პირველი ჰაკათონი ჯეოლაბში!

ინოვაციების, მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია – „ჯეოლაბი“ 29, 30 და 31 მაისს საკუთარ სივრცეში პირველ ჰაკათონს უმასპინძლებს! Continue reading

Advertisements

მობილური აპლიკაციების პირველი ლაბორატორია საქართველოში!

ჯეოლაბი, ეს არის პირველი მობილური აპლიკაციების ლაბორატორია საქართველოში, რომლის შექმნაშიც შემდეგ კომპანიებს მიუძღვით წვლილი: Continue reading

Circulla -კიდევ ერთი ქართული თამაში

Circulla – ეს არის ახალ, ქართულ მობილური თამაში, რომლის Gameplay-ც ძალიან საინტერესოა. Continue reading

როგორ გავიგოთ ჩვენი ანდროიდ დივაისი დარუთულია თუ არა?!

ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. უბრალოდ ერთი აპლიკაცია უნდა გადმოიწეროთ გუგლის მარკეტიდან Continue reading

Galaxy Gear

მოწყობილობა, რომელიც Android–ის პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონთან ერთად ფუნქციონირებს, ეკრანზე ასახავს შეტყობინებებს, საათის გამოყენება კი შესაძლებელი იქნება ხმოვანი ზარების განხორციელებისა და აპლიკაციებით სარგებლობისთვის. Continue reading

იქნება Samsung Galaxy sV ასეთი?

Samsung Galaxy sV-ზე ბევრი ჭორი დადის, რომ მას ექნება ალუმინის კორპუსი.

მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მოგვიანებით მოხსენებაში თქვეს, რომ Galaxy S5 ექნება ნახშირბადის ბოჭკოვანი ორგანო.  idigitaltimes.com-ის თქმით, ცოტა ხნის წინ Samsung -მა შეიძინა sgl ჯგუფიის აქციების ნახევარი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, ნახშირბადის პროდუქტების წარმოებით. Continue reading

LG -მ პირველი ოთხბირთვიანი სმარტფონი გამოუშვა

კომპანია LG-მ  Optimus-ის ხაზის სმარტფონი წარმოადგინა. 4,7 დუიმიანი  4X HD თავის კატეგორიაში პირველი მოწყობილობაა, რომელსაც ოთხბირთვიანი პროცესორი აქვს. LG იყო პირველი იმ კომპანიებს შორისაც, რომელმაც გასულ  წელს მსოფლიოში პირველი ორბირთვიანი სმარტფონი გამოუშვა.

მოწყობილობაში ასევე შედის დამატებითი მეხუთე ბირთვი, რომელიც ენერგიის ეკონომიის საშუალებას იძლევა.

Optimus 4X HD-ში ჩამონტაჟებულია უახლესი ოპერაციული სისტემა Google — Android 4.0 (Ice Cream Sandwich). სმარტფონს 4,7 დუიმიანი ეკრანი აქვს 1280×720 გაფართოებით, ასევე – 16 გბ შიდა და 1 გბ ოპერატიული მეხსიერება. 8,9 მილიმეტრი სისქის მოწყობილობის უკანა მხარეს  8-მეგაფიქსელიანი კამერაა განთავსებული. Continue reading

ხელოვნური სიზმარი

გიხაროდეთ Iphone-ის მფლობელებო, რადგან ეხლა შეგიძლიათ უკვე თქვენივე სიზმარი წინასწარ დააპროგრამიროთ და დაამზადოთ. თქვენ ამ ყველაფრის გაკეტებას შეძლებთ აპლიკაცია Dream:on-ის მეშვეობით, რომელიც ჰარტფორდშირის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს და შემდეგ დააპროგრამეს. თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ რეჟიმი და ლოგინთან მოათავსოთ ტელეფონი, იგი ხმოვან სიგნალების ავრცელებს რომელიც სასურველ სიზმარის გენერირებას შეუწყობს ხელს. 🙂
წლის ბოლოსათვის ამ პროგრამის ანდროიდის ვერისიის გამოშვებასაც აპირებენ.

Techguru98

Nikon Coolpix S800c — პირველი ნამდვილი ფოტოკამერა Android-ზე

დღეისათვის თითქმის ყველა ტელეფონი, საწყისი დონისაც კი, ჩაშენებული ფოტოკამერითაა აღჭურვილი, რომ აღარაფერი ვთქვათ სმარტფონებზე, რომელთა ფოტოშესაძლებლობებიც კარგი ხარისხის ფოტოს გადაღების შესაძლებლობას უკვე არაიდეალურ პირობებშიც იძლევა. მრავალი ადამიანი სულ უფრო და უფრო ხშირად იღებს სურათს ტელეფონით. გარდა იმისა, რომ ტელეფონი სულ თან გაქვთ, მისი დახმარებით ძალიან მარტივია ფოტოს მეგობრებისთვის გაზიარება Twitter, Facebook ან Instagram-ში გამოქვეყნებით. ამ უკანასკნელი ფოტოსერვისის პოპულარობამ იქონია ალბათ გავლენა კომპანიის Nikon  გადაწყვეტილებაზე გამოეშვა საკმაოდ უჩვეულო კამერა — Coolpix S800c, რომელიც იმითაა აღსანიშნავი, რომ ოპერაციული სისტემის Google Android 2.3 მართვით მუშაობს.

Continue reading

Android-ის ახალი დამხმარე Iphone-ის წინააღმდეგ: Ubuntu

გასული წელი Google-თვის ბაზარზე Android მოწყობილობების კუთვნილი წილის მნიშვნელოვნად გაზრდით დასრულდა, რომლებმაც ყველა მობილური პლატფორმა და iPhone-ც კი უკან ჩამოიტოვა, და ბაზარზე დომინანტობისთვის გზა გაიკვლია.

მაგრამ ამჟამად Google თავისი მთავარი კონკურენტისგან ახალი პრობლემის წინაშე დადგა – აშშ-ში მთავარ მობილურ ოპერატორებთან AT&T და Verizon საცალო ვაჭრობებში Apple-ის უპირატესობა (2012 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში ყველა გაყიდვების 78% iPhone-ს ეკუთვნის).

ეს როგორ მოხდა? 2010 და 2011 წლების განმავლობაში Android მეტ მომხმარებელს იზიდავდა ვიდრე Apple იმის გამო, რომ Google-ის მობილური მოწყობილობები უფრო მეტ ოპერატორთან იყო ხელმისაწვდომი და მათი ღირებულებაც თითქმის 200$ ნაკლები იყო საბაზო Iphone-თან შედარებით. მაგრამ ახლა Iphone აშშ-ს მობილური კავშირგაბმულობის პრაქტიკულად ყველა ძირითადი ოპერატორი ავრცელებს 100$-ზე ნაკლებ ფასად.

ამასთან დაკავშირებით, Android-ს ახალი უპირატესობა სჭირდება iPhone-ის წინააღმდეგ მობილურ პლატფორმებს შორის ბრძოლის მომდევნო საფეხურზე. მაგალითად, Android-თვის Ubuntu შესაძლებლობების მიწოდება. Continue reading