HTC-მა III კვარტალში შესაძლოა გამოუშვას სმარტფონი ბრენდით “Facebook”

კომპანია Samsung Electronics მომავალი თაობის სმარტფონზე Nexus მუშაობისას Google-თან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს. ამის საპასუხოდ კომპანია HTC მუშაობს სმარტფონზე Facebook-ის მხარდაჭერით. სიახლე ბაზარზე მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შეიძლება გამოვიდეს.წარსულში HTC Google-ის პარტნიორი იყო. იგი ეხმარებოდა მას საკუთარი ბრენდით პირველი სმარტფონის – Nexus One გამოშვებაში. მაგრამ Google შემდგომში უარი განაცხადა თანამშრომლობაზე და მთავარი საწარმოო პარტნიორის სახით სამხრეთკორეული კომპანია Samsung Electronics აირჩია, რომელიც Android-აპარატების უმსხვილესი მიმწოდებელია. Continue reading