მთლიანად Nvidia

Posted Image

 

1. კომპანიის ისტორია
Nvidia ინტერნაციონალური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს გრაფიკის გადამამუშავებელ ჩიპებს (GPU) პერსონალური კომპიუტერებისთვის, მობილური მოწყობილობებისთვის და სუპერკომპიუტერებისთვის (workstation-ს სხვა სახელი ვერ მოვუძებნე). გარდა GPU-ებისა კომპანია აწარმიებს ინტეგრირებულ სქემებს, ჩიპსეტებს, სათამაშო კონსოლების ვიდეოდაფებს და პერსონალური კომპიუტერების დედაპლატებს. კომპანიის სათაო ოფისი სანტა კლარაში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს (ჩაულაღლაღა ATI-ს შტაბ-ბინის არქიტექტურას?)
თავად კომპანია საკმაოდ ახალი გამოდგა – იგი 1993 წელს დაფუძნდა. დამფუძნებლებმა – კერტის პრიმმა, კრის მალაჩოვსკიმ და ჯენ-სუნ ჰუანგმა კომპანიისთვის საჭირო ფული “Sequoia Capital”-ს დასცინცლეს. სხვათაშორის ამ უკანასკნელმა თავის დროზე დააფინანსა ისეთი ფირმები, როგორიცაა Apple, Atari, Electronic Arts, Google, PayPal, Yahoo, Youtube და სხვ.
2000 წელს, უკვე საკმაოდ მოძლავრებულმა Nvidia-მ შეისყიდა მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი 3Dfx, 2005-ში – ULI Electronics, ATI-ს ნორთბრიჯების მთავარი მწარმოებელი და გადაიქცა გიგანტად, რომელთან შერკინებაც უწევს საბრალო (ან არც ისე საბრალო) AMD-ATI-ს, რომელსაც დღესდღეობით ბაზრის მხოლოდ 27% უჭირავს. Continue reading