Windows Home Server 2011 – სერვერი სახლის პირობებში

იქცა ის, რომ სახლში პერსონალური კომპიუტერების და ლეპტოპების რიცხვი ზოგჯერ ოჯახის წევრთა რაოდენობასაც კი აღემატება. ამ დროს კი საჭირო ხდება ყველაზე მთავარი ამოცანის გადაჭრა: მათ შორის ინფორმაციის გაცვლა.
წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ პერსონალური კომპიუტერი, რომელზეც ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ გიწევთ ახალი HDD-ს მიერთება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძველები უბრალოდ გადაივსო. ამდენი ფაილის სამუშაო კომპიუტერში ერთად თავმოყრა კი ნამდვილად მოუხერხებელია, რადგან ზოგიერთი მათგანი ფაქტიურად დაკონსერვებულია და წელიწადში ერთხელ თუ მივაკითხავთ ხოლმე. ლეპტოპის HDD-ები კი, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ მცირე მოცულობისაა და ყველა საჭირო ფაილის თავმოყრა მასზე არ ხერხდება. გამოსავალი კი, ერთი შეხედვით, არსებობს შემდეგში: ავიღოთ ნებისმიერი მესამე კომპიუტერი და მასში მოვათავსოთ ყველა მონაცემი, რაც კი ოდესმე შეიძლება დაგვჭირდეს. ამ მონაცემებთან წვდომა კი სახლში არსებული ნებისმიერი სხვა კომპიუტერიდან უნდა შეგვეძლოს. თუმცა არც სახლის გარეთ მყოფი მფლობელი არ უნდა დაიჩაგროს. წარმოიდგინეთ ტრანსპორტით მგზავრობისას ან სულაც ქალაქგარეთ ყოფნისას თქვენი ლეპტოპით უკავშირდებით სახლში გამართულ სერვერს და იქ განთავსებული ბიბლიოთეკიდან კითხულობთ წიგნებს, ათვალიერებთ ფოტოალბომებს, უყურებთ ფილმებს, უსმენთ მუსიკას, ან სულაც ახდენთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოძიებას. სახლში ყოფნისას კი თქვენს დაქვემდებარებული TV-ს მეშვეობით ახდენთ მეზობლად კუთხეში მიმალული კომპიუტერიდან ვიდეოფაილების სტრიმინგს. მომხიბვლელია, არა? ბუნებრივია, სერვერად გამოყენებულ კომპიუტერს დასჭირდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რათა შეძლოს მიერთებულ კლიენტებთან ინფორმაციის გაცვლა და შენახული მონაცემების მოწესრიგება გარკვეული პრინციპით. Continue reading

HDD ისტორია

ყველაფერი 1956 წლის 13 სექტემბერს დაიწყო, როდესაც კომპანია IBM-მა წარმოგვიდგინა აი ეს: მოწყობილობას RAMAC 305 (RAMAC – Random Access Method of Accounting and Control – მგონი ანგარიშის და კონტროლის ცვალებადი წვდომის მეთოდი) ერქვა. 350 ასეთი RAMAC 305 ერთ ბლოკში იყო გაერთიანებული, რომელიც ასე გამოიყურებოდა:  Continue reading