რობოტი SandFlea, რომელიც წინააღმდეგობებს ახტება!

ეს არის ძალიან საინტერესო და ძალიან მაგარი  4 ძრავიანი რობოტ–მანქანა SandFlea, რომელსაც შეუძლია ძალიან მარტივად გადალახოს მაღალი წინააღმდეგობები, როგორებიცაა: კიბის საფეხურები, ბორდიულები, ავტოფარეხები და ა.შ. უნდა აღინიშნოს რომ ეს რობოტ–მობილი ხელნაკეთია და იმართება პულტით. იგი არის საკმაოდ გამძლე, რათა გაუძლოს სიმაღლიდან მაგარ ზედაპირზე ვარდნას. Continue reading

მსოფ­ლი­ოს უმ­ძ­ლავ­რე­სი დი­ზე­ლი 108 902 ცხე­ნის ძა­ლას იძ­ლე­ვა

არას­დ­როს გი­ფიქ­რი­ათ იმა­ზე, რომ თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის ძრა­ვა­ში მი­სი მუ­შა­ო­ბის დროს ჩა­ი­ხე­დოთ?

რა თქმა უნ­და, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ძრა­ვა პა­ტა­რაა, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ, დი­დიც რომ იყოს, მუ­შა­ო­ბის დროს მი­სი გახ­ს­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­მუ­შაო პა­რა­მეტ­რე­ბი და­ირ­ღ­ვე­ვა და აგ­რე­გა­ტი და­ზი­ან­დე­ბა.

მაგ­რამ მსგავ­სი პრინ­ცი­პით მო­მუ­შა­ვე ძრა­ვე­ბი მხო­ლოდ ავ­ტო­მო­ბი­ლებს არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. ში­დაწ­ვის აგ­რე­გა­ტე­ბი რკი­ნიგ­ზის გამ­წევ ლო­კო­მო­ტი­ვებ­საც ამოძ­რა­ვებს და უზარ­მა­ზარ გე­მებ­საც. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი კი იმ­დე­ნად დი­დია, რომ მას­ში ძრა­ვის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მსურ­ვე­ლი ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნიც კი შე­იძ­ლე­ბა და­ა­ტი­ოთ. რა თქმა უნ­და, იქ მათ ჯო­ჯო­ხე­თი დახ­ვ­დე­ბათ და არც არა­ვინ ეც­დე­ბა ამ სუ­ლე­ლუ­რი ვო­ი­ა­ჟის მოწყო­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი თე­ო­რი­უ­ლა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. Continue reading

პრაქტიკული გამოგონებები, ტექნოლოგიური პროგრესი და ბუნების შემეცნების პროცესი!

ნიუკომენის ვატის ორთქლის ძრავა

რენესანსის ეპოქაში დასავლეთ ევროპაში დაიწყო (განახლდა) მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესი.

რენესანსი მოიცავს XIV-XVII საუკუნეების პერიოდს. რენესანსი ნიშნავს აღირძინებას, ამ დროს დაიწყო ძველბერძნული კულტურის და მათ შორის აზროვნების კულტურის აღორძინება. ძველ საბერძნეთში ჩაისახა მეცნიერული აზროვნება. ძველ ბერძნებს ქონდათ მეცნიერული მიდგომა ბუნებაში მიმდინარე პროცესებისადმი. ძველი ბერძნები ახდენდნენ დაკვირვებული მოვლენების სისტემატიზაციას, ცდილობდნენ დაედგინათ მოვლენის მიზეზი და შეექმნათ მოვლენის აღმწერი ზოგადი მოდელი. ძველი ბერძნების დასკვნები დაფუძნებული იყო საღ აზრზე, დაკვირვებებსა და არგუმენტებზე. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ სამყარო შემეცნებადია და მასში მოქმედებს გარკვეული უნივერსალური წესები, რომლებიც შესწავლადია. ანტიკური საბერძნეთის ფილოსოფოსებმა წარმოადგინეს მოსაზრებები ბუნებაში მიმდინარე პროცესების ასაღწერად. წარმატებული, ანტიკური კულტურის აღორძინება მნიშვნელოვანი იყო კაცობრიობის პროგრესისთვის, რენესანსის ხანაში მოღვაწე მოაზროვნეების მიერ წარდმოგენილი იქნა ბუნების კანონების აღმწერი თეორიული მოდელები. Continue reading