Braille E-Book — ელექტრონული წიგნები უსინათლოებისთვის!

ვებ-ჟურნალის Yanko Design საიტზე, რომელიც თანამედროვე მოწინავე დიზაინს ეძღვნება, უჩვეულო კონცეპტ-მოწყობილობის ფოტო გამოჩნდა, რომელიც იმ ადამიანებზეა ორიენტირებული, რომლებსაც ჩვეულებრივი წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა არ აქვთ.

როგორც ცნობილია, უსინათლო ადამიანებისთვის ლუი ბრაილის სისტემაა შექმნილი — უსინათლოთა წერტილოვან-რელიეფური შრიფტი ან ბრაილის შრიფტი. მიუხედავად ამისა, მსგავსი გამოცემები მასობრივი არ არის და მათი ტირაჟებიც მცირეა, ხოლო თავად გამოცემა არაეფექტური და არარენტაბელურია, რადგანაც მსგავს შრიფტზე გადაყვანილი წიგნები ორჯერ უფრო სქელია, ხოლო ასეთი წიგნების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. Continue reading

Organic Light-Emitting Diode (OLED) ტექნოლოგია

OLED ანუ Organic Light-Emitting Diode, ქართულად იქნება ალბად ასე “ორგანული ნათების გამოსხივების დიოდი”. ეს მაღალი ტექნოლოგიები ახალი აღმოჩენაა ცივილიზებულ სამყაროში, რომელიც დახვეწისა და განვითარების პროცესშია.

ეხლა ძალიან ფიზიკა-ქიმიას ნუ ჩავეძიებით და მარტივად ავხსნათ ამ ტექნოლოგიის გამოყენება, ხარვეზები, დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ამ ტექნოლოგიას შეუძლია გადმოსცეს მკაფიო ნათება და ამავდროულად მოიხმაროს ნაკლები ენერგია. ასეთი თვისებების გამო შესაძლებელი გახდა ინფორმაციის ნათებით გამოსახვა ანუ მონიტორზე ინფორმაციის გამონათება.
აქედან გამომდინარე ეს OLED ტექნოლოგიები ინერგება და გამოიყენება მობილურ ტელეფონების, ფოტოაპარატების, ვიდეოკამერების, სანავიგაციო და სხვა მისთან აპარატთა ეკრანების დასამზადებლად. Continue reading

ახალი ტექნოლოგია მზის ფოტო ელემენტების ფასს შეამცირებს

მზის ენერგიის უფრო ეფექტურად ასათვისებლად, ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავლად, მზის ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდაა მიჩნეული.

არის მეორე გზაც – ამ ელემენტების გაიაფება. ამ შემთხვევაში, უფრო მეტი ენერგიის მისაღებად, ელემენტების რიცხვის ზრდაც საკმარისი იქნება. მისისიპიში ბაზირებულმა კომპანია “ტუინ ქრიკს ტექნლოჯიზმა” შეიმუშავა მზის ელემენტების წარმოების სრულიად ახალი პროცესი, რომელიც მზის ელემენტებს ორივე მიმართულებით უმჯობესებს. ეს პროცესი, უფრო მეტი და ეფექტური ელემენტის ორჯერ იაფად წარმოების საშუალებას იძლევა. Continue reading

Tesco–ს მაღაზიებში „დამატებითი რეალობის“ ტექნოლოგია ამუშავდა

ბრიტანულმა საცალო–სავაჭრო ქსელმა Tesco–მ თავის ონლაინ–მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში „დამატებითი რეალობის“ ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო – ვებ–კამერის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია სასურველი პროდუქტის 3D–გამოსახულება ნახოს.
„დამატებითი რეალობის“ ტექნოლოგიის წყალობით Tesco აპირებს ადგილების ეკონომიას სუპერმარკეტების თაროებზე. ამასთან, აღნიშნული სისტემის დახმარებით მყიდველები საქონლის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ. Continue reading

რევოლუციური ტექნოლოგია შიდაწვის ძრავებისთვის !!

პროფესორ პეტერ ჰოფბაუერის სახელი რაიმეს გეუბნებათ? ალბათ მხოლოდ იმას, რომ მას პროფესორის წოდება აქვს, მაგრამ არა იმას, რომ ოცი წელი (1966-1986 წ.წ) ”ფოლკსვაგენში” იმუშავა, სადაც ”სახალხო ავტომობილებისა” და ”აუდის” მოდელებისთვის დიზელის ძრავებს ქმნიდა. დღეს ჰოფბაუერს საკუთარი კომპანია – ”ეკომოტორსი” აქვს და ალბათ სახელიდანაც მიხვდებით, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების შემუშავებითაა დაკავებული. ჰოდა, ამ კომპანიამ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ამცნო, რომ შემუშავებული აქვს შიდაწვის ძრავების ახალი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც, კომპაქტური ავტომობილი 100 მილის (დაახლოებით 160 კილომეტრის) გავლას ერთი გალონი (3.78 ლიტრი) საწვავით შესძლებს. Continue reading

რა არის ტექნოლოგია?

ტექნოლოგია 
არის მეცნიერება იმ იარაღების, პროცესებისა და მეთოდების შესახებ, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საგნების და ობიექტების დამზადებისათვის, რაიმეს წარმოების მიზნით. სხვაგვარად, ტექნოლოგია ეს არის ნივ Continue reading