღირება. Continue reading