Nvidia Geforce GTX670 2GB მიმოხილვა

როდესაც კომპანია AMD-მ წარმოადგინა თავისი 28 ნანომეტრიული GCN არქიტექტურაზე დამზადებული ვიდეობარათები,Nvidia-ს დაახლოებით 2-3 თვე დასჭირდა პასუხისთვის და გამოუშვა GK104 GPU-ზე დაფუძნებული ერთბირთვიანი GTX680 და ორბირთვიანი GTX690.

კომპანია Nvidia კი დღეს გვაცნობს GTX670-ს,რომელიც ასევე GK104-ზეა დაფუძნებული,თუმცა მის დიდ ძმასთან შედარებით, მას აქვს ცოტათი უფრო სუსტი მონაცემები. მოდით გადავავლოთ თვალი GTX670-ის მახასიათებლებს და მის შედარებას GTX680,GTX580 და GTX570-თან.
Posted Image

როგორც ხედავთ, GTX670-ს აქვს შედარებით ნაკლები CUDA პროცესორი, ტექსტურული იუნიტი,Rops-ი და ასევე მისი Core Clock და Boost Clock სიხშირეები ნაკლებია.თუმცა, GTX670 – GTX680-თან შედარებით, 100 დოლარით იაფი ღირს და 25 ვატით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. Continue reading