Nvidia Geforce GTX670 2GB მიმოხილვა

როდესაც კომპანია AMD-მ წარმოადგინა თავისი 28 ნანომეტრიული GCN არქიტექტურაზე დამზადებული ვიდეობარათები,Nvidia-ს დაახლოებით 2-3 თვე დასჭირდა პასუხისთვის და გამოუშვა GK104 GPU-ზე დაფუძნებული ერთბირთვიანი GTX680 და ორბირთვიანი GTX690.

კომპანია Nvidia კი დღეს გვაცნობს GTX670-ს,რომელიც ასევე GK104-ზეა დაფუძნებული,თუმცა მის დიდ ძმასთან შედარებით, მას აქვს ცოტათი უფრო სუსტი მონაცემები. მოდით გადავავლოთ თვალი GTX670-ის მახასიათებლებს და მის შედარებას GTX680,GTX580 და GTX570-თან.
Posted Image

როგორც ხედავთ, GTX670-ს აქვს შედარებით ნაკლები CUDA პროცესორი, ტექსტურული იუნიტი,Rops-ი და ასევე მისი Core Clock და Boost Clock სიხშირეები ნაკლებია.თუმცა, GTX670 – GTX680-თან შედარებით, 100 დოლარით იაფი ღირს და 25 ვატით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. Continue reading

ECS მხარს დაუჭერს AMD Memory Profile-ს

Elitegroup Computer Systems (ECS) გახდება პირველი კომპანია მსოფლიოში, რომლის დედაპლატებიც ოფიციალურად მხარს დაუჭერენ AMD Memory Profile (AMP) ტექნოლოგიას.
Intel XMP-ს კონკურენტად მოაზრებული ეს სისტემა გულისხმობს მეხსიერების მოდულებიდან უფრო მეტის მიღებას, ვიდრე ეს ხდებოდა JEDEC (Joint Electron Devices Engineering Council)-ის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ AMD-სთვის ეს იქნება შემდგომი ნაბიჯი მეხსიერების მოდულების კუთხით სიტუაციის გაუმჯობესებისა. კომპანიამ უკვე გამოუშვა საკუთარი სამარკო ნიშნით მონიშნული მოდულები და სავარაუდოდ კიდევ ერთ თაობასაც ვიხილავთ AMD Memory Profile (AMP)-ის მასიურად დანერგვის შემთხვევაში. DDR3 მეხსიერების სტანდარტმა ფაქტიურად მისი განვითარების პიკს მიაღწია. ამჟამად მწარმოებლების და ჩიპმეიკერების ერთადერთი საზრუნავი მათი შესაძლებლობების ეფექტური ათვისებაა. AMP-ის ძირითადი მომხმარებლები სავარაუდოდ ენთუზიასტები და გეიმერები იქნებიან. Continue reading

AMD Radeon HD 7970 3 GB – მიმოხილვა

მოგესალომებით ყველას , გთავაზობთ კომპანია AMD ს ერთ-ერთი უახლესი ვიდეო ბარათის Radeon HD 7970 ის მიმოხილვას.

Posted Image

როგორც სურათზე ვხედავთ ამ ახალი HD 7000 სერიის ვიდეო ბარათის დიზაინი კვლავ მსგავსია წინა სერიებისა და მისი გაგრილების სისტემა შედეგება კვლავ ერთი Fan ისგან.ამ ვიდეო ბარათში გამოყენებულია რამოდენიმე ახალი ტექნოლოგია ,პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ეს გახლავთ AMD ს ახალი Southern Islands ოჯახის წარმომადგენელი რომელიც დამზადებულია 28 ნანომეტრ ტექნოლოგიით ,რაც ერთ-ერთი მთავარი სიახლეა HD 7000 სერიის ვიდეო ბარათებში,გარდა ამისა ამ ვიდეო ბარათს პირველს ექნება Microsoft DirectX 11.1 API ტექნოლოგიის და PCI Express 3.0 x16 მაკავშირებლის მხარდაჭერა ,ყოველივე ეს თავიდანვე მიგვანიშნებს იმაზე ,რომ აღნიშნული ვიდეო ბარათი წარმაოდგენს ახალი ტექნოლოგიების შედეგს ,რომელიც როგორც შემდეგ ვნახავთ თავისი შედეგით ბევრს გააოცებს. Continue reading

ATI მიმოხილვა

Posted Image

კომპანია ATI კანადური გახლავთ, იგი 1985 წელს დაარსდა და იშიფრება, როგორც Array Technologies Incorporated. თავდაპირველად იგი IBM და Commodore ფირმის კომპიუტერებისთვის ქმნიდა ინტეგრირებულ ვიდეოჩიპებს, 1987 წელს კი იგი ვიდეოჩიპების დამოუკიდებელ მწარმოებლად იქცა. 1991 წელს კომპანიამ წარმოადგინა Mach8, ATI-ს პირველი პროდუქტი, რომელსაც გრაფიკული ინფორმაციის დამუშავება CPU-ს დახმარების გარეშე შეეძლო, ანუ ფაქტობრივად, ვიდეოდაფა. 1992 წელს გამოჩნდა Mach32, Mach8-ს გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც ჰქონდა ინფორმაციის გაცვლის უფრო მეტი სიჩქარე.
1994 წელს Mach64 გამოჩნდა, რომელსაც ვიდეოაქსელერაციის ფუნქცია გააჩნდა, თუმცა ჯერ კიდევ 2D დაფა იყო… Continue reading

AMD-ს მიმოხილვა

ჩემს ერთგულ მკითხველებს, თუკი საერთოდ მყავს ასეთი, ალბათ გაახარებს ეს სტატია…თქვენს წინაშეა AMD-ს ისტორია :rolleyes:
გარდა ამისა, განყოფილების მოდერატორ OgaiB-ს და ადმინისტრაციას ვთხოვ გადახედონ თემას და შეცდომები გამისწორონ

Advanced Micro Devices Inc. ანუ AMD მსოფლიოში ნომერი მეორე პროცესორების მწარმოებელი, ნომერი მესამე ვიდეოდაფების მიმწოდებელი (ATI-ს შესყიდვის შემდეგ) და კომპანია Spansion (Flash მეხსიერების მწარმოებელი)-ის 21% აქციების მფლობელი. Continue reading